TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 374
Previous part

Book: Lam.Jer. 
Lamentationes Jeremiae

Ⴂოდებანი Ⴈერემიაჲსნი

e codice I (Jerusalem) (B)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: 1 
Verse: 0  Link to mcat Link to sept   Page of ms. J: B49r  და იყო შემდგომად წარტყუენვისა ისრაჱლისა და აღოჴრებისა იჱრუსალემისა, ჯდა იერემია და ტიროდა და გოდებდა გოდებასა ამას იჱრუსალემსა ზედა, და თქუა.

Verse: 1   Link to mcat Link to sept   
ა̂. ალეფ ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი ესე განმრავლებული ერითა: იქმნა ვითარცა ქურივი განმრავლებული შორის თესლთა, მთავარი სოფლისაჲ იქმნა მოხარკჱ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ბ̂. ბეთ ტირილით ტიროდა ღამჱ, და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა მისთა, და არა იყო ნუგეშინის-მცემელ მისა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი მეგობარნი მისნი ეცრუვნეს მას, და ექმნნეს <მას> მტერ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
გ̂. გამელ წარიტყუენა იუდაჲ სიგლახაკითა თჳსითა, და სიმრავლითა ურვისა თჳსისაჲთა, დაჯდა შორის წარმართთა, არა პოვა განსუენებაჲ: ყოველნი მდევარნი Page of ms. J: B49v  მისნი/ ეწინეს მას შორის მაჭირვებელთა <მისთა>.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
დ̂. დალეთ გზანი სიონისანი იგლოვენ, რამეთუ არა არიან მომავალ<ნ>ი დღესასწაულსა, ყოველნი ბჭენი მისნი გა<ნ>რყუნილ არიან, მღდელნი მისნი კუნესიან, ქალწულნი მისნი ტყუე არიან, და იგი თავადი განმწარებულ არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ე̂. ჰჱ იქმნნეს მაჭირვებელნი მისნი თავ, და მტერნი მისნი იხარებენ. ხოლო ღმერთმან დაამდაბლა იგი სიმრავლისათჳს უღმრთოებათა მისთაჲსა, და ყრმანი მისნი ტყუედ წარვიდეს წინაშე პირსა მაჭირვებელთასა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვ̂. ვავ წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერებაჲ მისი. იქმნნეს მთავარნი მისნი ვითარცა ვერძნი, არა ჰპოვებდეს საძოვარსა, და ვიდოდეს უძლურებით წინაშე პირსა მდევართასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ზ̂. ზჱ მოიჴსენნა იჱრუსალემმან დღენი სიგლახაკისა თჳსისანი, და განგდებისა მისისანი, და ყოველთა გულის-სათქუმელთა მისთაჲ, რაოდენი იყო დღეთაგან პირველთაჲ, დაცემასა ერისა მისისასა ჴელითა მაჭირვებელთაჲთა: და არა ვინ იყო მწე მისა, იხილეს მტერთა მისთა, და იცინოდეს ტყუეობასა ზედა მისსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ჱ̂. ხეთ ცოდვაჲ ცოდა იჱრუსალემმან, ამისთჳს სარყეველ იქმნა იგი. ყოველთა მაქებელთა მისთა შეურაცხ-ყვეს იგი, რამეთუ იხილეს გინებულებაჲ მისი, და იგი თავადი სულთ-ითქუმიდა, და უკუნიქცა უკუმართ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
თ̂. ტჱთ არა-წმიდებაჲ მისი წინაშე ფერჴთა მისთა: არა მოიჴსენა დასასრული მისი. დაეცა საკჳრველად, და არა ვინ არს ნუგეშინის-მცემელ მისა. იხილე, უფალო, სიმდაგლჱ ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ი̂. იოდ ჴელი თჳსი მიყო მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულის-სათქუმელთა მისთა, რამეთუ იხილნა წარმართნი შესრულნი სიწმიდეთა <მისთა>, რომელთაჲ ამცენ არა შესლვად ეკლესიასა შენსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ია̂. ქაფ ყოველი ერი სულთ-ითქუმიდა: ეძიებდა პურსა, გულის-სათქუმელნი მისნი მიეცნეს საჭმლისათჳს, რაჲთამცა მოიქცინეს სულნი. გარდამოიხილე, უფალო, და იხილე რამეთუ ვიქმენ შეურაცხ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
