TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 178
Previous part

Chapter: 8 
თავი VIII


Verse: 1  Link to bakaratLink to sept   ვინმე იცნნეს ბრძენნი? და ვინ იცნის განჴსნანი სიტყუათანი? სიბრძნჱ კაცისაჲ განანათლებს პირსა მისსა და ურცხჳნოჲ პირითა საძულელ იყოს.

Verse: 2  Link to bakaratLink to sept   
დაიცევ პირი მეუფისაჲ და სიტყჳსათჳს ფიცისა ღმრთისაჲსა ნუ ისწრაფი,

Verse: 3  Link to bakaratLink to sept   
რამეთუ წინაშე პირსა ხუალ, ნუ დაადგრები სიტყუასა ზედა ბოროტსა, რამეთუ ყოველი, რომელი უნდეს, იყოს.

Verse: 4  Link to bakaratLink to sept   
რამეთუ მეუფჱ არს, ჴელმწიფჱ და ვინმე ჰრქუას მას: "რასა-ეგე იქმ?"

Verse: 5  Link to bakaratLink to sept   
რომელმან დაიმარხნეს მცნებანი, მან არა ცნას სიტყუაჲ ბოროტი და ჟამი ცნობისაჲ იცის გულმან ბრძნისამან.

Verse: 6  Link to bakaratLink to sept   
რამეთუ ყოველსა საქმესა ზედა არს ჟამი და განკითხვაჲ, რამეთუ ცნობაჲ კაცისაჲ დიდ არს მის ზედა.

Verse: 7  Link to bakaratLink to sept   
რამეთუ არა იცის, რაჲ-იგი ყოფადი არს, და, ვითარ-იგი იყოს, ვინმე უთხრას მას?

Verse: 8  Link to bakaratLink to sept   
არა არს კაცი ჴელმწიფჱ სულითა დაყენებად სულსა თანა და არა არს ჴელმწიფებაჲ დღესა სიკუდილისასა და არა არს მოციქულობაჲ დღესა ბრძოლისასა, და ვერ განარინის უღმრთომან მისმიერი იგი.

Verse: 9  Link to bakaratLink to sept   
და ესე ყოველი ვიხილე და მივეც გული ჩემი ყოველსა ქმნულსა, რავდენნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე, რავდენსა ზედა ჴელ-აწიფა კაცი კაცისა განბოროტებად მისა.

Verse: 10  Link to bakaratLink to sept   
მაშინ ვიხილენ უღმრთონი, შემავალნი საფლავად, და წმიდათაგანნიცა. და წარვიდეს და იქნეს იგინი ქალაქსა შინა. და რამეთუ ესრე ყვეს და ესეცა ამაოვე.

Verse: 11  Link to bakaratLink to sept   
რამეთუ არა არს ყოფილი იგი სიტყჳს-გებაჲ, რომელთა ყონ ბოროტი მსწრაფლ. ამისთჳს გულპყრობილ იქმნა გული ძეთა კაცთაჲ მას შინა საქმედ ბოროტისა.

Verse: 12  Link to bakaratLink to sept   
რომელმან-იგი ცოდა, ქმნა ბოროტი მაშინდითგან და უშორესითგან მათით. და მე ვიცი ესე, რომელი ყოს კეთილი მოშიშთათჳს ღმრთისათა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მათისა.

Verse: 13  Link to bakaratLink to sept   
ხოლო უღმრთოსა არა ეყოს კეთილი, და ვერ განგრძელდენ დღენი მისნი აჩრდილსა შინა, რომელსა-იგი არა ეშინოდის პირისაგან ღმრთისაჲსა.

Verse: 14  Link to bakaratLink to sept   
არს ამაოებაჲ, რომელ ქმნულ არს ქუეყანასა ზედა: რამეთუ არიან მართალნი და მოიწიის მათ ზედა, ვითარცა საქმჱ მართალთაჲ, და ვთქუ მე, ვითარმედ: "ესეცა ამაოვე არს".

Verse: 15  Link to bakaratLink to sept   
და ვაქე მე სიხარული, ვითარმედ არა რაჲ არს კეთილ კაცისა მზესა ამას ქუეშე, გარნა ჭამაჲ და სუმაჲ და მხიარულებაჲ. და ესე თანაიყოს მას შრომათა მისთა შინა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რავდენნი მოსცნა მას ღმერთმან მზესა ამას ქუეშე,

Verse: 16  Link to bakaratLink to sept   
რომელთა შინა მივეც გული ჩემი ცნობად სიბრძნისა და ხილვად მიმოტაცებისა და ზრუნვისა, რომელი ქმნულ არს ქუეყანასა ზედა, რამეთუ დღჱ და ღამჱ ძილი არა იხილის თუალმან მისმან.

Verse: 17  Link to bakaratLink to sept   
და ვიხილე ყოვლითურთ ქმნული ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა პოვნად ქმნული იგი, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე. რავდენმე დაშურეს კაცი ძიებად და არა პოვოს. და რავდენიცა თქუას ბრძენმან ცნობად, ვერ შემძლებელ არს პოვნად.



Verse: 9V    
ქუშე O.
Verse: 10V    
იქმნნეს O. იგი O.
Verse: 14V    
არს (1) ] არიან O.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.