TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 205
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაჲ რომელთა შეურაცხ-ყონ სიონი, და რომელნი ესვენ მთასა მას სამარიაჲსასა, <მოისთულეს დასაბამი წარმართთა, და შევიდეს თავით თჳსით, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და> წიაღ-ჴედით ყოველნი, და იხილეთ, და წიაღ-ჴედით მიერ ემათდ, და რაბათდ, და შთავედით გეთდ უცხოთესლთასა უმტკიცესთა მათ მეფეთაგანისათა, უკუეთუ უმრავლჱს არიან საზღვარნი მათნი თქუენთა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად; რომელნი შეეახლებიან და შეეხებიან შაბათთა ნაცილთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რომელთა სძინავს ცხედართა ზედა პილოჲს-ძუალედთა, და იშუებენ სარეცელთა მათთა ზედა, და ჭამენ თიკანთა სამწყსოთაგან, და ჴბოებსა შორის მროწეულთა მწოვართა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რომელნი თანა-უტყუელავთ ჴმასა ებნისასა, ვითარცა მდგომარეთა შეურაცხიან თავნი, და არა ვითარცა მეოტთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რომელნი სუმენ წურვილსა ღჳნოსა, და რჩეულსა ნელსაცხებელსა იცხებენ, და არაჲ ევნებოდა შემუსრვისათჳს იოსეფისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აწ ტყუე იქმნენ დასაბამსა ძლიერთასა, და მოისპოს კიმანებაჲ ცხენებისაჲ ეფრემისგან. / Page of ms. J: B10r 

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ფუცა უფალმან უფალმან თავისა თჳსისა, იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ, რამეთუ მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი, და სოფელი მისი მოვიძულე, და აღვიღო ქალაქი დამკჳდრებულითურთ მისით.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს უკუეთუ დაშთენ ათნი კაცნი სახლსა შინა ერთსა, მოსწყდენ, და დაშთენ ნეშტნი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოიხუნენ სახლეულთა მათთა, და ვიძულებოდის განღებაჲ ძუალთა მათთაჲ სახლისაგან, და ჰრქუას წინამძღუართა მათ სახლისათა, უკუეთუ არს და შენ თანა, და თქუას; არღარა, და <ჰ>რქუას, დუმენ სახელის-დებისათჳს სახელსა უფლისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა უფალმან ამცნოს, და დასცეს სახლი იგი დიდი წყლვითა, და ხახლი მცირე განხეთქითა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ სდევნიდენ კლდეთა ზედა ცხენნი, ანუ თუ დაიდუმონ ჴდალთა მიმართ, რამეთუ გარდასდრიკეთ გულის-წყრომად საშჯელი, და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რომელნი იხარებთ არა რასა ზედა სიტყუასა, რომელნი იტყჳთ, არა ჩუენითა ძალითა გუაქუნდესა რქანი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან, და გაჭირვებდენ თქუენ, რაჲთა არა შეხჳდეთ ემათდ და ვიდრე ჴევადმდე დასავალთაჲსა.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.