TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 340
Previous part

Chapter: 25  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ ყოვლისათჳს ერისა იუდაჲსა, Page of ms. J: A124v  წელსა მეოთხესა/ იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, წელსა მას პირველსა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ყოვლისა მიმართ ერისა იუდაჲსა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა, და თქუა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მეათცამეტით წლითგან იოსია, ძისა ამონისა, მეფისა იუდაჲსა, მო-აქა-დღედმდე, ოც და მესამედ წლად, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და გეტყოდე თქუენ, აღვიმსთობდი და გეტყოდე თქუენ, და არა ისმინეთ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მივავლინენ თქუენდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი; განთიად მივავლინებდ, და არა ისმინეთ, და არა ვრჩდა ყური თქუენი სმენად სიტყუათა ჩემთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ; მოიქეცით კაცად-კაცადი გზისაგან თქუენისა ბოროტისა და უკეთურებისაგან სლვისა, და დაეშჱნენით ქუეყანასა ზედა, რომელ მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და მი-უკუნისამდე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ნუ შეუდგთ კუალთა ღმერთთა უცხოთა<სა> მონებად მათა, <და> თაყუანის-ცემად მათა, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა ბოროტის-ყოფად თქუენდა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეთ ჩემი, თქუა უფალმან, რაჲთა განმარისხოთ საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა; მედგრის-ყოფად თქუენდა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ არა გრწმენა სიტყუათა ჩემთაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე მივავლინო, და მოვიყვანნე ყოველნი ტომნი ჩრდილოჲსანი, თქუა უფალმან, და ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, მონაჲ ჩემი, და მოვიყვანნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა, და მკჳდრთა ზედა ამისთა, და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემო მისა; და მოვაოჴრნე იგინი, და მივსცნე იგინი განსარყუნელად და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და წარვწყმიდო მათ <გან> ჴმაჲ შუებისაჲ, და ჴმაჲ სიხარულისაჲ, და ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ ფქვილთაჲ, და ნათელი სანთლისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველი ქუეყანაჲ განსარყუნელად და აღსაოჴრებელად, და Page of ms. J: A125r  ჰმონებდენ ნათესავნი ესე წარმართთა შორის/ მეფესა ბაბილოვნისასა სამეოცდა ათ წელ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს აღესრულნენ სამეოც და ათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვნისასა, და ძიება ვყო ნათესავსა ამას ზედა, თქუა უფალმან, ძიებით უშჯულოებათა მათთა ქუეყანასა მას ქალდეველთასა, და დავსხნე იგინი განსარყუნელად საუკუნოდ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოვავლინნე ქუეყანასა ამას ზედა ყოველნი სიტყუანი ჩემნი, რომელ ვთქუ მისთჳს, ყოველი წერილი წიგნსა ამას შინა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რომელსა წინაწარმეტყუელებდა იერემია ყოველთათჳს წარმართთა, რამეთუ დაიმონნენ იგინი ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდდიდთა. და მე მივაგო <მათ> საქმეთა მათთა-ებრ, და მსგავსად უკეთურებისა სლვისა მათისა-ებრ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე მრქუა მე უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, მიიღე სასუმელი ესე ღჳნისა ურწყოჲსაჲ ჴელისაგან ჩემისა, და ასუა ეგე ყოველთა წარმართთა, რომელთა მიმართ მე მიგავლინა შენ მათა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და სუან, და წარმოსთხიონ, და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელ მივავლინო შორის მათსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მოვიღე სასუმელი იგი ჴელისაგან უფლისაჲსა, და ვასუ ყოველთა წარმართთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იჱრუსალემსა და ქალაქთა იუდაჲსთა და მეფეთა მისთა და მთავართა მისთა, დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უგზოდ <და> დასასტჳნველად და საწყეველად.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ფარაოს მეფესა ეგჳპტისასა და მონათა მისთა და მდიდართა მისთა,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ყოველსა ერსა მისსა, და ყოველთა შემყოფთა მისთა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკისათა, და ყოველსა არაბიასა, და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა ოზისთა, და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხოთესლთასა, და ასკალონსა, და გაზასა, და აკარონსა, და ნეშტსა აზოტისასა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იდუმიასა, და მოაბსა, და ძეთა ამონისთა,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ყოველთა მეფეთა ტჳროსისთა, და ყოველთა მეფეთა სიდონისათა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა, რომელნი არიან წიაღ ზღუასა;