იბ̂. ლამედ თქუენ გეტყჳ ყოველთა თანა-წარმავალთა გზისათა, მოიხილეთ და იგულეთ, Page of ms. J: B50r  არს თუ სალმობა/ სალმობისა ჩემისა-ებრ, რომელ შემემთხჳა მე. თქუა ჩემ ზედა უფალმან, და დამამდაბლა მე დღესა მას რისხვისა გულის-წყრომისა მისისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
იგ̂. მემ მაღლით თჳსით გარდამოავლინა ცეცხლი ძუალთა ჩემთა, და დამიდგა ბადჱ ფერჴთა ჩემთა, და უკუნ-მაქცია მე მართლ-უკუნ. მიმცა მე განრყუნასა მარადღე ურვასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
იდ̂. ნოჳნ განიღჳძა უღმრთოებათა ზედა ჩემთა: ჴელთა შინა მისთა შემმუსრა მე, დაამძიმა უღელი მისი ზედა ქედსა ჩემსა: მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მოსცა უფალმან სალმობაჲ ჴელთა ჩემთა, რომელთა ვერ უძლებ დადგომად.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
იე̂. სამქათ მოსპნა ყოველნი ძლიერნი ჩემნი უფალმან შორის ჩემსა, და მოუწოდა ჩემ ზედა ჟამსა განტეხად რჩეულთა ჩემთა: საწნეხლ-ებრ დაწნიხა უფალმან ქალწული ასული იუდაჲსი: ამას ზედა მე ვტირ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ივ̂. ეჲ თუალთა ჩემთა გარდამოადინეს წყალი, რამეთუ განმეშოვრნეს ჩემგან ნუგეშინის-მცემელნი, რომელთამცა მოაქციეს სული ჩემი. იქმნნეს შვილნი ჩემნი განრყუნილ, რამეთუ განძლიერდა მტერი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
იზ̂. ფჱ აღიპყრნა სიონმან ჴელნი თჳსნი, და არა არს რომელმანმცა ნუგეშინის-სცა მას: ამცნო უფალმან იაკობ<სა> გარემო მისა მაჭირვებელნი მისნი, იქმნა იჱრუსალემი ვითარცა დედაკაცი განჯდომილი შორის მათსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
იჱ̂. წადჱ მართალ არს უფალი, რამეთუ განვამწარე მე პირი მისი, აწ ისმინეთ ყოველმან ერმან და იხილეთ სალმობაჲ ჩემი, რამეთუ ქალწულნი ჩემნი და ჭაპუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუედ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ით̂. კოფ ვხადოდე მიყუართა ჩემთა, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე. მღდელნი ჩემნი და მოხუცებულნი ჩემნი ქალაქით მოაკლდეს, რამეთუ ითხოვდეს ჭამადსა თავისა მათისა, რაჲთამცა მოიქცინეს სულნი მათნი, და არა პოვეს.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
კ̂. რეშ იხილე, უფალო, რამეთუ მჭირს მე, მუცელი ჩემი შეძრწუნდა, და გული ჩემი გარდაიქცა ჩემ თანა, რამეთუ განმწარებით განმამწარე მე: გარეშე უშვილო მქმნა მე მახჳლმან ვითარცა სიკუდილმან სახლსა შინა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
კა̂. შინ ისმინეთ აწ, რამეთუ ვკუნესი, არა ვინ არს ნუგეშინის-მცემელ ჩემდა. ყოველთა მტერთა ჩემთა ესმა ძჳრი ჩემი და მოსცხრებოდა, რამეთუ შენ ჰყავ: მოავლინე ჩემ ზედა დღჱ, მოუწოდე ჟამსა, და მექმნნეს იგინი ვაჲ მე, ვაჲ მე.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
კბ̂. თავ/ Page of ms. J: B50v  შევედინ ყოველი უკეთურებაჲ მათი წინაშე პირსა შენსა, მოკუფხლენ იგინი ვითარცა მომკუფხლე მე ყოველთათჳს ცოდვათა ჩემთა, რამეთუ განმრავლდეს სულ თქუმანი ჩემნი, და გული ჩემი ზრუნავს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.