TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 342
Previous part

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   დასაბამსა მეფისა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, იყო სიტყუაჲ ესე იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე მრქუა მე უფალმან; იქმნენ შენდად შესაკრველნი და საჴივნი, და დაისხენ ქედსა შენსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მიუძღუანენ იგინი მეფესა იუდაჲსსა და მეფესა ძეთა ამონისთასა და მეფესა ტჳროსისა და მეფესა სიდონისასა ჴელითა მოციქულთაჲთა, რომელნი მივიდოდიან შემთხუევად მათა იჱრუსალემდ სედეკიაჲსა, მეფისა იუდაჲსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ამცენ უფალთა მათ მიმართ, და არქუ; ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ესრე არქუთ უფალთა თქუენთა; მე შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი და საცხოვარი, რაოდენნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა, ძალითა ჩემითა დიდითა, და მკლავითა ჩემითა მაღლითა; და მივეც იგი მას, რომელიცა მთნდა წინაშე თუალთა ჩემთა. და აწცა მე ვარ;

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მივსცე ყოველი ესე ქუეყანაჲ ჴელსა ნაბუქო<დო>ნოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, მონისა ჩემისასა, და მჴეცნიცა ველისანი საქმედ,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მიმიცემიან მას დამონებად მისა ყოველნი ნათესავნი, და ძესა მისსა და ძესა ძისა მისისასა, ვიდრე მოსლვადმდე ჟამისა რისხვისა მისისაჲსა, და ჰმონოს მას ნათესავმან მრავალმან და მეფეთა დიდთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყოს ნათესავი და მეუფებაჲ, რომელთა არა ჰმონონ ნაბუქოდონოსორ, მეფესა ბაბილოვნისასა, რომელთა არა შეყონ ქედი მათი Page of ms. J: A127v  უღელსა ქუეშჱ მეფისა ბაბილოვნისასა, მახჳლითა და სიყმილითა და/ სიკუდილითა მე მოვიძინე იგინი, თქუა უფალმან, ვიდრემდე მოაკლდეს მათ ჴელსა შინა მისსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და თქუენ ნუ ისმენთ ცრუ-წინაწარმეტყუელთა თქუენთასა, და მისანთა თქუენთასა, და ჩუენებათა თქუენთა, და მლაღობელთა თქუენთასა, და მზმნელთა თქუენთასა, და მეწამლეთა თქუენთასა, რომელნი გეტყჳან; ნუ იქმთ საქმესა მეფისა ბაბილოვნისასა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ცილსა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ, რაჲთამცა განგაშორნა თქუენ ქუეყანისაგან თქუენისა, და განგაბნინე თქუენ, და წარსწყმდეთ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ნათესავმან, რომელმან შეყოს ქედი თჳსი უღელსა ქუეშჱ მეფისა ბაბილოვნისასა, და უქმნეს მას, დაუტევო იგი ქუეყანასა ზედა, თქუა უფალმან, იქმოდის მუნ და დაეშენოს მუნ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსა, ვიტყოდე მსგავსად ყოველთა ამათ სიტყუათა, და ვთქუ; მიუპყართ ქედი თქუენი უღელსა ქუეშჱ მეფისა ბაბილოვნისასა, და ჰმონეთ მას და ერსა მისსა, და სცხომდეთ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და რაჲსათჳს მოჰკუდები შენ და ერი შენი მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, ვითარცა თქუა უფალმან ნათესავისა მიმართ, რომელმან არა ჰმონოს მეფესა ბაბილოვნისასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ნუ ისმენთ სიტყუასა ცრუ-წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გეტყჳან თქუენ, არა უქმოდით მეფესა ბაბილოვნისასა, რამეთუ იგინი ცრუსა წინაწარმეტყუელებენ თქუენდა მომართ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა მივავლინენ იგინი, იტყჳს უფალი, და იგინი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა სიცრუვით, რაჲთა წარგწყმიდნენ თქუენ, და წარწყმდენ თქუენ თანა წინაწარმეტყუელნიცა იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მღდელთა და ყოველსა ერსა ვეტყოდე და ვარქუ; ესრე თქუა უფალმან, ნუ ისმენთ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ, და იტყჳან, აჰა ესერა ჭურჭერი სახლისა უფლისაჲ მოიქცევის ბაბილონით აწ ადრე, რამეთუ ცრუსა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ. არა მივავლინენ იგინი და არა არს სიტყუაჲ უფლისაჲ მათ შორის.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ნუ ისმენთ მათსა, ჰმონებდით მეფესა ბაბილოვნისასა, და სცხომდეთ; და რაჲსათჳს იქმნების ქალაქი ესე ოჴერ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელნი თუ არიან, და არს სიტყუაჲ უფლისაჲ მათ შორის, სიტყუას უგებედ უფალსა ძალთასა, რაჲთა არა წარიღოს ნეშტი იგი Page of ms. J: A128r  ჭურ/ჭერა სახლისა უფალისაჲ და სახლისა მეფისა იუდაჲსისაჲ და იჱრუსალემისაჲ ბაბილონდ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ სუეტთათჳს, და ზღჳსათჳს და მექონოთთათჳს, და ნეშტთა ზედა ჭურჭერთა, რომელ დაშთომილ არიან ქალაქსა ამას შინა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რომელ არა წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან, რაჟამს წარტ<ყ>უენა იექონია და იოაკიმ მეფენი იუდაჲსნი იჱრუსალემით ბაბილონდ, და ყოველნი აზნაურნი იუდაჲსნი და იჱრუსალემი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, ჭურჭელსა ზედა, რომელ დაშთომილ არს სახლსა შინა უფლისასა, და სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა, და იჱრუსალემს შინა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ბაბილონდ წარიღონ, და მუნ იყოს ვიდრე დღედმდე მოძიებისა მათისა, ესრე იტყჳს უფალი, და აღმოვიღო იგი და მო<ვ>აქციო იგი ამასვე ადგილსა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.