TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 198
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   დაჰბერეთ ნესტუსა სიონს შინა. ქადაგებდით მთასა წმიდასა ჩემსა, და შეკრბედ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, რამეთუ მოწევნულ არს დღჱ იგი უფლისაჲ, რამეთუ ახლოს არს

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
დღჱ ბნელისაჲ და წყუდიადისაჲ, დღჱ ღრუბლისაჲ და ნისლისაჲ, ვითარცა ცისკარი მოეფინოს მთათა ზედა ერი მრავალი და ძლიერი, მსგავსი მისი არა იყო საუკუნითგან, და მისა შემდგომად არა შეეძინოს. ვიდრე წლადმდე თესლითი თესლად.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
წინაშე მისა ცეცხლ განმლეველ, და უკუანა კერძო მისა აღატყდეს ალი, ვითარცა სამოთხჱ [საშუე]ბლისაჲ ქუეყანაჲ [წინაშე პი]რსა მისსა, და შე[მდგომად მისა] ველ განრყუნილ[ების], და განრინებული არა იყოს მისგან.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ხილვაჲ ჰუნეთაჲ ხილვაჲ მათი, და ვითარცა მჴედარნი ეგრე სდევნიდენ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ჴმაჲ ეტლებისაჲ თხემთა ზედა მთათასა ხლდებოდიან, და ვითარცა ჴმაჲ ალისა ცეცხლისაჲ, რომელი შეშჭამნ ლერწამსა, და ვითარცა ერი მრავალი <და> ძლიერი განწყობილი ბრძოლად .

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
წინაშე პირსა მისსა შეიმუსრნან ერნი. ყოველი პირი ვითარცა ქოთნასაჲ სიცხითა,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა მბრძოლნი რბიოდიან, და ვითარცა კაცნი მბრძოლნი აღჴდენ ზღუდესა, და <აწ> კაცად-კაცადი გზასა თჳსსა წარვიდეს, და არა მიაქცი/ონ Page of ms. J: B4v  ალაგთა მათთა [გან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და] კაცად-კაცადი ძმისა [გან თჳსის]ა და მოყუსი[სა] არა განეშ[ოროს. დ]ამძიმებულ[ნი საჭუ]რველითა მათითა ვიდოდიან, და ისრებითა მათითა დაეცნენ, და არა მოესრულნენ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ქალაქსა შეევედრნან, და ზღედეთა ზედა რბიოდიან, სახლებსა ზედა აღვიდენ, და სარკუმლებით შევიდენ ვითარცა მპარავნი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
წინაშე პირსა მისსა დაეპშას ქუეყანაჲ, და შეიძრას ცაჲ, მზჱ და მთოვარჱ დაბნელდენ, და ვარსკულავთა დაიფარონ ნათელი თჳსი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და უფალმან მოსცეს ჴმაჲ თჳსი წინაშე პირსა ძლიერებისა მისისასა, რამეთუ დიდ არს ფრიად ბანაკი მისი, რამეთუ ძლიერ არს საქმჱ სიტყუათა მისთაჲ, რამეთუ დიდ არს დღჱ იგი უფლისაჲ. დიდ არს, და გამოჩინებულ ფრიად, და ვინ მე იყოს შემძლებელ მისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აწ იტყჳს უფალი ღმერთი თქუენი, მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა, და მარხვითა, და ტირილითა, და ტყებითა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დაიჴენით გულნი თქუენნი, და ნუ სამოსელნი <თქუენნი>, და მოიქეცით უფლისა ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე და შემწყნარებელ არს, სულ-გრძელ და დიდად მოწყალე; და შეინანის ბოროტის-ყოფისათჳს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ვინ უწყის, უკუეთუ მოიქცეს, და შეინანოს, და დაუტეოს შემდგომად მისა კურთხევაჲ მსხუერპლი, და შესაწირავი უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
დაჰბერეთ Page of ms. O: 380r   ნესტუსა სიონს შინა, წმიდა ყავთ/ [მარხვაჲ; ქადაგებდით მსახურებასა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
შეკრიბეთ ერი, წმიდა ყავთ ეკლესიაჲ; გამოირჩიენით მოხუცებულნი, და შემოკრიბენით ჩჩჳლნი მწოვარნი ძუძუთანი; გამოვედინ სიძჱ სასუენებელით თჳსით, და სძალი სასძლოჲთ თჳსით.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და შორის ხარისხსა საკურთხეველისასა ტიროდენ მღდელნი, რომელნი ჰმსახურებენ უფალსა; და იტყოდედ; ულხინე უფალო, ერსა შენსა, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა შენსა საყუედრელად, რაჲთა არა ჰმთავრობდენ წარმართნი, რაჲთა ნუ უკუე თქუან წარმართთა, სადა არს ღმერთი იგი მათი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შეიშურა უფალმან ქუეყანისა მისთჳს, და ჰრ<ი>და ერსა თჳსსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მიუგო უფალმან ერსა თჳსსა, და ჰრქუა მას; აჰა ესერა მე გამოგივლინო თქუენ იფქლი და ღჳნოჲ და ზეთი, და განსძღეთ მითა, და არღარა მიგცნე თქუენ საყუედრელად წარმართთა შორის.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ჩრდილოჲსანი იგი განვდევნნე თქუენგან, და განვჴადნე იგი ურწყულსა, და განვრყუნე პირი მისი ზღუასა მას პირველსა, და შემდგომი მისი ზღუა<სა> მას უკუანაჲსკნელსა, და Page of ms. J: B4v  აღვიდოდის სიხენეშჱ მისი, და აღვიდოდის მყრალობაჲ მისი,/ რამეთუ განდიდნეს საქმენი მისნი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ნუ გეშინინ ქუეყანაო; გიხაროდენ და მხიარულ იყავ, რამეთუ განადიდა უფალმან ყოფაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ნუ გეშინინ საცხოვართა ველისათა, რამეთუ მწუანჱ გამოიღეს ველთა უდაბნოჲსათა, და ხემან გამოიღო ნაყოფი თჳსი, ლეღუმან და ვენაჴმან მოსცეს ძალი თჳსი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და შვილთა სიონისათა გიხაროდენ და მხიარულ იყვენით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცა თქუენ საზრდელი სიმართლედ, და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ მსთუა და მცხუედი, ვითარცა იგი პირველ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და აღივსნენ კალონი იფქლითა, და გარდაეცვმოდიან საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოგაგოს თქუენ მათ წელთა წილ რომელი შეჭამა მკალმან და ბუზმან და მგრაგნალმან და ჭიამან, ძალმან ჩემმან დიდმან რომელი გამოვავლინე თქუენდა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და შჭამდეთ ჭამით და განსძღეთ, და აქებდეთ სახ<ე>ლსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელი ყო თქუენ თანა საკჳრველი, და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა უკუნისამდე.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და სცნათ რამეთუ ისრაჱლსა შორის მე ვარ და მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი და არა ვინ არს სხუაჲ ჩემსა გარეშჱ, და არღარა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა უკუნისამდე.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და იყოს ამისა შემდგომად, იტყჳს უფალი ღმერთი; მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა, და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი Page of ms. O: 381r   საჩუენებლით იხილვიდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვით ჰხედვიდენ./

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ვსცე ნიშებ ცათა შინა, და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
მზჱ გარდაიქცეს ბნელად, და მთოვარჱ სისხლად ვიდრე მოსლვადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა ცხონდეს, რამეთუ მთასა წმიდასა ჩემსა სიონსა და იჱრუსალემს იყოს განრინებული იგი ვითარცა თქუა უფალმან და მახლობელთა რომელთა მოუწოდის უფალი ჩუენი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.