TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 321
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   განძლიერდით ძენი ბენიამენისნი შორის იჱრუსალემსა, და თეკუეს აუწყეთ ნესტჳთა, და მიერ კერძო ბეთაკარიმსა აღიღეთ ნიში, რამეთუ ძჳრი გამოჩნდა ჩრდილოჲთ, და შემუსრვაჲ დიდი იყოს

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
შუენიერსა ზედა და ფუფუნეულსა; და მიგეღოს სიმართლჱ ეგე შენი, ასულო სიონისაო.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მუნ მოვიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღიდგან მას ზედა კარვები გარემოჲს, და მწყსიდეს თითოეული ჴელითა თჳსითა სამწყსოსა თჳსსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
განემზადენით მას ზედა ბრძოლად; აღდეგით და აღხჳდეთ მუნ სამხრის. ვაჲ ჩუენდა რამეთუ მიდრკა დღჱ, რამეთუ მოაკლდებიან აჩრდილნი ზღჳსანი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აღდეგით და აღჰხჳდეთ ღამჱ, და განაჴრწნნეთ საფუძველნი მისნი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ; მოკაფენით ხენი მისნი, მოადგინეთ იჱრუსალემსა ძალი ქალაქსა მაგას ცრუსა ყოვლად, რამეთუ მძლავრობაჲ არს მას შინა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ვითარცა განაცივის ჯურღმულმან წყალი მისი, ეგრე განაცივის უკეთურებამან მისმან, უღმრთოებაჲ და უბადრუკებაჲ ისმეს შორის მისსა წინაშე პირსა მისსა მარადის სალმობითა და გუემითა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
განისწავლე, იჱრუსალემ, ნუ უკუე განგეშოვროს შენგან სული ჩემი, და გყო შენ ქუეყანად უგზოდ, რომელ ვერ ვინ დაეშჱნოს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ; მოჰკუფხლევდით <მოჰკუფხლევდით> ვითარცა ვენაჴსა ნეშტსა ისრაჱლისასა. მიყავთ ჴელი ვითარცა მესდულემან საგოდრებელსა ზედა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ვისა მიმართ ვიტყოდი და ვწამებდე, და ისმინოს. აჰა ესერა წინადაუცუეთელ არიან სასმენელნი მათნი, და ვერ უძლავს სმენად. აჰა ესერა სიტყუაჲ უფლისაჲ ექმნა მათ საყუედრელ; არა სადა ინებონ სმენად.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და გულის-წყრომაჲ ჩემი აღვავსე და დავაყენე, და არა მოვასრულენ იგინი. მივჰფინო ჩჩჳლთა ზედა გარეშე და კრებულთა ზედა ჭაბუკთასა ერთბამად; Page of ms. J: A105v  რამეთუ ქმარი და ცოლი ერთბამად შეიპყრნენ, მოხუცებული/ აღსრულებულითურთ დღეთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
გარდაიცვალნენ და შეიპყრნენ უცხოთაგან სახლნი მათნი, აგარაკები მათი და დედები მათი ერთბამად, და მივყო ჴელი ჩემი მკჳდრთა ზედა ამის ქუეყანისათა, იტყჳს უფალი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ კნინით მათითგან ვიდრე დიდად მათდამდე ყოველთა აღასრულეს უშჯულოებაჲ; მღდელითგან მი-ცრუ-წინაწარმეტყუელადმდე ყოველთა ქმნეს სიცრუვჱ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ჰკურნებდეს შემუსრვილებათა ერისა ჩემისათა უკეთურებასა ზედა; შეურაცხ-მყოფდეს მე და იტყოდეს; მშჳდობა იყოს, მშჳდობა, და სადა არს მშჳდობაჲ;

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენა რამეთუ მოაკლდა, და არა ვითარ სირცხჳლეულთა შეიკდიმეს, და გინებაჲ მათი ვერ გულის-ჴმა-ყვეს. ამისთჳს დაეცნენ იგინი შემუსრვასა შინა მათსა, და ჟამსა ხილვისა მათისასა მოუძლურდენ, თქუა უფალმან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; დადეგით გზასა ზედა და იხილეთ, და იკითხენ<ი>თ გზანი უფლისანი საუკუნენი, და გულის-ჴმა-ყავთ რომელ არს გზაჲ კეთილი, და ვიდოდეთ მას შინა, და ჰპოვოთ სიწმიდე სულოა თქუენთაჲ; და თქუეს; არა მივიდეთ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ვადგინენ თქუენ ზედა ებგურნი, ისმინეთ ჴმაჲ ნესტჳსაჲ, და თქუეს, არა ვისმინოთ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესმა წარმართთა, და რომელნი მწყსიდეს სამწყსოთა მათ შორის.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
გესმოდენ ქუეყანაო; აჰა ესერა მე მოვავლინო ერსა ამას ზედა მსგავსად ნაყოფისა მის განდგომისა მათისაჲსა, რამეთუ სიტყუათა ჩემთა არა მერჩდეს, და შჯული ჩემი განიშორეს.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რად მოგაქუს ჩემდა გუნდრუკი საბაჲთ, და კინამომაჲ ქუეყანით შორით. იმრგულივ-დასაწუველნი თქუენნი არა შეწირულ არიან, და საკუერთხნი არა მთნდეს მე.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მივსცე ერსა ამას უძლურებაჲ, და მოუძლურდენ მას შინა მამანი და შვილნი ერთად. მოძმჱ და მოყუასი მისი წარწყმდენ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა ერი მოვალს ჩრდილოჲთ, და ნათესავი დიდი და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ./ Page of ms. J: A106r 

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მშჳლდოსანნი და ლახუროსანნი, ურიდ არს, და არა გწყალობდეს. ჴმაჲ მათი ვითარცა ზღუაჲ ოხრიდეს, ჰუნებითა და ეტლებითა განეწყვნენ ვითარცა ცეცხლნი ბრძოლად შენ ზედა, ასულო სიონისაო.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
გუესმა სმენაჲ მათი, და დაგუჴსნდეს ჴელნი ჩუენნი, ჭირმან შეგჳპყრნა ჩუენ, სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ნუ გამოხუალთ აგარაკებად, და გზათა ნუ ხუალთ, რამეთუ მახჳლი მტერთაჲ დაშჱნებულ არს გარემოჲს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ასულო ერისა ჩემისაო, მოირტყ ძაძაჲ და გარდაისხ ნაცარი; ვითარცა გლოვასა საყუარელისასა ყავ თავისა შენისათჳს ტყებაჲ სატკივარი, რამეთუ მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა უბადოებაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
გამოსაცდელად მიგეც შენ შორის ერსა ჩემსა შეყენებულსა, და გულის-ჴმა-ჰყო, და გამოსცადო შენ გზაჲ მათი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ყოველნივე ურჩ არიან და ვლენან დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინაჲ ყოველნივე განჴრწნილ არიან,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდად ჭედს ვეცხლის-მჭედელი ვეცხლსა. უკეთურებანი მათნი ვერ დადნეს,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რამეთუ შეურაცხ-ყვნა იგინი უფალმან.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.