TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 187
Previous part

Chapter: 12  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   და წარვიდა მეფჱ რობოამ სიკიმად, რამეთუ სიკიმად მივიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად მისა.

Verse: 2   Link to mcat Link to septLink to armat   


Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა ერი იგი მეფესა რობოამს და ჰრქუეს:

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
მამამან შენმან განაფიცხა უღელი ესეა ჩუენ ზედა და აწ შენ აღგჳმცირე მონებისაგან მამისა შენისა ფიცხლისა და უღლისა მისგან მძიმისა, რომელი დამდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ ჩენ.

Verse: 5   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა მათ მეფემან: წარვედით მესამედ დღედმდე და მოვედით ჩემდა. და წარვიდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to septLink to armat   
და უთხრა მეფემან მოხუცებულთა მათ წინაშემდგომელთა სოლომონისთა, ვიდრე ცოცხალღა იყო იგი, და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს თქუენ, რაჲ მიუგო ერსა მას სიტყუაჲ?

Verse: 7   Link to mcat Link to septLink to armat   
და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკუეთუ ამას დღესა შინა ექმნე ერსა ამას მონა და Page of ms. O: 139r  ჰმონო მათ და ეტყოდი მათ სიტყუასა კეთილსა, იყვნენ შენდა მონა ყოველთა დღეთა.

Verse: 8   Link to mcat Link to septLink to armat   
დაუტევა რობოამ ზრახვაჲ იგი მოხუცებულთა მათ, რომელ-იგი აზრახეს მათ, და ზრახა ყრმათა თანა, რომელნი-იგი მის თანააღზრდილ იყვნეს, რომელნი დგეს წინაშე მისა.

Verse: 9   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა მათ: თქუენ ვითარ მაზრახეთ და რაჲ მიუგო ერსა მას, რომელნი მეტყჳან მე და თქუეს: აღმიმცირე ჩუენ უღლისა მისგან, რომელი დამდვა ჩუენ მამამან შენმან?

Verse: 10   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ეტყოდეს მას ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი, რომელნი დგეს წინაშე პირსა მისსა, და ჰრქუეს: ესრე არქუ ერსა მას, რომელნი გეტყჳან შენ და გრქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი მისი ჩუენ ზედა და აწ შენ აღგჳმცირე ჩუენგან, - ესრე არქუ მათ: ნეკი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა ჩემისათა.

Verse: 11   Link to mcat Link to septLink to armat   
და რამეთუ მამაჲ ჩემი გიბრძანებდა თქუენ უღლითა მძიმითა და მე შეგძინო უღელსა თქუენსა; მამაჲ ჩემი გსწავლიდა თქუენ ტანჯვითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

Verse: 12   Link to mcat Link to septLink to armat   
და მოვიდეს ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ მეფისა რობოამისა მესამესა დღესა, ვითარცა ეტყოდა მათ მეფჱ, და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით ჩემდა დღესა მესამესა.

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და მიუგო მეფემან ერსა მას ფიცხლად, და დაუტევა რობოამ ზრახვაჲ იგი მოხუცებულთაჲ, რომელი-იგი აზრახეს,

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეტყოდა მათ მსგავსად ზრახვისა მის ყრმათაჲსა და ჰრქუა: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი Page of ms. O: 139v  და მე დაგძინო უღელსა ზედა თქუენსა; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე ღრიაკალითა.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ უფლისა მიერ იყო გარდაქცევაჲ, რაჲთა დაამტკიცოს უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა ჴელითა აქია წინაწარმეტყუელისაჲთა, რომელი იყო სელონელი, იერობოამისა მიმართ, ძისა ნაბატისა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილა ყოველმან ერმან, რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან, და მიუგო ერმან მან მეფესა და ჰრქუეს: არა არს ნაწილი დავითისი ჩუენ თანა ამიერითგან და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა იესჱსა! წარვედინ კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა, ისრაჱლი (!), აწ მწყსიდ სახლსა შენსა დავით და შჯიდ! და წარვიდა ისრაჱლი სამკჳდრებელად თჳსა.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ძენი იუდაჲსნი და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალემს და ქალაქებსა იუდაჲსსა, ამათ დაიდგინეს თავისა თჳსისა მეფედ რობოამ.

