TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 375
Previous part

Chapter: 2  
Verse: 23   Link to mcat Link to sept   კგ̂. ალეფ ვითარ დააბნელა უფალმან რისხვითა თჳსითა ასული სიონისაჲ. გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულებაჲ ისრაჱლისაჲ, და არა მოიჴსენა კუარცხ<ლ>ბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა რისხვისა მისისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
კდ̂. ბეთ და<ან>თქა უფალმან უწყალოდ ყოველი შუენიერებაჲ იაკობისი: დააქცინა გულის-წყრომითა თჳსითა სიმტკიცენი ასულისა იუდაჲსნი, ქუეყანად მიაწი<ნ>ა: შეაგინნა მეფენი მისნი და მთავარნი მისნი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
კე̂. გამელ შემუსრა რისხვითა გულის-წყრომისა თჳსისაჲთა ყოველი რქაჲ ისრაჱლისაჲ: გარე-მიაქცია პირისაგან მტერისაჲსა, და აღაგზნა ცეცხლი შემწუველი შორის იაკობსა, და შეჭამა ყოველი გარემო მისა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
კვ̂. დალეთ გარდაიცუა მშჳლდსა თჳსსა ვითარცა მტერმან, განიძლიერა მარჯუენაჲ თჳსი ვითარცა მჴდომმან, და მოსრა ყოველი გულის-სათქუმელი ჩემი საყოფელსა შინა ასულისა სიონისასა, მიჰფინა ვითარცა ცეცხლი გულის-წყრომაჲ თჳსი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
კზ̂. ჰჱ მექმნა მე უფალი ვითარცა მტერი: დააქცია იჱრუსალემი, და დაანთქა ყოველი ტაძრები მისი, განრყუნა ყოველი სიძლიერჱ მისი, და განამრავლნა ყოველნი ასულნი იუდაჲსნი დაგლახაკებულნი და დავრდომილნი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
კჱ̂. ვავ აღფხურა ვითარცა ვენაჴი კარავი თჳსი, განრყუნნა დღესასწაულნი თჳსნი, ავიწყა უფალმან სიონსა დღესასწაულნი და შაბ<ა>თნი, განარისხა მკსინვარებითა გულის-წყრომისა მისისაჲთა მეფჱ და მღდელი და მთავარი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
კთ̂. ზჱ განიშოვრა უფალმან საკურთხეველი თჳსი, და განაბნია სიწმიდჱ თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერთაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ: ჴმა სცა ბრძოლის სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა გალობაჲ ლევიტელთაჲ დღესა შინა უქმელებისასა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ლ̂. ხეთ გულს-იდგინა უფალმან განრყუნაჲ ზღუდეთა ასულისა სიონისათაჲ: წარჰმატა Page of ms. J: B51r  საზომი, და არა კუალად აქცია ჴელი მისი დაცე/მისაგან, იგლოვდა ძლიერებაჲ და ზღუდე ერთბამად მოუძლურდეს.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ლა̂. ტეთ დაითქნეს ქუესკნელად ბჭენი მისნი, წარწყმდეს და შეიმუსრნის მოქლონნი მისნი, მეუფჱ მისი და მთავარნი მისნი შორის წარმართთა, და არა არს შჯულ, და წინაწარმეტყუელთა მისთა არა იხილეს ჩუენებაჲ უფლისაგან.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ლბ̂. იოდ დასხდეს ქუეყანასა და დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, გარდაისხეს მიწაჲ თავსა მათსა: მოირტყეს ძაძაჲ: შთაავლინნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იჱრუსალემისაჲსა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
ლგ̂. ქაფ მოაკლდა ცრემლი თუალთა ჩემთა: შეძრწუნდა მუცელი ჩემი: განიგნია ქუეყანასა ზედა დიდებაჲ ჩემი, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, მოკლებასა ყრმათა მწოვართასა უბნებსა შინა ქალაქისასა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
ლდ̂. ლამედ დედათა მათთა ეტყოდეს: სადა არს იფქლი და ღჳწოჲ, რაჟამს მოაკლდებოდა მათ ვითარცა წყლულებასა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა სულთა მათთასა წიაღთა შინა დედათა მათთასა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
ლე̂. მემ რაჲ გიწამო შენ, ანი რაჲ გამსგავსო შენ, ასულო იჱრუსალემისაო. ვინ გიჴსნეს შენ, ანი ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო ასულო სიონისაო, რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ გკურნოს შენ.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ლვ̂. ნოჳნ წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს ამაოებაჲ შენი და უგუნურებაჲ: განაცხადეს უშჯულოებაჲ შენი, რაჲთამცა მოიქცა ტყუე შენი, და იხილეს შენ თანა იგავი ამაოებისაჲ და განგაგდეს შენ.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
ლზ̂. სამქათ შეიტყუელნეს ჴელნი მათნი ყოველთა თანა-წარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იჱრუსალემისასა, უკუეთუ ესე არს ქალაქი იგი, რომლისათჳს თქჳან გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, სიხარული ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
ლჱ̂. ეჲ ქმნა უფალმან რაჲცა უნდა, აღასრულა სიტყუაჲ თჳსი, რომელ ამცნო დღეთაგან საუკუნეთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, ახარა შენ ზედა მტერსა, და აღამაღლა რქაჲ მაჭირვებელთა შენთაჲ.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
ლთ̂. ფჱ Page of ms. J: B51v  აღაღო შენ ზედა პირი მისი, ყოველნი მტერნი შენნი ისტუენდეს და და/იღრჭინნის კბილნი მათნი, და თქუეს. შთავთქათ იგი, რამეთუ ესე არს დღჱ რომელსა მოველოდეთ, და ვპოვეთ და ვიხილეთ იგი.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
მ̂. წადე ღაღადებდა გული მათი უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, გარდამოადინენ ვითარცა ნაღუარევნი ცრემლნი დღჱ და ღამჱ. ნუ სცემ განსუენებასა თავსა შენსა, ნუცა დასცხრებიედ გუგანი თუალთა შენთანი.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
მა̂. კოფ აღდეგ ღამჱ, იწურთიდ დასაბამსა ჴუმილვისა შენისასა, განჰფინე გული შენი ვითარცა წყალი წინაშე პირსა უფლისასა, აღიპყრენ ჴელნი შენნი ასულთა ჩჩჳლთა შენთათჳს, რომელნი შეყმედილ არიან სიყმილითა დასაბამსა ყოველთა გამოსლვათასა.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
მბ̂. რეშ იხილე, უფალო, და გარდამოიხილე ვისთჳს მოჰკუფხლე ესრჱთ, უკუეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისაჲ. მოკუფხლვა ყო მზარ<ე>ულმან, დაიკლნენ ყრმანი ძუძუჲს-მწოარნი, უკუეთუ მოკლან სიწმიდესა შინა <უფლისასა> მღდელი და წინაწარმეტყუელი.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
მგ̂. შინ დაიძინეს გამოსავალთა ზედა გზისათა ყრმათა და მოხუცებულთა. ქალწულნი ჩემნი და ჭაპუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუედ: მოჰსრენ იგინი დღესა რისხვისა შენისასა, განჰმზარენ იგინი და არა ჰრიდე.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
მდ̂. თავ მოუწოდე ვითარცა დღესა უქმელებისასა მრევლთა ჩემთა გარემოჲს, და არა ვინ იყო განრინებულ დღესა რისხვისა უფლისასა. დაშთომილ<ნი> განვზარდენ და განვამტკიცენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველი აღასრულა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.