TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 181
Previous part

Chapter: 11 
თავი XI


Verse: 1  Link to bakaratLink to sept   წარავლინე პური შენი წინაშე წყალსა სიმრავლესა დღეთასა ჰპოვო იგი.

Verse: 2  Link to bakaratLink to sept   
ეც ნაწილი შჳდთაცა და რვათაცა, რამეთუ არა უწყი, რაჲ იყოს ბოროტი ქუეყანასა ზედა.

Verse: 3  Link to bakaratLink to sept   
უკუეთუ აღივსნენ ღრუბელნი წჳმითა ქუეყანასა ზედა და დაასხას იგი, დაღათუ დაეცეს ხჱ სამხრით, გინა თუ ჩრდილოჲთ კერძო, ადგილსა, სადაცა დაეცეს ხჱ იგი, მუნვე იყოს.

Verse: 4  Link to bakaratLink to sept   
რომელი ჰსცავნ წჳმასა, არა სთესის, და, რომელი ჰხედავნ ღრუბელთა, არა მკინ.

Verse: 5  Link to bakaratLink to sept   
რომელსა-იგი არა მეცნიერ არს, ვითარ არს გზაჲ იგი სულისაჲ, ვითარცა ძუალი მუცელსა მიდგომილსა, ეგრჱთ ვერ ცნნეს ქმნულნი ღმრთისანი, რავდენნი ქმნნეს ყოველსა თანა.

Verse: 6  Link to bakaratLink to sept   
განთიად სთესე თესლი შენი და მწუხრი ნუ დაუტევებნ ჴელი შენი, რამეთუ არა უწყი, რომელი დაადგრეს, ანუ იგი, ანუ ესე, და უკუეთუ ორივე ერთბამად კეთილ.

Verse: 7  Link to bakaratLink to sept   
და ტკბილ არს ნათელი და კეთილ ხილვად თუალთა მზისათა.

Verse: 8  Link to bakaratLink to sept   
დაღათუ მრავალ წელ ცხომდეს კაცი და მათ ყოველთა შინა იხარებდეს და მოიჴსენნეს დღენი იგი ბნელისანი, რამეთუ მრავალ იყვნენ ყოველნი მომავალ ამაოჲსა.

Verse: 9  Link to bakaratLink to sept   
იხარებდ, ჭაპუკო, სიჭაპუკესა შენსა და განგახარენ შენ გულმან შენმან დღეთა სიჭაპუკისა შენისათა და ვიდოდე გზათა შენთა უბიწოდ და ნუ ხილვითა თუალთა შენთაჲთა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან საშჯელად.

Verse: 10  Link to bakaratLink to sept   
და განიშორე გულისწყრომაჲ გულისაგან შენისა და თანაწარიცთუნე უკეთურებაჲ ჴორცთაგან შენთა, რამეთუ სიჭაპუკე და უგუნურებაჲ ამაო არს.



Verse: 5V    
მოცელსა O.
Verse: 6V    
მწოხრი O. დაადგრჱს O.
Verse: 8V    
ყოველი O. ამაოჲსა ] ამასა O.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.