Verse: 18   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარავლინა მეფემან რობოამ ოდონირამ, რომელი იყო ხა[რ]კთა ზედა, და ქვაჲ დაჰკრიბეს მას ყოველმან ისრაჱლმან და მოკუდა. და მეფემან რობოამ აღუსწრო აღსლვად ეტლსა თჳსსა და ივლტოდა იერუსალჱმდ.

Verse: 19   Link to mcat Link to septLink to armat   
და შეურაცხ-ყო ისრაჱლმან სახელი დავითისი ვიდრე აქადღედმდე.

Verse: 20   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო, ვითარცა ესმა ყოველსა ისრაჱლსა, რამეთუ მოიქცა იერობოამ ეგჳპტით, მიავლინეს და მოიყვანეს იგი კრებულსა მას და დაადგინეს Page of ms. O: 140r  იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა. და არა იყო შემდგომ სახლსა დავითისსა თჳნიერ ტომისა იუდაჲსსა და ბენიამენისსა მარტოდ.

Verse: 21   Link to mcat Link to septLink to armat   
და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეიკრიბა ყოველი ერი იუდაჲსი ას ოცი ათასი ჭაბუკი, რომელი იყო მოქმედი ღუაწლისაჲ ბრძოლად სახლისა ისრაჱლისაჲ, მოქცევად მეფობაჲ რობოამისი, ძისა სოლომონისი, მისა.

Verse: 22   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეაჲსა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა:

Verse: 23   Link to mcat Link to septLink to armat   
არქუ რობოამს, ძესა სოლომონისსა, მეფესა იუდაჲსსა და ყოველსა იუდაჲსა და ბენიამენისსა და სხუასა მას ერსა:

Verse: 24   Link to mcat Link to septLink to armat   
ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ, არცა ჰბრძოდით ძმათა თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა, მიიქეცინ კაცად-კაცადი ადგიდ თჳსა, რამეთუ ჩემგან იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და დააცადეს მსგავსად სიტყუათა უფლისათა აღძრვაჲ იგი.

Verse: 24a   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფე სოლომონ შეეძინა მამათა მისთა თანა ქალაქსა დავითისსა, და მეფობდა რობოამ ძჱ მისი მის წილ იერუსალჱმს. ძჱ ორმეოცდაერთისა წლისაჲ იყო რობოამ მეფობასა მისსა და ათშჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს; და სახელი დედისა მისისაჲ ნაანა, ასული ანანისი, ძისა ნაასისი, მეფისა ძეთა ამონისთაჲსა. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა ვიდოდა რობოამ გზასა დავითის მამისა თჳსისასა.

Verse: 24b   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო კაცი მთისაგან ეფრემისი, მონაჲ სოლომონისი, და სახელი მისი იერობოამ Page of ms. O: 140v  და სახელი დედისა მისისაჲ, იერობოამისი, სარირა, დედაკაცი მეძავი. და დაადგინა იგი სოლომონ მთავრად ტომისა, ხარკსა ზედა სახლისა იოსებისსა. და უშჱნა სოლომონს იერობოამ სარირაჲ მთასა ეფრემისსა, და იყო ამისი საჴედარი სამასი ცხენთაჲ; ამან აღაშჱნა საკიდური იგი სახარკოჲთა, სახელითა ეფრემისითა; ამან მოზღუდა ქალაქი დავითისი და იყო ამაღლებულ მეფობასა ზედა.

Verse: 24c   Link to mcat Link to septLink to armat   
და ეძიებდა სოლომონ მოკლვად იერობოამს. და შეეშინა იერობოამს და წარივლტოდა სოსაკიმისა, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და იყო მუნ ვიდრემდე მოკუდა სოლომონ.

Verse: 24d   Link to mcat Link to septLink to armat   
და ესმა იერობოამს ეგჳპტეს, ვითარმედ მოკუდა სოლომონ. ეტყოდა ყურთა მიმართ სოსაკიმისთა, მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და ჰრქუა: წარმავლინე მე და წარვიდე ქუეყანად ჩემდა. ჰრქუა სოსაკიმ: ითხოვე რაჲ სათხოველი და მიგცე შენ.

