TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 179
Previous part

Chapter: 9 
თავი I*


Verse: 1  Link to bakaratLink to sept   რამეთუ ესე ყოველი დავდევ გულსა ჩემსა, და გულმან ჩემმან იხილა ყოველი ესე, რავდენნი არიან მართალნი და ბრძენნი, და საქმჱ მათი ჴელსა შინა ღმრთისასა და სიყუარულსაცა არს მეცნიერ კაცი ყოველივე წინაშე პირსა მათსა,

Verse: 2  Link to bakaratLink to sept   
ამაოებაჲ ყოველსა შინა, შემთხუევაჲ ერთი არს მართლისა და უღმრთოჲსაჲ, სახიერისაჲ და ბოროტისაჲ, წმიდისაჲ და არაწმიდისაჲ, შემწირველისაჲ და უწირველისაჲ; ვითარცა იგი კეთილი, ეგრეცა ცოდვილი. ვითარცა იგი ცილ-ფიცი, ეგრეცა რომელსა ფიცისა ეშინინ.

Verse: 3  Link to bakaratLink to sept   
ესე არს ბოროტი ყოველთა შინა ქმნულთა მზესა ამას ქუეშე, რამეთუ შემთხუევაჲ ერთ არს ყოველთაჲ, და რამეთუ გული ძეთა კაცთაჲ აღივსო ბოროტითა და მიმოტაცებაჲ გულსა მათსა, ცხოვრებასა შინა მათსა და შემდგომად მათსა მკუდართა თანა.

Verse: 4  Link to bakaratLink to sept   
და ვინმე იყოს, რომელი ეზიაროს, ყოველთა ცხოველთა არს სასოებაჲ, რამეთუ ძაღლი ცოცხალი უმჯობჱს არს ლომისა მკუდრისა.

Verse: 5  Link to bakaratLink to sept   

Verse: 6  Link to bakaratLink to sept   
და სიყუარული და სიძულილიცა მათი წარწყმდა და ნაწილი მათი არღარა არს უკუნისამდე ყოველთა ქმნულთა მზესა ამას ქუეშე.

Verse: 7  Link to bakaratLink to sept   
მოვედ, ჭამე სიყუარულით პური შენი და სუ გულითა მხიარულითა ღჳნოჲ შენი, რამეთუ სათნო-იყვნა უფალმან ქმნულნი შენნი.

Verse: 8  Link to bakaratLink to sept   
ყოველსა ჟამსა იყავნ სამოსელი შენი სპეტაკ და ზეთი თავსა შენსა ნუ მოაკლდებინ.

Verse: 9  Link to bakaratLink to sept   
და იხილე ცხოვრებაჲ ცოლისა თანა, რომელი შეიყუარე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა, რომელნი მოცემულ არიან შენდა მზესა ამას ქუეშე ყოველნი დღენი რიცხუთა შენთანი, რამეთუ ესე არს ნაწილი შენი ცხოვრებასა შენსა და შრომათა შინა შენთა, რომელსა ჰშურები მზესა ამას ქუეშე.

Verse: 10  Link to bakaratLink to sept   
ყოველივე, რაჲცა პოვოს ჴელმან შენმან ყოფად, რავდენ ძალი შენი არს, ქმენ. რამეთუ არა არს საქმჱ და განზრახვაჲ და სიბრძნჱ ჯოჯოხეთს შინა, ვიდრე-იგი შენ მიხუალ, მუნ.

Verse: 11  Link to bakaratLink to sept   
მოვაქციე და ვიხილე მზესა ამას ქუეშე, რამეთუ არა მალე არს სრბაჲ, არცა ძლიერთაჲ არს ბრძოლაჲ და არცა ბრძნისაჲ არს პური, არცა გულისხმისმყოფელთაჲ არს სიმდიდრჱ, არცა მცნობელთაჲ არს მადლი, რამეთუ ჟამი და შემთხუევაჲ შეემთხუევის მათ ყოველთა.

Verse: 12  Link to bakaratLink to sept   
და რამეთუ კაცმან არა იცის ჟამი თჳსი და, ვითარცა თევზნი მონადირებულნი არიან სათხევლითა ბოროტითა და, ვითარცა მფრინველნი მახითა შეიპყრობვიან, ეგრეცა ძენი კაცთანი მოინადირებიან ჟამსა ბოროტსა, რაჟამს დაეცეს მათ ზედა მეყსეულად.

Verse: 13  Link to bakaratLink to sept   
და ესეცა ვიხილე: სიბრძნჱ მზესა ამას ქუეშე, და დიდ არს ჩემდა მომართ.

Verse: 14  Link to bakaratLink to sept   
ქალაქი მცირჱ და კაცნი მას შინა მცირედ. მოუჴდეს მას ზედა მეფჱ დიდი და მოიცვას იგი და აღუშჱნოს მას გარემო ზღუდჱ დიდი.

Verse: 15  Link to bakaratLink to sept   
და იპოვოს მას შინა კაცი გლახაკი და ბრძენი და განარინოს მან ქალაქი იგი სიბრძნითა თჳსითა, და კაცსა არა მოეჴსენა კაცისაჲ მის გლახაკისაჲ.

Verse: 16  Link to bakaratLink to sept   
და მე ვთქუ: "უმჯობეს არს სიბრძნჱ ძალისა უფროჲს და სიბრძნჱ გლახაკისაჲ შეურაცხ არს და სიტყუანი მისნი არა სასმენელ".

Verse: 17  Link to bakaratLink to sept   
სიტყუანი ბრძენთანი სასმენელით ისმენ უფროჲს ღაღადებისა ჴელმწიფისა უგუნურებით.

Verse: 18  Link to bakaratLink to sept   
უკეთეს არს სიბრძნჱ უფროჲს ჭურისა საბრძოლისა, და შეცოდებითა ერთითა წარწყმდის სიკეთე მრავალი.



Verse: 8V    
იყვნედ O.
Verse: 14V    
მოიცვეს O.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.