TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 341
Previous part

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   დასაბამსა მეფისა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲ<ს>სა, იყო სიტყუაჲ უფლისა მიერ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე მრქუა უფალმან; დადეგ ეზოსა შინა ტაძრისა უფლისასა, და უბრძანე ყოველსა იუდასა მომავალსა თაყუანის-ცემად ტაძარსა შინა უფლისასა ყოველნი სიტყუანი, რომელ გიბრძანენ შენ თხრობად მათა; ნუ მოაკლებ სიტყუასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ვინ უწყის, ისმინონ ხოლო თუ, და მოიქცეს კაცად-კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და ვსცხრე ძჳრისაგან, რომელი მე განმიზრახავს ყოფად მათა უკეთურთათჳს სლვათა მათთათჳს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ესრე თქუა უფალმან, არა თუ ისმინოთ ჩემი სლვად შჯულსა ჩემსა, რომელ მიგეც წინაშე პირსა თქუენსა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
სმენად სიტყუათა წინაწარმეტყუელთა მონათა ჩემთაჲ, რომელ მე მოვავლინენ განთიად, და არა ისმინეთ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მივსცე სახლი ესე ვითარცა სელომი, და ქალაქი ესე მივსცე საწყეველად ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ესმა მღდელთა და ცრუ-წინაწარმეტყუელთა და ყოველსა ერსა იერემიაჲს სიტყუაჲ, იტყოდა რაჲ იგი სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო ვითარცა დადუმნა იერემია სიტყჳსაგან ყოველი რომელი უბრძანა მას უფალმან თხრობად ყოვლისა ერისა, და შეიპყრეს იგი მღდელთა და ცრუ-წინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან, და ჰრქუეს, სიკუდილით მოჰკუდე,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სწინაწარმეტყუელებ სახელითა უფლისაჲთა, და იტყჳ; ვითარცა სელომი იყოს სახლი ესე, და ქალაქი ესე აღოჴრდეს მკჳდრთაგან, და განკრბა ყოველი ერი იერემიაჲს ზედა სახლად უფლისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე მთავართა იუდაჲსთა, და აღმოვიდეს ტაძრით მეფისაჲთ Page of ms. J: A126v  სახლად უფლისა, და დასხდეს წინაშე კართა/ ბჭეთა უფლისა ახალთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მღდელთა და ცრუ-წინაწარმეტყუელთა მთავართა მიმართ და ყოველსა ერსა, საშჯელი სიკუდილისაჲ არს ამის კაცისაჲ, რამეთუ წინაწარმეტყუელებდა ქალაქისა ამისთჳს, ვითარცა გესმა ყურთა თქუენთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუა იერემია მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა, უფალმან მომავლინა მე წინაწარმეტყუელებად სახლსა ამას ზედა და ქალაქსა ამას ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ გესმეს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აწ უმჯობეს ყვენით გზანი თქუენნი და საქმენი თქუენნი, და ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, და დასცხრეს უფალი ბოროტებათაგან, რომელ თქუა თქუენ ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ესერა მე ჴელთა შინა თქუენთა ვარ; მყავთ მე ვითარცა ჯერ არს, და ვითარ უმჯობეს გიჩს თქუენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო უწყებით უწყოდეთ, უკუეთუ მომკლათ მე, რამეთუ სისხლსა უბრალოსა დასთხევთ თქუენ ზედა და ქალაქსა ამას ზედა და დამკჳდრებულთა ზედა მას შინა, რამეთუ ჭეშმარიტად მომავლინა მე უფალმან თქუენდა, სიტყუად ყურთა თქუენთა ყოველთა ამათ სიტყუათა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და თქუეს მთავართა და ყოველმან ერმან მღდელთა მიმართ და ცრუ-წინაწარმეტყუელთა; არა არს ამის კაცისათჳს საშჯელი სიკუდილისაჲ, რამეთუ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა იტყჳს ჩუენდამო.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და აღდგეს კაცნი მოხუცებულთაგანნი ერისანი, და ეტყოდეს ყოველსა კრებულსა ერისასა, და თქუეს;

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მიქეა მორათიტელი წინაწარმეტყუელებდა დღეთა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ყოველსა ერსა იუდაჲსსა ჰრქუა; ეს<რ>ე თქუა უფალმან; სიონი ვითარცა აგარაკი მოიჴნას, და იჱრუსალემი ვითარცა ხილის-საცავი იყოს, და მთაჲ იგი სახლისა უფლისაჲ იყოს სერტყ მაღნარის.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მოკლვით ნუ მოკლა ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან, არამედ შეეშინა მათ უფლისა, და ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტებათაგან, რომელ თქუა მათ ზედა, და ჩუენ ვქმენთ ძჳრი დიდი სულთა ზედა ჩუენთა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და კაცი ერთი ვინ მე წინაწარმეტყუელებდა სახელითა უფლისაჲთა; ურია, ძჱ სამეაჲსი კარიათიარიმელი, ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს მსგავსად ყოველთა სიტყუათა იერემიაჲსთა .

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ესმა მეფესა იოაკიმს და ყოველთავე მდიდართა მისთა და ყოველთა Page of ms. J: A127r  მთავართა/ ყოველნი სიტყუანი მის-მიერნი, და ეძიებდეს მას მოკლვად, და ესმა ურიას, და შეეშინა, და ივლტოდა და შევიდა ეგჳპტედ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და წარავლინნა იოაკიმ მეფემან კაცნი ეგჳპტედ, ელდათან, ძჱ აქაბორისი, და კაცნი მის თანა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და გამოიყვანეს იგი მიერ, და მოიყვანეს იგი მეფისა იოაკიმისა, და მოკლა იგი მახჳლითა, და შთააგდო მძორი მისი სამარესა ძეთა ერისა მისისათა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ხოლო ჴელი აქიკამისი, საფანის ძისაჲ, იყო იერემიაჲს თანა, რაჲთამცა არა მიეცა იგი მოკლვად ჴელთა ერისათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.