TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 266
Previous part

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ დამასკისათჳს. აჰა ესერა დამასკჱ აღიღოს ქალაქთაგან, და იყოს დასაცემელ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და დაშთომილ საუკუნოდ, სადგურ სამწყსოთა, და განსასუენებელ: და არა ვინ იყოს შინა განმავალ:

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არღარა იყოს ძლიერებაჲ შესავედრებელად იგი ეფრემისა, და არცა იყოს მეფობაჲ დამასკეს, და ნეშტი ასურთაჲ: რამეთუ არა შენ უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათა და დიდებისა მათისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ: იყოს მას დღესა შინა მოკლებაჲ დიდებისაჲ იაკობისი, და უმრავლესი დიდებისა მისისაჲ შეიძრას,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარცა ვინ Page of ms. J: A50r  შეკრიბის, სამკალი მდგომარჱ მკლავითა თჳსითა: და თავი/ ჴუვილისაჲ გამუსრის, და იყოს ვითარცა იგი ვინ შეკრიბის თავი ჴუვილისაჲ ჴევსა შინა მყარსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაშთის მას შინა წუელი, ანუ ვითარცა მარცუალნი ზეთის-ხილისანი, ორნი ანუ სამნი მწუერვალთა სიმაღლესა, ოთხი ანუ ხუთი რტოთა ზედა მაღალთა დაშთიან. ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ:

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა თჳსისა, და თუალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა მსტოვარ იყვნენ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და არღარა მოსავ იყვნენ ბომონთა მათთა, არცა ქმნულთა ჴელთა მათთასა, რომელნი ქმნნეს თითითა მათითა: და არღარა იხილნენ ხენი არცა საძაგელნი მათნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იყვნენ ქალაქნი შენნი დაშთომილ, ვითარცა იგი დაუტევნეს ამორეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. და იყვნენ ოჴერ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დაუტევე ღმერთი მაცხოვარი შენი, და უფალი შემწე შენი არა მოიჴსენე, ამისთჳს დაჰნერგო ნერგი ურწმუნოჲ:

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
დღესა მას რომელსა დაჰნერგო სცთე. უკუეთუ განთიად სთესო ყუაოდის სამკლად, და რომელსა დღესა მოიმკო განჰნაწილო, და ვითარცა მამამან კაცისამან განუნაწილის შვილთა თჳსთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვაჲ სიმრავლესა წარმართთა მრავალთასა. ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ეგრე შესძრწუნდეთ, და ზურგნი მრავალთა წარმართთანი ვითარცა ზღუაჲ ოხრიდენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ვითარცა წყალნი მრავალნი ნათესავნი მრავალნი. ვითარცა წყლისა მრავლისაჲ სიმძაფრით მომავალისაჲ. და შეურაცხ-ყვნეს იგინი, და შოვრის სდევნიდეს მათ. ვითარცა მტუერა ბზისა მქრეველთაჲ წინაშე ქარსა, და ვითარცა მტუერი ურმის-თუალთაჲ რომელი ნიავქარსა მიმოაქუნ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მიმწუხრი იყოს გლოვაჲ. უწინარეს ცისკრისა, და Page of ms. J: A50v  არა იყოს./

Verse: 15   Link to sept   
ესე ნაწილი არს თქუენთა მათ მტყუენველთაჲ. და სამკჳდრებელი რომელთა თქუენ დაგიმკჳდრეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.