TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 307
Previous part

Chapter: 58  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ღაღად-ყავ ძლიერად, და ნუ სდუმ, და ვითარცა საყჳრმან აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი, და იაკობსა უშჯულოებანი მათნი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მე დღითი დღედ მეძიებენ, და ცნობად გზათა ჩემთა: გული ეტყჳს Page of ms. J: A90v  ვითარცა ერსა, რომელსა/ სიმართლჱ უქმნიენ, და სამართალი ღმრთისა თჳსისაჲ არა დაუტევებიენ. აწ მთხოვენ მშჯავრსა სიმართლისასა, და მიახლებად ღმრთისა გული-უთქუამს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იტყჳან, რაჲ არს, რამეთუ ვიმარხევდით, და შენ არა იხილე, და ვიმდაბლენით სულნი ჩუენნი, და არა სცან, ამისთჳს რამეთუ დღეთა მათ მარხვისა თქუენისათა, იპოვის ნებაჲ თქუენი აღსრულებული, და ყოველთა უძლურთა, რომელნი არიედ ჴელმწიფებასა თქუენსა ქუეშჱ. მათ დაჰკორტნიდით,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ანუ საშჯელად და ლალვად იმარხავთ თქუენ. და ჰგუემთ ჴჳრთითა მოყუასსა მას მედად. აწ უკუე რაჲსა მიჴმს მე ეგე-ვითარი ეგე მარხვაჲ, მოსლვაჲ, და ღაღადებაჲ თქუენი ჩემ წინაშე, და მემცა ვისმინე თქუენი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
არა ესე-ვითარი მარხვაჲ გამოვირჩიე, და დღჱ დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისაჲ, რომელითა იგი შეიდრიკ<ე>ნით თავნი თქუენნი. აწ მო-ღათუ-იდრიკო ვითარცა გრკალი ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაიფინო, მითცა არავე ჰრქჳან მარხვა და დღჱ სათნო უფლისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არამედ არა ეგე-ვითარი მარხვაჲ გამოვირჩიე, იტყჳს უფალი. არამედ ყოვლისა პირველად განჴსენ სკული გულისა შენისაჲ, და ყოველი კრულებაჲ სიცრუვისაჲ, და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაჲ მძლავრობით ვაჭრობისაჲ. განუტევენ პყრობილნი მიტევებით, და ყოველი ჴელით-წერილი სიცრუვისაჲ განხეთქე.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და უნაცუე მშიერთა პური შენი, და გლახაკნი უსახლონი შეიყვანენ სახედ შენდა. იხილო თუ შიშუელი, შემოსე <იგი>, და თჳსი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს-ჰყო.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მაშინ წარმოგემართოს მსთუაჲ ნათელი შენი, და ლხინებაჲ შენი ადრე აღმოსცენდეს, და ვიდოდის წინაშე შენსა სიმართლჱ Page of ms. J: A91r  შენი, და დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ გარე-მოგადგეს შენ./

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მაშინ ჰღაღადებდე, და ღმერთმან ისმინოს შენი. და ვიდრე თხოვადმდე შენდა მისგან გრქუას ვითარმედ აქა ვარ. უკუეთუ მოისპო შენგან კრულებანი, და ჴელურიდობაჲ, და სიტყუაჲ დრტჳნვისაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და სცე მშიერსა პური შენი გულითა ჴსნილითა, და სული ჴუებული განაძღო. მაშინ გამოგიბრწყინდეს ბნელსა შინა ნათელი შენი. და ბნელი შენი ვითარცა შუვა-სამხარი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყოს ღმერთი შენი შენ თანა მარადის. და განსძღე შენ ვითარცა გული უთქუამს სულსა შენსა, და ძუალნი შენნი გან<ი>პოხნენ, და იყო შენ ვითარცა მტილი მორწყული, და ვითარცა წყაროჲ წყლისაჲ რომელსა არა მოაკლდეს წყალი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აღეშჱნნენ ოჴერნი შენნი საუკუნენი, და იყვნენ საფუძველნი შენნი საუკუნო თესლითი თესლადმდე. და გეწოდოს შენ მაშჱნებელ ზღუდეთა, და ალაგთა შენთა შორის ნათელი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ გარე-მოაქციო შაბათთაგან ფერჴი შენი, რაჲთა არა ჰყო ნებაჲ შენი დღესა მას წმიდასა, და უწოდი შაბათსა მას ფუფუნეულ წმიდად ღმრთისა და დიდებულად. არა წარსდგა ფერჴი შენი საქმედ, არცა იტყოდი სიტყუასა რისხვით პირისაგან შენისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იყავ შენ მოსავ უფლისა, და აღგიყვანოს შენ კეთილთა მის ქუეყანისათა, და გაჭამოს შენ ნაწილი იგი იაკობის<ი> მამისა შენისაჲ. რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.