TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 186
Previous part

Chapter: 11  
თავი XI


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   მეფჱ სოლომონ იყო დედათმოყუარჱ და მოიყვანნა ცოლნი უცხოთესლთაგან მრავალნი: და ასული იგი ფარაოჲსი და მოაბელთაჲ და [ა]მანიტელთაჲ და იდუმიელთაჲ და ასურასტანით და ქეტელთაჲ და ამორეველთაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნათესავთაჲ მათ, რომელთაჲ ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაჱლისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შედგომად კუალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყვნეს მისნი ცოლნი შჳდას და ხარჭნი - სამას, და განდრიკეს ცოლთა მისთა გული მისი.

Verse: 4_(3)   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო ჟამსა სიბერისა სოლომონისსა, და ცოლთა მისთა განდრიკეს გული მისი კუალსა ღმერთთა უცხოთასა. და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ თჳსისა, ვითარცა გული დავითის, მამისა თჳსისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეუდგა სოლომონ კუალსა ასტართაჲსა, საძაგელისა სიდონელთაჲსა, და კუალსა მოლოქისსა, საძაგელისა ძეთა ამონისთაჲსა. Page of ms. O: 136r 

Verse: 6_(8)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა დავით, მამაჲ მისი.

Verse: 7_(5)   Link to mcat Link to septLink to armat   
მას ჟამსა აღაშჱნა სოლომონ მაღალი იგი ქამოსისი, კერპისაჲ მის მოაბელთაჲსაჲ, მთასა მას პირისპირ იერუსალჱმსა, და მოლოქს, კერპსა მას ძეთა ამონისთასა, (6) და ასტრატსა, საძაგელსა მას სიდონელთასა.

Verse: 8_(7)   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრესახედ უქმნა ყოველთა მათ ცოლთა თჳსთა უცხოთესლთაგანსა და უკუმევდა საკუმეველსა და უზორვიდის კერპთა მათ თჳსთა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და განრისხნა უფალი სოლომონის ზედა, რამეთუ განდრიკა გული უფლისაგან ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი ეჩუენა ორგზის.

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არა შედგომად კუალსა ღმერთთა უცხოთასა, დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რამეთუ იქმნა ეგე შენ თანა და არა დაიმარხენ ბრძანებანი შენ ჩემნი, და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცნენ შენ, შეურაცხ-ჰყვენ, - განხეთქით განვხეთქო მეფობაჲ შენი ჴელისაგან შენისა და მივსცე იგი მონასა შენსა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისთჳს, მამისა შენისა, და ჴელისაგან ძისა შენისა მოვიღო იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო არათუ ყოველი ეგე მეფობაჲ აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისთჳს, ქა\ლაქისა Page of ms. O: 136v  ჩემისა, რომელი გამოვირჩიე.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუდგინა უფალმან მჴდომი სოლომონს, ადერ იდუმიელი, რომელი-იგი ნათესავისაგან მეფეთა იდუმიელთაჲსა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო რაჟამს მოსრვიდა დავით იდუმიასა, მისლვასა მას იოაბისსა, ერისთვისა მისისასა, მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმიაჲსაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ექუს თთუე გარემოადგა იოაბ და ყოველი ისრაჱლი იდუმიასა, ვიდრემდე მოსრეს ყოველივე მამაკაცი იდუმიას შინა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ივლტოდა ადერ და ყოველნი მონანი მამისა მისისანი მის თანა და შთავიდეს ეგჳპტედ; და ადერ ყრმაჲ მცირჱ იყო.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღდგეს კაცნი იგი და მივიდეს ფარანდ და თანაწარიყვანნეს კაცნი ფარანით და შთავიდეს ფარანით ეგჳპტედ ფარაო მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა. და შეემთხჳა ადერ ფარაოს და სცა მას ფარაო სახლი და განუწესა როჭიკი და სცა მას ქუეყანაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და პოვა ადერ მადლი წინაშე ფარაოჲსა და მისცა მას ცოლად ცოლისდაჲ თჳსი, დაჲ თეკემენაჲსი, უხუცესი.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და უშვა დამან თეკემენაჲსმან ადერს განებათ, ძჱ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა თანა ფარაოჲსთა. და იყო განებათ სახლსა ფარაოჲსსა, შოვრის ძეთა მათ ფარაოჲსთა.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
ესმა ადერს, ვითარმედ: დაიძინა დავით მამათა მისთა თანა და იოაბ ერისთავმან ერისა მისისამან. და ჰრქუა ფარაოს ადერ: განმიტევე მე და მი\ვიდე Page of ms. O: 137r  ქუეყანასავე ჩემსა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა ფარაო ადერს: რაჲ ნაკლულევანებაჲ არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე! და მოიქცა ადერ ქუეყანასავე თჳსსა.

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღუდგინა უფალმან მჴდომად სოლომონს ადერ იდუმიელი და ზარონ (!), ძჱ ელიადითისი, რომელი-იგი ივლტოდა ადრაზარ მეფისა მისგან სუბელთაჲსა უფლისა თჳსისა.

