TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 204
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინათ სიტყუაჲ უფლისაჲ ესე, რომელი მომაქუს თქუენ ზედა გოდებაჲ, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
დაეცა; არღარა შესძინოს აღდგომად ქალწულმან ასულმან ისრაჱლისამან. შესცოდა ქუეყანასა მისსა, არა ვინ არს ორმელმან აღადგინოს იგი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი უფალი; ქალაქსა მას, რომლისაგან გამოვიდოდეს ათასნი, დაშთენ ასნი ოდენ, და რომლისაგან გამოვიდოდეს ასნი, დაშთენ ათნი სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას ეტყჳს უფალი სახლსა ისრაჱლისასა, გამომიძიეთ მე და სცხონდეთ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ნუ ეძიებთ ბეთელსა, და გალგალად ნუ განხუალთ, და ჯურღმულსა მას ფიცისასა ნუ წიაღ-ხუალთ, რამეთუ გალგალაჲ წარტყუე<ნ>ვით წარიტყუენოს, და ბეთელი იქმნეს ვითარცა არა ყოფილი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
გამოიძიეთ უფალი და ცხონდით, რაჲთა არა აღატყდეს ვითარცა ცეცხლი სახლი იოსებისი, და შეჭამოს იგი, და არა ვინ იყოს დამშრეტელ სახლსა ზედა ისრაჱლისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რომელი იქმს სიმაღლედ საშჯელსა, და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა დაემტკიცა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რომელი იქმს ყოველსა, და გარდასცვალებს, და გარდააქცევს განთიად აჩრდილსა სიკუდილისასა, და დღჱ ღამედ დააბნელოს, რომელი მოუწესს წყალთა ზღჳსათა, და მიჰფინის იგი პირსა ზედა ქუეყანისასა, უფალ არს სახელი მისი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რომელი განუყოფს შემუსრვასა ძალსა ზედა, და უბადრუკებაჲ ძნელოვანსა ზედა მოაწიის.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი, და სიტყუაჲ წმიდაჲ მოიძაგეს. Page of ms. J: B9r 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს/ რამეთუ დაჰქენჯნიდეს გლახაკსა, და ძღუენსა რჩეულსა მიიღებდით მათ გან; სახლებსა თლილსა იშჱნებდით, და არა დაიმკჳდროთ მათ შინა, ვენაჴი გულის-სათქუმელი დაასხთ, და არა სუათ ღჳნოჲ მისგან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვცან მრავალი უღმრთოებაჲ თქუენი, და ძლიერ არიან ცოდვანი თქუენნი. დასთრგუნავთ მართალსა, და მოიღებთ ნაცვალსა, და გლახაკთა ბჭეთაგან განაშორებთ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რომელმან გულის-ჴმა-ყოს მას ჟამსა შინა, დადუმნას, რამეთუ ჟამი ბოროტი არს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
გამოიძიეთ კეთილი და ნუ ბოროტი, რაჲთა სცხოვნდეთ, და იყოს ესრჱთ თქუენდა უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი, ვითარცა ეგე სთქუთ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მოვიძულეთ ბოროტი, და შევიყუარეთ კეთილი, და კუალად მოაგეთ ბჭეთა ზედა სამართალი, რაჲთა შეიწყალოს უფალმან ღმერთმან ყოვლისა-მპყრობელმან ნეშტი იგი იოსებისი .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი. ყოველთა უბანთა ტყებაჲ და ყოველთა გზათა ითქუმოდის ვაჲ ვაჲ; მოუწდიან ქუეყანის-მოქმედსა გლოვად და ტყებად, და მეცნიერთა გოდებად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ყოველთა გზათა ტყება<ჲ>, რამეთუ განვლო შორის შენსა, თქუა უფალმან.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელთა გული-უთქუამს დღისა მისთჳს უფლისა, რაჲსათჳს ესე თქუენდა დღჱ უფლისაჲ; და ესე არს ბნელ, და არა ნათელ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი სახედ ივლტინ კაცი პირისაგან ლომისა, და ემთხჳის მას დათჳ, და შევარდის იგი სახლსა, და შეადგნის ჴელნი მისნი კედელსა, და სცის მას გუელმან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
არა მე ბნელ არსა დღჱ იგი უფლისაჲ, და არა არს ნათელი მას შინა, და წყუდიად<ი>, და არა აქუს მას ნითელი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
მოვიძულენ განმიშორებიან დღესასწაულნი თქუენნი, და არა ვიყნასო კრებათა შინა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
დაღათუ მომართუმიდეთ მე მრგულიად-დასაწუველთა, Page of ms. J: B9v  და მსხუერპლთა თქუენთა./ არა შევიწირო, და ცხორებისა მის თქუენისა გამოჩინებასა არა მივხედო.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
განმაშორენ ჩემგან ოხრანი გალობათა შენთანი, და ფსალმუნი საგალობელთა შენთაჲ არა ვისმინო.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
წარმოეცეს ვითარცა წყალი საშჯელი, და სიმართლჱ ვითარცა მდინარჱ წიაღ-უვალი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ნუ საკლველებსა და მ<ს>ხუერპლებსა შემოსწირევდით ჩემდა ორმეოც წელ უდაბნოსა ზედა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი, და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი ხატნი იგი, რომელნი ჰქმნენით თავისა თქუენისა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო დამასკესა, იტყჳს უფალი; ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი სახელი მისი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.