TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 265
Previous part

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   განვავლინნე ვითარცა ქუე-წარმავალნი ქუეყანასა ზედა. ნუ უკუჱ პეტრაჲცა ოჴერ არს მთაჲ იგი ასულისა სიონისაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იყო შენ ვითარცა მფრინ<ვ>ელისა აფრენილისა მართუენი გამოკრებულნი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ეგრე იყო შენ ასულო მოაბისაო, ხოლო არნონსა ზედა უმრავლესი ზრახე, უქმენით მათ საფარველი გლოვისაჲ მარადის, შოვა-სამხრის ვითარცა ბნელსა ივლტოდიან. განკრთეს. ნუ გი<მ>ძიმნ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
დაგიმკჳდრონ შენ მეოტთა მოაბისათა: გექნმმენ თქუენ საფარველ წინაშე პირსა მდევნელთასა, რამეთუ მოგიხუნეს შემწენი შენნი, და მთავარი იგი წარწყმდა, რომელი იგი დასთრგუნვიდა ქუეყანასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და აღემართოს წყალობითა საყდარი, და ჯდეს მას ზედა ჭეშმარიტებით, საყოფელსა დავითისსა შჯიდეს, და გამოეძიებდეს სამართალსა, და იწრაფდეს სიმართლესა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
გუესმა გინებაჲ მოაბისაჲ, და მაგინებელ არს ფრიად. ამპარტავანებაჲ მისი აღვიღე: არა ეგრე მისნობაჲ შენი არცა ესრეთ

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ღაღადებს მოაბელმან მოაბელისა მიმართ. ყოველნი ღაღადებდენ დამკჳდრებულთა მათ ზედა კედელსა კეცისასა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენეს ველთა ესებონისათა, იგლოვდენ სავენაჴენი სებემაჲსანი, შთათქმიდენ წარმართნი, დათრგუნენით სავენაჴენი მისნი ვიდრე <ი>ეზერდმდე. არა შეჰკრბეთ შესცეთით უდაბნოსა, მოვლინებულნი მის მიერ დაშთეს, რამეთუ წიაღ-ჴდეს ზღუასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ვტიროდი ვითარცა ტირილსა იაზერისასა Page of ms. J: A49v  ვე/ნაჴსა სებამჱსასა, ხენი შენნი მოკაფნეს ესებონელთა და ელეალელთა, რამეთუ სამკალი შენი და სასთულებელი შენი დავთრგუნო, და ყოველი დაეცეს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოეღოს სიხარული და მხიარულებაჲ სავენაჴეთაგან. და ვენაჴთა შენთა ზედა არა იხარონ, და არა დაწნიხონ ღჳნოჲ საწნეხელთა, რამეთუ დაცხრომილ არს .

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა ვითარცა ქნარი ოხრიდეს, და ნაწლევნი ჩემნი ვითარცა ზღუდე, რომელი განაახლე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარცა გრცხუენოდის შენ, რამეთუ დაშურეს მოაბი ბომონთა მისთა ზედა, და შევიდეს ჴელით-ქმნულთა მისთა ლოცვად, და ვერ უძლოს განრინებად მისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი მოაბსა ზედა, ოდესცა იგი იტყოდა:

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და აწ იტყოდა უფალი და თქუა. სამთა წელთა სასყიდლით-მოდგინისაჲ შეურაცხ ექმნეს დიდებაჲ მოაბისაჲ ყოველსა ზედა სიმდიდრესა მრავალსა. და დაშთეს მცირითა ერითა, და უპატიო იქმნეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.