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და დედანსა, და თემანსა, და გუზსა,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ყოველთა წინაგარდამარჯულ პირითა, და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა, და ყოველთა მეფეთა შეყოფილთა, რომელნი დგებიან უდაბნოსა ზედა, და ყოველთა/ Page of ms. J: A125v  მეფეთა ზამბრისთა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ყოველთა მეფეთა ელამისთა, და ყოველთა მეფეთა არშაკთასა, და სპარსთასა,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ყოველთა მეფეთა აღმოსავალითგან შორიელთა და მახლობელთა კაცად-კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა, და ყოველთავე მეუფებათა ქუეყანისათა, რომელ არიან პირსა ზედა ქუეყანისასა, და მეფემან სისაქ სუას უკუანაჲსკნელ მათსა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი ღმერთი ისრაჱლისაჲ; სუთ, დაითრვენით, და წარმოსთხიეთ და დაეცნეთ, და ვერღარა ა<ღ>სდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მოვავლინო შორის თქუენთა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და იყოს რაჟამს არა უნდეს მიღებად სასუმელი ეგე ჴელისაგან შენისა სუმად იგი, და ჰრქუა მათ; ესრე თქუა უფალმან ძალთამან სუმით ჰსუათ,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესერა ქალაქისაგან, რომელსა ზედა სახელ-დებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, მისგან მე ვიწყებ ბოროტებად; და თქუენ განწმედით განწმიდნეგით, ვერ სადა განწმიდნეთ, რამეთუ მე მახჳლსა მოუწოდებ ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანისათა, თქუა უფალმან ძალთამან.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და შენ წინაწარმეტყუელებდი ყოველთა ამათ სიტყუათა მათა მიმართ, და არქუ მათ; უფალი მაღლით ბრძანებს, და ადგილით წმიდით გამოსცეს ჴმაჲ თჳსი, <და> სიტყუას ბრძანებს ადგილით თჳსით, ხოლო იგინი ვითარცა მსთულებელნი მოუგებდენ, ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა მოვალს მოსრვაჲ

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ქუეყანად კერძო, რამეთუ საშჯელი არს უფლისაჲ წარმართთა მიმართ, ეშჯის იგი ყოველსა ჴორციელსა, ხოლო უღმრთონი მიეცნენ მახჳლსა, თქუა უფალმან.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ესერა ძჳრი მოვალს ნათესავისაგან ნათესავად, და ნიავქარი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისაჲთ.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ წყლულებანი უფლისაგან დღესა მას უფლისასა კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა, არა იტყებდენ, არცაღა შეკრბენ, არცა დაეფლნენ, სკორედ იყვნენ პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
დაღადებდით მწყემსნი, და ჴმა ყავთ; იტყებდით, ვერძნი ცხოვართანი, რამეთუ აღესრულნეს დღენი მოწყუედისანი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ ვითარცა ვერძნი რჩეულნი./ Page of ms. J: A126r 

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და წარწყმდეს სივლტოლაჲ მწყემსთაგან, და განრინებაჲ ვერძთაგან ცხოვართასა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ მწყემსთაჲ, და ვალალაებაჲ ვერძთა ცხოვართასაჲ, რამეთუ მოსპო უფალმან საძოვარი მათი.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და დაეცა კეთილი მშჳდობისაჲ პირისაგან რისხვისა გულის-წყრომისა უფლისაჲსა.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
დაუტევა კაცად-კაცადმან ვითარცა ლომმან საყოფელი თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანაჲ იგი მათი უგზო პირისაგან რისხვისა, მახჳლისაგან დიდისა, და პირისაგან რისხვისა გულის-წყრომისა მისისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.