TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 403
Previous part

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ/ წელსა მას მეცხრესა, თთუესა მეათესა, ათსა თჳს<ა>სა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, დაიწერე თავისა შენისა დღჱ ესე, ამიერ დღითგან ვინაჲთგან წარიტრა მეფჱ ბაბილოვნისაჲ იჱრუსალემით, ამიერ დღენდელით დღითგან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არქუ სახლსა მას განმამწარებელთასა იგავი, და თქუ; ამას იტყჳს უფალი ადონაჲ; დადგი სიავი, და შთაასხ მას წყალი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შთაადგ მას დრონეული, ყოველი დრონი კეთილი, წჳვი და მჴარი, გამოშოვრებული ძუალისა გან;

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთაჲ, და ქუჱ შეუგზენ მათ ძუალი იგი, აღდუღდა შეიზრო, და შეგბა ძუალი მისი შორის მისსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ქალაქო მოსისხლეო, სიავო, რომელსა შინა არს გესლი მისი, და გესლი იგი არა გამოჴდა მისგან, ასოდ-ასოდი მისი გამოიღონ; არა გამოჴდა მას ზედა წილი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა არს, კლდესა მყარსა ზედა დავაწესე იგი; არა დავსთხიე იგი ქუეყანასა დაფარვად იგი მიწითა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რაჲთა აღმოვიდეს გულის-წყრომაჲ შურის-გებად; შურის-გებად მივეც სისხლი მისი მყარსა ზედა კლდესა, რაჲთა არა დაეფაროს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მე განვადიდო მუგუზი,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და განვამრავლო შეშაჲ, და აღვაგზნე ცეცხლი, რაჲთა დადნეს ჴორცი და მოაკლდეს წუენი,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და დადგეს იგი ნაკუერცხალთა ზედა, რაჲთა აღედვას და განჴურდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არა-წმიდებაჲ მისი, და მოაკლდეს გესლი მისი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და არა გამოვიდეს მისგან ფრიად გესლი, და ჰრცხუენეს გესლსა მას მისსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ შეიგინებოდე შენ, და რაჲ უკუეთუ არა განსწმიდნე შენ მერმე, აღ-ვე-ვავსო გულის-წყრომაჲ ჩემი შენგან.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მე უფალი ვიტყოდე; და მოიწიოს და ვყო; არა ვყო შენდობა, არცა შევიწყალო; გზათა შენთა\\ებრ, Page of ms. J: B83v  და ზრახვათა შენთა-ებრ გსაჯო შენ,/ იტყჳს ადონაჲ უფალი. ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთა-ებრ შენთა, არა-წმიდაო სახელოვანო, ფრიად განმამწარებელო.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ და მრქუა;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, აჰა ესერა მე მოვიხუნე შენგან გულის-სათქუმელნი თუალთა შენთანი განწყობით; არა დაიტყებო, არცა დაიტირო.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
სულთქუვითა სისხლითა ნაწლევთა, გლოვითა იყო შენ, არა იყოს თმაჲ შენი შეთხზულ შენ ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა შენთა, არა ნუგეშინის-იცე ბაგითა მათითა, და პური კაცთაჲ ჰშჭამო.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ვეტყოდე ერსა მას განთიად, ვითარცა იგი მამცნო მე უფალმან მიმწუხრი, და ეგრეთ ჰყავ განთიად, ვითარცა მიბრძანე მე.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე ერმან მან, არა მითხრაა ჩუენ, რაჲ არს ესე, რომელსა შენ იქმ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ მათ; სიტყუაჲ უფლისაჲ იყო ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შევაგინო სიწმიდე ჩემი, შეკრებაჲ ძალისა თქუენისაჲ და გულის-სათქუმელი თუალთა თქუენთაჲ, და რომლისათჳს ერიდებიან სულნი თქუენნი, და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაგიშთეს, მახჳლითა დაეცნენ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ჰყოთ ეგრე, ვითარცა სახედ ჰყავ პირისა განვე მათისა, არა ნუგეშინის იცნეთ, და პური კაცისაჲ არა ჰშჭამოთ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და გრძელი თმაჲ თავთა ზედა თქუენთა, და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა თქუენთა; არცა დაიტირნეთ, არცა დაიტყებნეთ, და დასდნეთ სიცრუვითა თქუენითა, და ევედრებოდით კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და იყოს იეზეკიელ თქუენდ<ა> ნიშად, ყოვლისა მის-ებრ რომელი ვყავ; ეგრე ყავთ, ოდეს მოიწიოს ესე, მაშინ სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, არა მას დღესა შინა, რომელსა დღესა მოვიღო ძალი მათი მათგან, სიმაღლჱ სიქადულისა მათისაჲ, გულის-სათქუმელი თუალთა Page of ms. J: B84r  მათთაჲ, აღსამაღლებელი სულისა მათისაჲ,/ ძენი მათნი და ასულნი მათნი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა მოვიდეს განრინებული შენდა თხრობად ყურთა შენთა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მის მიმართ, და მიერითგან არღარა დაჰყრუვდე, და იყო მათა ნიშად; და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.