TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 410
Previous part

Chapter: 31  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო მეათერთმეტესა წელსა, და მესამესა თთუესა, ერთსა მის თთჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, არქუ ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და სიმრავლესა მისსა, ვის ამსგავსე თავი შენი სი<მ>აღლითა შენითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ასურ ვითარცა საროჲ ლიბანისაჲ, და კეთილ მორჩითა, და მაღალ სიდიდითა, და შორის ღრუბელთა იყო მწუერვალი მისი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
წყალმან განზარდა იგი, და უფსკრულმან აღამაღლა იგი; მდინარენი <მისნი> მოადგინნა გარემო ნერგთა მისთა, და სიჴშიერე რტოთა მისთაჲ განავლინა ყოველთა მიმართ ხეთა ველისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აღმაღლდა სიდიდე მისი ყოველთა ზედა ხეთა ველისათა, და განვრცნეს რტონი მისნი წყალთაგან მრავალთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მორჩთა მისთა ზედა დაიბუდნეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და ქუეშჱ რტოთა მისთა შობდეს ყოველნი ნადირნი ველისანი, საგრილსა მისსა დაემკჳდრნეს ყოველნი სიმრავლენი თესლებისანი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყო იგი კეთილ სიმაღლითა თჳსითა, და სიმრავლითა რტოთა მისთაჲთა, რამეთუ იყვნეს ძირნი მისნი წყალთა მრავალთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სარონი არა ეგე-ვითარ იყვნეს სამოთხესა ღმრთისასა, და ფიჭუნი არა მსგავს იყვნეს მორჩთა მისთა, და ფინიკნი არა მსგავს იყვნეს რტოთა მისთა, და ყოველი ხჱ სამოთხესა ღმრთისასა არა მსგავს იყო სიკეთესა/ Page of ms. J: B91r  მისსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და სიმრავლითა რტოთა მისთაჲთა, და ეშურობდეს მას ხენი საშუებელისა სამოთხისა ღმრთისანი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, ამისთჳს რამეთუ იქმენ დიდ სიდიდითა, და მისწუადენ მწუერვალნი შენნი შორის ღრუბელთა, და ვიხილე იგი აღმაღლებასა მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მივეც იგი ჴელთა მთავრისა წარმართთაჲსა, და ყო წარწყმედაჲ მისი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოსრეს იგი უცხოთა ბილწთა წარმართთაგანთა, და დაამჴუეს იგი მთათა ზედა, და ყოველსა ჴევნებსა დაეცნეს რტონი მისნი, და შეიმუსრა ხჱ მისი ყოველსა ველსა ქუეყანისასა, და გარდამოჴდეს საფარველისაგან მისისა ყოველნი ერნი თესლებისანი, და დატკებნეს იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
დაცემასა მას მისსა განისუენეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და ხესა მას ქუეშჱ იყვნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რაჲთა არა აღმაღლდენ სიდიდითა მათითა ყოველნი ხენი, რომელნი არიან წყალთა ზედა, და არა მისწუადნენ მწუერვალნი მათნი შორის ღრუბელთა, და არა დადგეს სიმაღლესა მათსა; და ყოველნი რომელნი სუმიდეს მათ თანა წყალსა, ყოველნივე მიეცნეს სიკუდიდ სიღრმესა ქუეყანისასა შორის ძეთა კაცთასა შთამავალთა მღჳმისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, რომელსა დღესა შთაჴდა ჯოჯოხეთა, ეგლოვდა მას უფსკრული, და ზედა-მიადგინნა მდინარენი მისნი, და დავაყენენ წყალნი მრავალნი, და დააბნელა მას ზედა ლიბანემან, და ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაჴსნდეს.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ჴმისაგან დაცემისა მისისა შეიძრნეს წარმართნი, ოდეს იგი შთაიყვანებდეს მას ჯოჯოხეთა შთამავალთა თანა მღჳმესა, და ნუგეშინის-სცემდეს მას ქუეყანასა ქუეშჱ ყოველნი ხენი საშუებელისანი და რჩეულნი ლიბანისანი, ყოველნი, რომელნი სუმენ წყალსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იგინიცა შთავიდეს ჯოჯოხეთსა მის თანა წყლულთა შორის მახჳლისაგან, და თესლნი მისნი რომელნი მკჳდრ Page of ms. J: B91v  იყვნეს ქუეშჱ საფარველსა მისსა,/ შორის ცხორებასა მათსა წარწყმდეს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ვის ემსგავსე შენ, გარდაგუალე და შთაჴედ შენ ხეთა თანა საშუებლისათა სიღრმესა ქუეყანისასა. შორის წინადაუცუეთელთა დაიძინო წყლულთა თანა მახჳლისათა, ესრეთ ფარაო და ყოველი სიმრავლჱ ძლიერებისა მისისაჲ, იტყჳს უფალი უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.