TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 408
Previous part

Chapter: 29  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   წელსა მას მეათესა, მეათერთმეტესა თთუესა, ერთსა მის თთჳსასა, იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ფარა<ო>ჲს მიმართ, მეფისა ეგჳპტისა, წინაწარმეტყუელებდ მის ზედა და ყოველსა ზედა ეგჳპტესა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, ვეშაჴსა მაგას დიდსა, რომელი ზის შორის მდინარეთა მისთა, რომელი იტყჳს, ჩემნი არიან მდინარენი, და მე შევქმნენ იგინი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და <მე> მოვსცე მახჱ ღაწუთა შენთა, და გამოგაგნე თევზნი მდინარეთა შენთანი ფრთეთა შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა, და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დაგამჴუა შენ ადრე, და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი, პირსა ზედა ველისასა დაეცე, და არა შეჰკრბე, არცა შე-ვინ-გმოსოს. მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ცნან ყოველთა მკჳდრთა ეგჳპტისათა რამეთუ მე ვარ უფალი, ამისთჳს რამეთუ ექმენ კუერთხ ლერწმის სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ოდეს და გიპყრა შენ ჴელსა მისსა, შეიმუსრე, და ოდეს დაიტყუელნა მათ ზედა ყოველმან <ჴელმან>, და ოდეს განისუენებდა შენ ზედა, განსტყდი და შეჰმუსრე ყოველი ძალი მათი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრეთ იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მოვჰჴადო შენ ზედა მახჳლი, და წარვწყმიდნე კაცნი შენგან და საცხოვა<რ>ნი ქუეყანით.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარწყმედილ და ოჴერ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, ამისთჳს რამეთუ სთქუ შენ, ჩემნი არიან მდინარენი, და მე შევქმნენ იგინი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა მე შენ ზედა და მდინარეთა შენთა ზედა, და მივსცე ქუეყანაჲ Page of ms. J: B89r  ეგჳპტისაჲ ოჴრად და წარსაწყმედელად, მაგდოლაჲთგან და/ სჳჰენჱთ ვიდრე საზღვრადმდე ეთიოპისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
არა განვიდეს მიერ ფერჴი კაცისაჲ, და ფერჴმან საცხოვრისამან არა დათრგუნოს იგი, და არა დაემკჳდროს ორმეოც წელ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მივსცე ქუეყანაჲ მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანასა მოოჴრებულსა, და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთა იყვნენ ორმეოც წელ; და განვაბნიო ეგჳპტჱ თესლებსა შორის, და განვაქრინე იგინი სოფლებსა შორის.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; შემდგომად ორმეოცისა წლისა შევკრიბნე ეგჳპტელნი ნათესავთაგან, სადა იგი განბნეულ იყვნეს მუნ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოვაქციო ტყუჱ ეგჳპტისაჲ, და დავამკჳდრნე იგინი ქუეყანასა ფათურესასა, ქუეყანასა მას, ვინაჲცა მოიყვანნეს, და იყოს სამთავრო მცირე.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
უმცირეს ყოველთა სამთავროთა, და არღარა მაღლო<ო>დის მერმე ნათესავთა ზედა, და შევამცირნე იგინი, რაჲთა არა იყვნენ მრავალ თესლებსა შორის.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და არღარა იყვნენ სასო სახლისა ისრაჱლისა მომაჴსენებელად უშჯულოებისა, რაჲთა არა შეუდგენ იგინი კუალსა მათსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი;

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყო ოც და მეშჳდესა წელსა, ერთსა თთჳსა მის პირველისასა, იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, დაიმონა თავისა თჳსისა ძალი მონებითა დიდითა ტჳროსით კერძო, ყოველსა თავსა სიმტიერჱ, და ყოველი მჴარი მოდრკეს, და სასყიდელ არა ეცეს მას და ერსა მისსა ტჳროსად მიმართ, და მონებისა რომელსა ჰმონებდა მის ზედა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონა<ჲ> უფალი; აჰა ესერა მე მივსცემ ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილონისასა, ქუეყანასა ეგჳპტისასა, და წარმოიღოს ნატყუენავი მისი, და აღიჭრეს ავარი მისი, და იყოს სასყიდელი ძალისა მისისა. Page of ms. J: B89v 

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
მსახურებისა მის წილ, რომელსა ჰმონებდა ტჳროსით/ კერძო, მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი;

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა აღმოუცენდეს რქაჲ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, და შენ მოგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.