TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 405
Previous part

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   წორსა ზედა. და იყო მეათერთმეტესა წელსა, ერთსა თჳსასა, იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, ამისთჳს რამეთუ თქუა წორ იჱრუსალემსა ზედა ვაშა, შეიმუსრა, წარწყმდეს წარმართნი, მოაქცია ჩემდა; სავსე იგი მოოჴრებულ არს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, სორ, და აღმოვიყვანნე შენ ზედა ერნი მრავალნი, ვითარცა Page of ms. J: B85r  იგი/ აღმოჴდის ზღუაჲ ღელვითა თჳსითა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დაამჴუნენ ზღუდენი შენნი, და დაარღჳნენ გოდოლნი შენნი, და განვაქრიო მიწაჲ მისი მისგან, და მივსცე იგი კლდედ მოწრფელებულად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
საჴმობელად ბადეთა იყოს შორის ზღუასა, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი; და იყოს იგი წარსატყუენველ წარმართთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ასულნი მისნი ველსა ზედა მახჳლითა დაეცნენ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მოვავლინო შენ ზედა, სორ, ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილონისაჲ, ჩრდილოჲთ; მეფჱ მეფეთაჲ არს იგი, ცხენებითა და ეტლებითა და მჴედრებითა და კრებულითა ნათესავთა მრავალთაჲთა ფრიად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამან ასულნი შენნი, რომელნი იყვნეს ველსა გარე, მახჳლითა მოსწყჳდნეს, და მოგცნეს შენ ზედა მჴუმილნი, და გარე-მოგაშენოს ზღუდე, და მოგადგას შენ ლაშქარი, და მოგადგინოს ერი ჭურვილი, და ლახურები მისი შენ წინაშე მოგადგას.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ზღუდენი შენნი და გოდოლნი შენნი დაამჴუნეს მახჳლითა თჳსითა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სიმრავლითა ჰუნეთა მისთაჲთა დაგფაროს შენ მტუერმან მისმან, და ჴმისაგან ცხენთა მისთაჲსა და ეტლების-თუალთა <ეტლთა> მისთაჲსა შეიძრნენ ზღუდენი შენნი, შესლვასა მას მისსა ბჭეთა შენთა, ვითარცა ვინ შევალნ ქალაქად ველით.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
საჭურველითა ცხენთა მისთაჲთა დაითრგუნნენ უბანნი შენნი, ერი შენი მახჳლითა მოსრას, და სიმტკიცე ძალისა შენისაჲ ქუეყანად დასცეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და წარმოიღოს ძალი შენი, და წარტყუენოს ყოველი ნაყოფი შენი, და დასცეს ზღუდე შენი, და სახლნი გულის-სათქუმელნი შენნი დაარღჳნეს, და ქვანი შენნი და ძელი შენი და მიწაჲ შენი შორის ზღუასა შთაყაროს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დააცხრვოს Page of ms. J: B85v  სიმრავლე სახიობელთა შენთაჲ, და ჴმაჲ შემასხმელთა შენთაჲ/ არღარა ისმეს მერმე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მიგცე შენ კლდესა მყარსა ზედა, საჴმობელად ბადეთა იყო შენ, და არა აღიშჱნო, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე; იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი უფალი სორსა, ჴმისაგან დაცემისა შენისა სულთქუმასა შენსა წყლულებათათჳს მოკლვასა მახჳლითა შორის შენსა შეიძრნენ ჭალაკნი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და გარდამოჴდენ საყდართაგან მათთა ყოველნი მთავარნი ნათესავთა ზღჳსათანი, და აღიჴადნენ გჳრგჳნნი მათნი თავთაგან მათთა, და სამკაულნი თითოფერნი განიძარცუნენ, განკრთომით განჰკრთენ, და ქუეყანასა დასხდენ, და შეშინდენ წარწყმედისათჳს შენისა, და კუნესოდიან შენ ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და აღიღონ შენ ზედა გოდებაჲ, და გრქუან შენ, ვითარ დაირღჳ ზღჳთ, ქალაქი ეგე ქებული, რომელმან მიეც შიში შენი გარემო მკჳდრთა შენთა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შეეშინეს ჭალაკთა დღითგან დაცემისა შენისაჲთ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ოდეს დაგდვა შენ ქალაქად მოოჴრებულად; ვითარცა ქალაქნი არა დამკჳდრებულნი, რაჟამს აღმოიყვანო შენ ზედა უფსკრული, და დაგფარონ შენ წყალთა მრავალთა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და შთაგიყვანო შენ შთამავალთა თანა მღჳმისათა ერისა მის საუკუნოჲსა, და დაგამკჳდრო შენ სიღრმესა ქუეყანისასა ვითარცა ოჴერი საუკუნე, და შთამავალთა თანა მღჳმისათა რაჲთა არა დაიმკჳდრო, არცა აღსდგე ცხორებასა.

Verse: 21   Link to sept   
წარსაწყმედელად მიგცე შენ, და არღარა იყო მერმე უკუნისამდე, იტყჳს ადონა<ჲ> უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.