Verse: 24e   Link to mcat Link to septLink to armat   
და სოსაკიმ მისცა მას ცოლად ანო, დაჲ თეკემენაჲსი, უხუცესი ცოლისდაჲ თჳსი, და იგი იყო უფროჲსი შოვრის ასულთა მეფისათა. და უშვა მან იერობოამს აბია, ძჱ მისი.

Verse: 24f   Link to mcat Link to septLink to armat   
ჰრქუა იერობოამ სოსაკიმს: ნანდჳლვე განმიტევე მე და წარვიდე. და წარმოავლინა იგი სოსაკიმ და გამოვიდა იერობოამ ეგჳპტით და მოვიდა სამარიად, მთასა ეფრემისსა, და შეკრბა მუნ ყოველი ტომი ეფრემისი იერობოამისა. და აღაშჱნა მუნ იერობოამ Page of ms. O: 141r  ლაშქარი.

Verse: 24n   Link to mcat Link to septLink to armat   
* და მივიდა სიკიმად, რომელ არს მთასა ეფრემისსა, და შეკრიბა მუნ ყოველი ტომები ისრაჱლისაჲ. და აღვიდა რობოამ, ძჱ სოლომონისი.

Verse: 24o   Link to mcat Link to septLink to armat   
და სიტყუაჲ უფლისაჲ იყო სამეაჲსა მიმართ სელონელისა და ჰრქუა: მიიღე შენ სამოსელი ახალი, რომელი არა შესრულ იყოს წყალსა, და განხიე იგი ათორმეტად ნახევად ვიდრე შემოსადმდე შენდა და მიეც იერობოამს ათი იგი ნახევი შემოსად. და მიიღო იორობოამ და ჰრქუა მას სამეა: ამას იტყჳს უფალი: ათსა მას ზედა ტომსა ისრაჱლისასა ჰმეფობდე.

Verse: 24p   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰრქუა ერმან მან რობოამს, ძესა სოლომონისსა: მამამან შენმან დაამძიმა უღელი მისი ჩუენ ზედა და განადიდა საზრდელი ტაბლისა მისისაჲ, და აწ შენ აღგჳმცირე ჩუენ და გმონებდეთ შენ. ჰრქუა რობოამ ერსა მას: სამღა დღჱ მგებდით და მე მიგიგო თქუენ სიტყუაჲ.

Verse: 24q   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა რობოამ: შემოიყვანენით ჩემდა მოხუცებულნი და ვაზრახო მათ, რაჲ მიუგო მათ სიტყუაჲ შემდგომად სამისა დღისა. ეტყოდა რობოამ ყურთა მიმართ ერისათა, ვითარცა-იგი მოავლინა ერმან მან მისა, და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ ერისათა: ესრე ეტყოდე ერსა მას კეთილად.

Verse: 24r   Link to mcat Link to septLink to armat   
და განაქარვა რობოამ მზრახვაჲ იგი მათი და არა სთნდა მას იგი წინაშე მისა. მიავლინა და შეიპყრნა და შეიყვანნა მის წინაშე თანაზრდილნი მისნი და ეტყოდა მასვე და ჰრქუა: ამის სიტყჳსა მომავლინა მე ერმან. და ჰრქუეს მას Page of ms. O: 141v  მის თანაზრდილთა მათ: ესრე ეტყოდე ერსა მას და არქუ: ნეკი ჩემი უმსხჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა; მამაჲ ჩემი გტანჯვიდა კუერთხითა, ხოლო მე გმთავრობდე ღრიაკალითა.

Verse: 24s   Link to mcat Link to septLink to armat   
და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე რობოამისა, და მიუგო ერსა მას სიტყუაჲ, ვითარცა-იგი აზრახეს მის თანაზრდილთა მათ ყრმათა.

Verse: 24t   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა ყოველმან ერმან, ვითარცა კაცმან ერთმან, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა, და ღაღად-ყო ყოველმან ერმან და თქუეს: არა არს ჩუენი ნაწილი დავითის თანა, არცა მკჳდრობაჲ ძისა თანა იესჱსა, კაცად-კაცადი მოვედინ საყოფელთა თჳსსა, ისრაჱლ.