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეკრბეს მათ ზედა კაცნი მთავარნი ერად ნეშტთა მათგანნი, რომელნი მოწყჳდნა დავით, და მივიდეს დამასკედ. და დადგა ადერ დამასკეს მეფედ.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მჴდომ ისრაჱლისა ყოველთა დღეთა სოლომონისთა. ესე არს ძჳრი სოლომონისი, რომელ ქმნა ადერ, რამეთუ განადიდა გულისწყრომაჲ ისრაჱლსა შოვრის და მეფობდა ქუეყანასა მას იდუმიელთასა.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და იორობოამ, ძჱ ნაბატისი ეფრათელისაჲ, სამარიაჲთ, სახელი დედისა მისისაჲ სარუა, და დედაკაცი ქურივი. და იყო დედაკაცისა მის ქურივისა ძჱ, მონაჲ სოლომონისი, და აღიღო ჴელი თჳსი სოლომონის ზედა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესრჱ სახჱ იყო, რომლითა-იგი აღიღო ჴელი თჳსი სოლომონ მეფისა ზედა: აღაშჱნნა მაღალნი იგი და აღაგნა ზღუდენი იგი დარღუეულნი დავითის, მამისა თჳსისანი.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და კაცი იორობოამ ძლიერი იყო ძალითა. ვითარცა იხილა სოლომონ, რამეთუ კაცი საქმისაჲ არს, დაადგინა იგი Page of ms. O: 137v  მეტჳრთეთა ზედა სახლსა მას იოსებისსა.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, მას ჟამსა შინა განვიდოდა იორობოამ იერუსალჱმით და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სილონიტელმან და გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და იგი[ნი] ხოლო ორნი იყვნეს მას ადგილსა.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა, და დაიპო იგი ათორმეტად ნახევად.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა იორობოამს: მიიღე შენდად ათი ესე ნახევი, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: აჰა, მე განვხეთქო მეფობაჲ ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორი იგი ნაწილი იყავნ მისი დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს, ქალაქისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
ამისთჳს რამეთუ დამიტევა მე და თავყუანის-ჰსცა ასტარტის, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსს, კერპსა მას მოაბისასა, და მოლოქს, საძაგელსა მას ძეთა ამონისთასა. და არა შეუდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართალისა წინაშე ჩემსა, ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამაჲ მისი.

Verse: 34   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა აღვიღო მეფობაჲ მისი ყოვლადვე ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი-იგი გამოვირჩიე მე, რომელმან დაიცვნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი. და ჴდომით\ Page of ms. O: 138r  მჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

Verse: 35   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღვიღო მეფობაჲ იგი ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ნაწილი ათი.

Verse: 36   Link to mcat Link to septLink to armat   
და ორი იგი ნაწილი მივსცე ძესა მისსა, რაჲთა ეგოს სანთელი მონისა ჩემისა დავითისი წინაშე ჩემსა ყოველთა დღეთა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოვირჩიე სამკჳდრებელად სახელისა ჩემისა.

Verse: 37   Link to mcat Link to septLink to armat   
და შენ აღგიღო და ჰმეფობდე, რომელთა ზედა გული უთქუამს სულსა შენსა, და შენ იყო მეფჱ ისრაჱლსა ზედა.

Verse: 38   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყოს უკუეთუ დაიმარხნე მცნებანი ჩემნი, რაოდენთა გამცნებ შენ და ჰხჳდოდი გზათა ჩემთა და ჰყოფდე სიწრფოებასა წინაშე ჩემსა დამარხვად ყოველთა ბრძანებათა ჩემთა და მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მონაჲ ჩემი, ვიყო მე შენ თანა და გიშჱნო შენ სახლი სარწმუნოჲ, ვითარცა უშენე დავითს, და მიგცე შენ ისრაჱლი.

Verse: 39   Link to mcat Link to septLink to armat   
*და ბოროტსა უყოფდე თესლსა დავითისსა ამისთჳს, ხოლო არა ყოველთა დღეთა.

Verse: 40   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეძიებდა სოლომონ იორობოამს. და აღდგა იორობოამ და წარივლტოდა ეგჳპტედ სუსაკიმისა, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და იყო იგი ეგჳპტეს, ვიდრემდე მოკუდა სოლომონ.

Verse: 41   Link to mcat Link to septLink to armat   
და ნეშტნი იგი სიტყუანი სოლომონისნი ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და ყოველნი სიბრძნენი მისნი, ანუ არა ესერა წერილი არიანა წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა სოლო\მონისთასა? Page of ms. O: 138v 

Verse: 42   Link to mcat Link to septLink to armat   
და დღენი, რაოდენთა მეფობდა სოლომონ იერუსალჱმს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა, ორმეოც წელ.

Verse: 43   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიძინა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაჰფლეს იგი ქალაქსა დავითისსა, მამისა მისისასა. [და იყო ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისსა, - ვიდრე იყოღა იგი ეგჳპტეს, ვითარ-იგი ვლტოლვილ იყო პირისაგან სოლომონისა და იყო ეგჳპტეს, - და ვითარცა ესმა, რამეთუ მოკუდა სოლომონ, და წარმოვიდა და მოვიდა ქალაქად თჳსა სამარიად, რომელი არს მთასა ეფრემისსა]* და მეფე სოლომონ შეეძინა მამათა მისთა თანა და მეფობდა ძჱ მისი რობოამ მის წილ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.12.2024. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.