TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 202
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინენ<ი>თ სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ,/ Page of ms. J: B7r  სახლო ისრაჱლისაო, და ყოვლისა მიმართ ნათესავისა, რომელი აღმოვიყვანა ქუეყანით ეგჳპტით, და ვთქუ

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ვითარმედ თქუენ ხოლო გიცნან ყოველთაგან ნათესავთა ქუეყანისათა, ამისთჳს შური ვიძიო თქუენგან ყოველთათჳს უკეთურებათა თქუენთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ვიდოდიან ორნი ერთად ყოვლად ვე, უკუეთუ არა იცოდნიან თავნი თჳსნი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ იზახის ლომმან მაღნარით გამო მისით, რომელსა ნადირი არა აქუნ; უკუეთუ მოსცის ლეკუმან ლომისამამ ჴმაჲ თჳსი ბუდით გამო მისით ყოვლად ვე, უკუეთუ რაჲ მე იტაცოს არა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
გინა თუ დავარდის მფრინველი ქუეყანასა თჳნიერ მემახურისა, გინა თუ დაერწყუმის მახჱ ქუეყანასა თჳნიერ შეპყრობისა რაჲს მე,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ანუ თუ ჴმა სცეს საყჳრმან ქალაქთა შინა, და ერი არა შეძრწუნდეს, გინა თუ იყოს ბოროტი ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ყო.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა რაჲ ყოს; უფალმან ღმერთმან საქმჱ, უკუეთუ არა გამოუცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ლომმან იზახა, და ვის არა შეეშინა; უფალი ღმერთი იტყოდა, და ვინ არა წინაწარმეტყუელებდეს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მიუთხართ სოფლებსა ასურასტანს შინა, და სოფლებსა ქუეყანისა ეგჳპტისასა, და არქუთ მათ; შეკერბით მთასა სამარიაჲსასა, და იხილეთ საკჳრველი მრავალი შორის მისსა, და მძლავრებაჲ მას შინა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არა სცნა რაჲ იყოს წინაშე მისსა, იტყჳს უფალი; რომელნი დაიუნჯებენ სიცრუვესა და უბადრუკებასა სოფელსა მათსა. Page of ms. J: B7v 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს/ უფალი ღმერთი; ტჳროს გარემო ქუეყანაჲ შენა მოოჴრდეს, და დაეცეს შენგან ძალი შენი, და მიმოსატაცებელ იყოს სოფლები შენი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამას იყტჳს უფალი, ვითარცა სახედ გამოსტაცნის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი კირნი, ანუ ყურისა ძირნი, ეგრეთ გამოიტაცნენ ძენი ისრაჱლისანი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარის წინაშე ტომთა, და დამასკეს შინა, მღდელთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მას დღესა შინა, რომელსა შური ვიძიო უღმრთოებისათჳს ისრაჱლისა მის ზედა, და შური ვიძიო საკურთუეველებსა მას ზედა ბეთელისასა, და დაირღუენ რქანი იგი საკურთხეველისანი, და დაეცნენ ქუეყანასა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და შევმუსრო სახლი იგი გარემო-ფრთეედი სახლსა ზედა საზაფხულოსა, და წარწ<ყ>მდენ სახლნი იგი პილოჲს-ძუალედნი, და შეიძინნენ სახლნი მრავალნი სხუანი, იტყჳს უფალი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.