TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 319
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   უკუეთუ მოიქცეს ისრაჱლი, თქუა უფალმან, ჩემდა მოიქცეს, და გან-თუ-იშოვრნეს საძაგელნი პირისაგან მისისა, და შეიშინოს პირისაგან ჩემისა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ფუცოს; ცხოველ არს უფალი, ჭეშმარიტებით და განკითხვით და სიმართლით, და აკურთხევდენ მას ნათესავნი, და მისგან აქებდენ ღმერთსა იჱრუსალემს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა; ითერძეთ თერძულები, და ნუ სთესავთ ეკალთა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
წინადაიცჳთეთ ღმრთისა თქუენისა მიმართ, და წინადაიცჳთეთ წინადაცუეთილებაჲ გულთა თქუენთაჲ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა. ნუ Page of ms. J: A102v  უკუე გამოჴდეს ვითარცა ცეცხლი გულის/-წყრომაჲ ჩემი; აღატყდეს და არა ვინ იყოს დამშრეტელ პირისაგან უკეთურებისა სლვათა თქუენთაჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მიუთხართ ჰურიასტანსა და მიისმინ შორის იჱრუსალემსა; თქუთ; აუწყეთ ნესტჳთა ქუეყანასა ზედა; ღაღად-ყავთ ფრიად და არქუთ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შეკერბით და შეხჳდეთ ქალაქთა მოზღუდვილთა; აღდეგით და ივლტოდით სიონდ, ისწრაფეთ და ნუ დასდგებით, რამეთუ მე ძჳრსა მოვავლინებ ჩრდილოჲთ და მუსრვასა დიდსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
გამოჴდა ლომი საყოფლით თჳსით <მოსპოლვად ნათესავთა>, წარიღო და განვიდა ადგილით მისით დადებად ქუეყანისა შენისაჲ აღსაოპრებელად, და ქალაქნი შენნი დაეცნენ, რამეთუ არა იყო მაშჱნებელ მათა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამას ზედა მოირტყით ძაძაჲ და იტყებდით და გოდებდით, რამეთუ არა გარე-მიიქცია რისხვაჲ გულის-წყრომისა უფლისაჲ თქუენგან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, წარწყმდეს გული მეუფისაჲ და გული მთავართაჲ, და მღდელნი შესულბენ, და წინაწარმეტყუელთა დაუკჳრდეს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ; უფალო უფალო, ანუ ტყუვილით მე შეიტყუვე ერი ესე და იჱრუსალემი, რამეთუ იტყოდე, მშჳდობა იყოს თქუენდა; და აჰა ესერა მიიწია მახჳლი სულად მათამდე.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მას ჟამსა შინა ჰრქუან ერსა მას და იჱრუსალემსა ვითარმედ სული მაცთუნებელი უდაბნოსა ზედა, გზაჲ ასულისა ერისა ჩემისაჲ არა განწმედილ არცა სიწმიდე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
სული სავსებისაჲ ამათგან მოვიდეს ჩემდა; აწ მეცა ვიტყოდი საშჯელსა ჩემსა მათა მიმართ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ვითარცა ღრუბელი აღმოვიდეს, და ვითარცა ნიავქარი ეტლები მისი. უმალჱს ორბთა ცხენნი მისნი, ვაჲ ჩუენდა, რამეთუ დავგლახაკენით.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განიბანე უკეთურებისაგან გული შენი იჱრუსალემ, რაჲთა განერე, ვიდრემდის იპოვნენ შენ თანა ზრახვანი სალმობათა შენთანი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმაჲ ღაღადებისაჲ დანით მოიწიოს, და ისმეს სალმობაჲ მთავართაგან ეფრემისთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მოიჴსენენით ნათესავნი, ესერა მოვლენ იჱრუსალემდ, მიუთხართ, აჰა Page of ms. J: A103r  ესერა/ გუნდი მოვალს ქუეყანით შორით, და მისცეს ქალაქთა იუდაჲსთა ჴმაჲ მათი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მცველნი აგარაკისანი იყვნეს გარემო მისა, რამეთუ მე შეურაცხ-მყავ, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
გზათა შენთა და სლვათა შენთა გიყვეს შენ <ესე>; ესე არს უკეთურებაჲ შენი, რამეთუ მწარე არს შენდა, რამეთუ მიიწია გულად შენდა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მუცელი ჩემი მუცელი ჩემი მელმის, და გულის-ჴმის-საყოფელნი გულისა ჩემისანი, კუნესის სული ჩემი, და გული ჩემი მეჴების, ვერ დავდუმნე, რამეთუ ჴმაჲ ნესტჳსაჲ ესმა სულსა ჩემსა, ღაღადებაჲ ბრძოლისაჲ,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და უბადრუკებისაჲ; შემუსრვასა ჰხადის, რამეთუ უბადო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ; მეყსეულად დამდაბლდა კარავი ჩემი, განსთქდეს ეზონი ჩემნი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის ვხედვიდე მეოტთა, და მესმოდის ჴმაჲ ნესტუთაჲ;

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მთავართა მათ ერისა ჩემისათა მე არა მიცნეს. შვილნი უგუნურნი არიან და არა გონიერნი, ბრძენ არიან ძჳრის-საქმედ, ხოლო კეთილისა საქმჱ ვერ გულის-ჴმა-ყვეს.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მივხედე ქუეყანასა, და არა რაჲ ჩნდა; და ცასა, და არა იყო ნათელი მისი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ვიხილენ მთანი, და ესერა იყვნეს შეძრწუნებულ, და ყოველნი ბორცუნი ირყეოდეს;

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
მივხედე და აჰა ესერა არა იყო კაცი, და ყოველნი მფრინველნი ცისანი დანებულ იყვნეს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მივხედე და ესერა კარმელი ოჴერ იყო, და ყოველნი ქალაქნი მომწუარ იყვნეს ცეცხლითა პირისაგან უფლისა, და პირისაგან რისხვისა გულის-წყრომისა მისისა განიჴნეს.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; უდაბნო იყოს ყოველი ქუეყანაჲ, ხოლო ოხჭნება ხოლო არა ვყო ამას ზედა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
იგლოვდინ ქუეყანაჲ, და დაბნელდინ ცაჲ ზესკნელ, რამეთუ ვთქუ; განმზადებულ ვარ, და არა შევინანო, მივჰმართე, Page of ms. J: A103v  და არა უკმოვიქეც მისგან.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ჴმისაგან მჴედართაჲსა და გარდაცუმულთაგან მშჳლდთა ივლტოდა ყოველი ქუეყანაჲ, შეძურეს ქუაბებსა, და სერტყთა შინა დაემალნეს, და კლდეებსა/ ზედა აღვიდეს, და ყოველი ქალაქი მათი დაეტევა. არა დაშჱნებულ არს მათ შინა კაცი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და შენ უბადრუკმან რაჲ მე ჰყო, შე-თუ-იმოსო მეწამულითა, და შეიმკო სამკაული ოქროჲსაჲ, და იცხო <თუ> თუალთა შენთა საგლემველი. ცუდადვე იყოს შუენიერებაჲ შენი; განგიშორეს შენ ტრფიალთა შენთა; სულსა შენსა ეძიებდენ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმაჲ ვითარცა სალმობისაჲ მესმა; კუნესისა შენისაჲ ვითარცა პირველად მშობელისაჲ, ჴმაჲ ასულ<ი>სა სიონისაჲსა განერეს და დაჰჴსნდეს ჴელნი მისნი. ვაჲ მე, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა მოსრვილთა ზედა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.