TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 404
Previous part

Chapter: 25  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ძეთა მათ ზედა ამონისთა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ძეთა მიმართ ამონისთა, და წინაწარმეტყუელებდ მათა მიმართ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არქუ ძეთა ამონისთა, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ; ამას იტყჳს უფალი, ამისთჳს რამეთუ მოგცხრა სიწმიდისათჳს ჩემისა, რამეთუ შეიგინა, და ქუეყანისათჳს ისრაჱლისა, რამეთუ მოოჴრდა, და სახლსა ზედა იუდაჲსსა, რამეთუ წარვიდეს ტყუედ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა მიგცნე თქუენ ჴელთა ძეთა კედემისთა სამკჳდრებელად, და დაიმკჳდრონ ყოვლითურთ ბანაკებით მათით თქუენ შორის, და აღჰმართონ კარვები მათი თქუენ შორის. მათ შეჭამონ ნაყოფი შენი, და მათ შესუან სიპოხჱ შენი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მივჰსცნე მათ ქალაქნი ძეთა ამონისთანი საძოვრად აქლემთა მათთა, და ძენი ამონისნი საძოვრად ცხოვართა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ დაიტყუელენ ჴელითა, და იბგერდი ფერჴითა, და განიხარე გულითა შენითა ქუეყანისა მისთჳს ისრაჱლისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა, და მიგცე შენ მიმოსატაცებელად თესლებსა შორის, და მოგსრა შენ ერთაგან, და წარგწყმიდო შენ წარწყმედით სოფელთაგან, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მოაბსა ზედა. ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ თქუეს მოაბ და სეირ, ანუ არა ვითარცა ყოველნი ნათესავნი, ეგრეცა სახლი ისრაჱლისაჲ და იუდაჲსი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა მე დავ<ა>რღჳო მჴარი მოაბისაჲ ქალაქთაგან მწუერვალთა Page of ms. J: B84v  მისთა, რჩეული ქუეყანაჲ, სახლი ბეთსიმოთისი ზემო კერძო წყა/როსა ქალაქისასა ზღჳთ კერძოჲსასა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ძეთა კედემისთა ვიდრე ძეთამდე ამონისთა მივსცე იგი სამკჳდრებელად, რაჲთა არა იყოს სამკჳდრებელი ძეთა ამონისთაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოაბსა ზედაცა ვყო შურის-გებაჲ, და ცნან <რამეთუ> მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ედომელთა ზედა. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ ყო იდუმეამან შურის-გებაჲ მათი შურის-მოგებად სახლსა ზედა იუდაჲსსა, და ძჳრი იჴსენეს, და შური მოიგეს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; განვირთხა ჴელი ჩემი იდუმეასა ზედა, და მოვსრა მისგან კაცი და საცხოვარი, და დავდვა იგი ოჴრად, და თემანით დევნულნი მახჳლითა დაეცნენ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოვსცე შურის-გებაჲ ჩემი იდუმეასა ზედა ჴელითა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲთა, და ყონ იდუმეასა ზედა რისხვითა ჩემითა და გულის-წყრომითა ჩემითა, და ცნან შურის-გებაჲ ჩემი, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ფილისტიმელთა ზედა. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ ყვეს უცხოთესლთა შურის-გებით, და აღადგინეს შურის-გებაჲ მოცხრომით გულითად აღჴოცად ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მე განვირთხა ჴელი ჩემი უცხოთესლთა ზედა, და მოვსრნე მსაჯულნი, და წარვწყმიდნე დამკჳდრებულნი იგი ზღჳს-კიდისანი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ვყო მათ შორის შურის-გებაჲ დიდი, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს მივსცე შურის-გებაჲ ჩემი მათ ზედა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.