Verse: 24u   Link to mcat Link to septLink to armat   
და წარვიდა ყოველი იგი ერი სიკიმაჲთ და მივიდა კაცად-კაცადი საყოფელად თჳსა. და დაიპყრა რობოამ და წარვიდა და აღჯდა იგი ეტლთა თჳსთა და შევიდა იერუსალჱმდ და შეუდგა მას ყოველი ერი იუდაჲსი და ბენიამენისი.

Verse: 24x   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მოწევნასა მეორისა მის წლისასა, შეიკრიბა რობოამ ყოველი ერი იუდაჲსი და ბენიამენისი და აღვიდა ბრძოლად იერობოამისა სიკიმად.

Verse: 24y   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამიაჲსა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა: არქუ შენ რობოამს, მეფესა იუდაჲსსა, და ყოველსა სახლსა იუდაჲსსა და ბენიამენისსა და ნეშტსა მას ერისასა: არა აღხჳდეთ, არცა ჰბრძოდით ძმათა თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა; მიაქციენ კაცად-კაცადმან საყოფელსა თჳსსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე.

Verse: 24z   Link to mcat Link to septLink to armat   
და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და დააც\ადეს Page of ms. O: 142r  აღსლვად სიტყჳსა მისებრ უფლისა.

Verse: 25   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღაშჱნა იერობოამ სიკიმაჲ, რომელ არს მთასა ეფრემისასა, და დაემკჳდრა სიკიმას შინა. და განვიდა მიერ და აღაშჱნა ფანუელი.

Verse: 26   Link to mcat Link to septLink to armat   
და თქუა იერობოამ გულსა თჳსსა: აწ მიიქცეს მეფობაჲ სახლსა დავითისსა.

Verse: 27   Link to mcat Link to septLink to armat   
უკუეთუ აღვიდოდის ერი ესე შეწირვად მსხუერპლისა მათისა ტაძრად უფლისა იერუსალჱმდ და მიიქცეს გული ერისაჲ უფლისა მათისა რობოამისა, მეფისა იუდაჲსა.

Verse: 28   Link to mcat Link to septLink to armat   
და განიზრახა იორობოამ და წარვიდა და ქმნა ორი დიაკეული ოქროჲსაჲ და ჰრქუა იერობოამ ერსა მას: კმა იყავნ თქუენდა აღსლვაჲ იერუსალჱმდ; აჰა, ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა აღმოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 29   Link to mcat Link to septLink to armat   
და დადგა ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი მისცა დანდ.

Verse: 30   Link to mcat Link to septLink to armat   
ექმნა სიტყუაჲ ესე ცოდვად იერუსალჱმსა. და მივიდოდა ერი იგი ერთისა მის ვიდრე დანდმდე და წინაშე პირსა ერთისა - ბეთელდ.

Verse: 31   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქმნა იერობოამ ტაძრები მაღალთა ზედა და დაადგინა იერობოამ მღდელნი რაოდენნიმე, რომელნი არა იყვნეს ძეთაგან ლევისთა.

Verse: 32   Link to mcat Link to septLink to armat   
და ყო იერობოამ დღესასწაული თთუესა მას მერვესა, მეათხუთმეტესა დღესა მის თჳსასა, დღესასწაულისა მისებრ იუდაჲსა. და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელი ქმნა ბეთელს გებად დიაკეულთა მათ, რომელნი ქმნნა. და დაადგინა ბეთელს Page of ms. O: 142v  ქურუმნი მაღალთანი, რომელნი ქმნნა.

Verse: 33   Link to mcat Link to septLink to armat   
და აღჴდა იერობოამ საკურთხეველსა მას, რომელი აღაშჱნა მეათხუთმეტესა მას დღესა თთჳსა მის მერვისასა, დღესასწაულსა მას, რომელი ქმნა გულით თჳსით. და იყო დღესასწაული ძეთა ისრაჱლისათა და აღჴდა საკურთხეველსა მას ზორვად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.12.2024. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.