TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 320
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   რბიოდეთ გზათა იჱრუსალემისათა, და იხილეთ და გულის-ჴმა-ყავთ, და ეძიებდით უბნებსა მისსა, ჰპოოთ თუ კაცი მუნ, უკუეთუ იპოვოს ხოლო ვინ მე მყოფელ სამართალისა და მეძიებელ სარწმუნოებისა, და ულხინო მას, იტყჳს უფალი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ცხოველ არს უფალი თქჳან, ამისთჳს, არა ნუ ცილი ფუციან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
უფალო, თუალნი შენნი სარწმუნოება; ჰგუემენ იგინი, და არა ელმოდა მათ; აღასრულენ იგი<ნი>, და არა ინებეს თავს-დებად სწავლისა; განიმტკიცნეს პირნი მათნი უფროჲს ლოდისა, და არა ინებეს მოქცევად.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მე ვთქუ ვითარმედ გლახაკ არიან და ვერ შეუძლეს, და რამეთუ ვერ გულის-ჴმა-ყვეს გზაჲ უფლისაჲ, და სამართალი ღმრთისა მათისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მივიდე მდიდართა, და ვეტყოდი მათ რამეთუ მათ გულის-ჴმა-ყვეს გზაჲ უფლისაჲ და სამართალი ღმრთისაჲ, და ესერა ერთბამად შემუსრეს უღელი, და განხეთქნეს საკრველნი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ეწია მათ ლომი მაღნარით, და მგელი ვიდრე სახლებად მათდამდე მოჰსრვიდა მათ, და ვეფხმან განიღჳძა ქალაქთა მათთა ზედა; ყოველნი რომელ გამოვიდენ მათგან მოინადირნენ, რამეთუ განამრავლეს უღმრთოებაჲ მათი; იძლინეს გარდაქცევითა მათითა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რომლითა ამათ ზედა მლხინებელ Page of ms. J: A104r  გეყო შენ; შვილთა შენთა დამიტევეს/ მე, და ფუცვიდეს არა არსთა მათ ღმერთთა, და აფუცებდეს მათა. განვაძღენ იგინი, და იმრუშებდეს, და სახლსა შინა როსკიპთასა დაადგრებოდეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ცხენ ჴდალთ-მდრანჯობელ იქმნნეს, კაცად-კაცადი ცოლისა მიმართ მოყუსისა თჳსისა იქჳრნობდა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ანუ არა ამას ზედაა ძიება ვყო, იტყჳს უფალი, ანუ ნათესავსა შორის ესე-მლევანსა არა ნუ იძიოს შური სულმან ჩემმან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აღჴედით ზედა არდაბაგებსა მისსა, და გარდაარღჳეთ, და აღ-ხოლო-ნუ-ასრულებთ, დაუტევენით საფუძველნი მისნი, რამეთუ უფლისაჲ არს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შეურაცხებით შეურაცხ-მყო მე სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდაჲსმან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ჰტყუვეს უფალსა მათსა, თქუა უფალმან, და თქუეს; არა არს ესე, არა მოვიდეს ჩუენ ზედა ძჳრი, და მახჳლი და სიყმილი ჩუენ არა ვიხილოთ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელნი თქუენნი ქარ იყვნეს, და სიტყუაჲ უფლისაჲ არა იყო მათ თანა; ესრე ეყოს მათ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, რამეთუ თქუეს სიტყუაჲ ესე; აჰა ესერა მიგცემ შენ სიტყუათა ჩემთა პირსა შინა შენსა ცეცხლად, და ერსა ამას შეშად, და შეჭამნეს იგინი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე მოვავლინებ თქუენ ზედა ნათესავსა შორით, სახლო ისრაჱლისაო, იტყჳს უფალი; ნათესავი წინანდელი არს, ნათესავი საუკუნითგანი არს, ნათესავი რომლისაჲ არა გესმის ენისა მისისაჲ, არცაღათუ გესმეს რასა იტყოდის.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
კაპარჭნი მათნი ვითარცა სამარჱ აღებული. ყოველნი ძლიერ არიან, და მოჭამონ სამკალი თქუენი,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და პური თქუენი, შეჭამნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, შეჭამონ ცხოვარი თქუენი და ზროხაჲ თქუენი; მოჭამნენ ვენაჴნი თქუენნი და ლეღოვანი თქუენი და ზეთის-ხილოვანი თქუენი, და დალეწნენ ქალაქნი თქუენნი მტკიცენი, რომელთა თქუენ ესავთ მახჳლითა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყოს მათ დღეთა შინა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი, არა ვყო თქუენთჳს აღცდა./ Page of ms. J: A104v 

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყოს რაჟამს სთქუათ, რაჲსათჳს გჳყო ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ესე ყოველი; და ჰრქუა მათ; მის წილ რამეთუ დამიტევეთ მე, და ჰმონეთ ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა თქუენსა, ეგრე ჰმონებდეთ უცხოთა ქუეყანასა მას არა თქუენსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
მიუთხართ ესე სახლსა იაკობისსა, და <ესმოდენ სახლსა იუდაჲსსა> .

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ესმოდენ ესე ერსა ცოფსა და უგულოსა. თუალ არიან მათა და არა ხედვენ, ყურ არიან მათა და არა ესმის.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
<ანუ> ჩემდა არა გეშინოდის იტყჳს უფალი, ანუ პირისაგან ჩემისა არა შეიკდიმოთ, რომელმან დავდევ მქჳშაჲ საზღვრად ზღუასა საუკუნედ, და არა გარდაჴდეს იგი, და აღიძრას და ვერ შეუძლოს, და ოხრიდენ ღელვანი მისნი და ვერ გარდაჴდენ მას.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ხოლო ერსა მას ექმნა გული უსმ და ურჩ, განდრკეს და წარვიდეს.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და არა თქუეს გულსა შინა მათსა, შევიშინოთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რომელმან მოგუცა ჩუენ წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი ჟამსა თჳსსა, ჟამად ჟამად ბრძანებანი არეთანი დაგჳმარხნა ჩუენ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
უშჯულოებათა თქუენთა გარდააქციეს ესე, და ცოდვათა თქუენთათჳს განგეყენა კეთილი თქუენგან.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იჴოვნეს შორის ერსა ჩემსა უღმრთონი, და მახჱ დაარწყუეს განსაპრწნელად კაცთა და შეიპყრობდეს.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მახჱ დადგომილი სავსჱ მფრინველითა, ეგრეცა სახლები მათი სავსე არს ზაკუვითა; ამისთჳს რამეთუ განდიდნეს და განმდიდრდეს და განსუქნეს და განჴოხნეს, და გარდაჴდეს სიტყუათა ჩემთა უკეთურებად.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და სამართალსა არა შჯიდეს, და საშჯელსა ობლისა და ქურივისასა არა განიკითხვიდეს.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ანუ მას ზედა არა მე ძიება ვყო, იტყჳს უფალი, ანუ შორის ნათესავსა ესე-მლევანსა არა მე იძიოს შური სულმან ჩემმან.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
საკჳრველი და საზარელი იქმნა ქუეყანასა ზედა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ცრუსა და მღდელნი უქებდეს ჴელითა მათითა, და ერმან ჩემმან შეიყუარა ესრე, და რაჲ უყოთ შემდგომთა ამისთა./ Page of ms. J: A105r 

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.