TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 201
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ამას იტყჳს უფალი, სამთა მათ ზედა და ოთხთა უღმრთოებათა მოაბისათა, არა გარე-მოვექცე მას, ამისთჳს რამეთუ დაწუნეს ძუალნი მეფისა იდუმიაჲსანი მტუერად.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და გამოვავლინო ცეცხლი მოაბსა ზედა, და შეჭამნეს საფუძველნი ქალაქებისა მისისანი, და მოკუდეს უძლურებათა შინა მოაბი ღაღადებითა და ჴმითა ნესტჳსაჲთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მოვსრა მსაჯული მისგან, და ყოველნი მთავარნი მისნი მოვსწყჳდნე მათ თანა, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, სამთა <მათ> ზედა უღმრთოებათა ძეთა იუდაჲსთა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე მათ, განშორებისა მისთჳს შჯულისა უფლისაჲსა, და რამეთუ ბრძანებანი მისნი არა დაიმარხნეს, და შეაცთუნნა იგინი ამაოთა მათთა, რომელნი ქმნნეს, რომელთაცა შეუდგეს მამანი მათნი შემდგომად მათა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და გამოვავლინო ცეცხლი იუდასა ზედა, და შეჭამნას საფუძველნი იჱრუსალემისანი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, სამთა მათ ზედა უღმრთოებათა ისრაჱლისათა და ოთხთა, არა გარე-მოვექცე მას, ამისთჳს რამეთუ განყიდეს მართალი ვეცხლად, და გლახაკი ფერჴთ-შესასხმელად.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რომელი დასთრგუნავნ მიწასა ქუეყანისასა, Page of ms. J: B6v  და დაჰპუერთნიდეს თავსა დავ/რდომილთასა, და გზაჲ მდაბალთაჲ გარდადრიკეს, და ძჱ და მამაჲ შევიდოდეს მისვე მჴევლისა თჳსისა, რაჲთა შეაგინონ სახელი ღმრთისა მათისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სამოსელსა მათსა გა<ნ>აბმიდეს საბლებითა დასაფარველად საკურთხევლისა თანა, და ღჳნოსა ცილის-შეწამებით სუმიდეს სახლსა შინა ღმრთისა მათისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე აღვიღე ამორეველი იგი პირისაგან მათისა, რომლისაჲ იყო ვითარცა სიმაღლჱ ნაძჳსაჲ სიმაღლჱ მისი, და იყო იგი მტკიცჱ ვითარცა მუხაჲ, და აღვიღე ნაყოფი მისი ზედა კერძო, და ძირი მისი ქუეშჱ კერძო.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მე აღმოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით, და გარე-მოგიყვანენ თქუენ უდაბნოსა ორმეოც წელ, რაჲთა დაიმკჳდროთ თქუენ ქუეყანაჲ ამორეველთაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოვიყვანენ ძეთაგან თქუენთა წინაწარმეტყუელად, და ჭაბუკთა თქუენთაგანნი სიწმიდედ, ნუ არა ესრე არს ესე, ძენო ისრაჱლისანო, იტყჳს უფალი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ასუემდით განწმედილთა მათ ღჳნოსა, და წინაწარმეტყუელთა მათ ამცნებდით, და ეტყოდეთ. ნუ წინაწარმეტყუელებთ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა მე ვაგორვო ქუეშჱ თქუენსა, ვითარცა გორავნ ურემი სავსე ლერწმითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და წარწყმდეს სივლტოლაჲ მსრბოლისაგან, და ძლიერმან ვერ დაიპყრას ძალი თჳსი, და მბრძოლთა მათ ვერ განირინონ თავი თჳსი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მეისარი ვერ დაუდგეს, და მალჱ ფერჴითა ვერ განერეს, და მჴედარმან ვერ განირინოს თავი თჳსი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იპოა გული მისი ძლიერებასა; შიშუელი სდევნიდეს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.