TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 158
Previous part

Chapter: 15  
Verse: 1   Link to sept   ხოლო შენ, უფალო ჩუენო, ტკბილ ხარ და ჭეშმარიტ, სულგრძელ და წყალობით განაგებ ყოველსა.

Verse: 2   Link to sept   
დაღათუ ეცოდოთ, შენნივე ვართ და ვიცით ძალი შენი; ხოლო არა ვცოდოთ, ვიცით, რამეთუ შენდა შერაცხილ ვართ.

Verse: 3   Link to sept   
რამეთუ ცნობაჲ შენი ყოლად სიმართლჱ არს. და უწყებაჲ შენი ძირი არს უკუდავებისაჲ.

Verse: 4   Link to sept   
რამეთუ არცა მაცთუნნა ჩუენ კაცთა ბოროტისა მანქანებისა მოპოვნებამან და არცა აჩრდილის-მწერალთა Page of ms. O: 289v  შრომამან უნაყოფომან, ძეგლმან ღებულმან, ფერითა ცვალებულმან,

Verse: 5   Link to sept   
რომელთაჲ პირი უგუნურთაჲ გულის-თქუმად მოვიდის, გუსურის მკუდართა ხატი ხილვად უსულოჲ.

Verse: 6   Link to sept   
ბოროტთა ტრფიალნო, ღირსნო ეგევითარისა სასოებისანო, და რომელნი იქმთ და გსურის და რომელთა ჰმსახურებთ.

Verse: 7   Link to sept   
რამეთუ მეკეცემან ჩჩჳლი შეზილის მიწაჲ, რუდუნებნ და შექმნის ჭურჭერი სამსახურებელად ჩუენდა თითო-სახჱ, არამედ მისგანვე თიჴისა შექმნა წმიდათა სამსახურებელი ჭურჭერი, და კუალად წინააღმდგომი ყოველი ეგრევე მსგავსად; ამათი სხუაჲ რაჲმე არს ჴუმევაჲ, და მსაჯულ არს თიჴის-მოქმედი.

Verse: 8   Link to sept   
და ბოროტსა რუდუნებს, ღმერთი ამაოჲ მისვე თიჴისაგან შეიქმნა, რამეთუ მცირედ უწინარჱს მიწისაგან იშვა, და მცირისა ჟამისა შემდგომად წარვალს, ვინაჲცა მოიღო, და სულისაჲ იგი მიეჴადოს თანა-ნადები.

Verse: 9   Link to sept   
არამედ არს მისი ზრუნვაჲ, არა თუ რაჲთა დაშურეს, და არცა რამეთუ მოკლჱ-დასასრული ცხოვრებაჲ აქუს, არამედ გული შეუპყრიეს ოქროჲს-მჭედელთა და ვეცხლის-მოქმედთა, ჰბაძავს, და დიდებად შეურაცხიეს, რამეთუ უნდოსა იქმს.

Verse: 10   Link to sept   
ნაცარ არს გული მისი, და მიწისა უუჴმარჱს -- სასოებაჲ მისი. და თიჴისა უფროჲს (290 ) უპატივო -- ცხოვრებაჲ მისი.

Verse: 11   Link to sept   
რამეთუ ვერ იცნა შემოქმედი თჳსი და რომელმან შთაჰბერა მას სული შემწჱ და მოჰსცა მას სული ცხოვრებისაჲ

Verse: 12   Link to sept   
არამედ შეჰრაცხა სამღერელად ცხოვრებაჲ ჩუენი და სოფელი ესე -- სავაჭრო შესაძინელ, რამეთუ ჯერ-არს ბოროტისაგან ვინაჲთვე მორეწვაჲ.

Verse: 13   Link to sept   
რამეთუ ამან უფროჲს ყოველთასა იცის, რამეთუ ცოდავს, ნივთისაგან მიწოვნისა ადვილად შესამუსრველი ჭურჭერი და გამოქანდაკებულსა იქმს.

Verse: 14   Link to sept   
ესე ყოველნი უუგუნურჱს და უუბადრუკჱს უფროჲს სულისა ყრმისა ჩჩჳლისა, მტერნი ერისა შენისანი ჰმსძლავრობდეს მას.

Verse: 15   Link to sept   
რამეთუ ყოველნი კერპნი წარმართთანი შეერაცხნეს ღმრთად, რომელთა არცა თუალნი საჴმარ ხედვად და არცა ცხჳრნი უკუნ-საღებელად აერისა და არცა ყურნი სმენად და არცა თითნი ჴელთანი საქმედ. და ფერჴნი მათნი უქმ სლვისათჳს

Verse: 16   Link to sept   
რამეთუ კაცმან შექმნა იგი, და რომელსა სული ვასხებული აქუს მას, დაჰბადნა იგინი, რამეთუ არავინ მისა მსგავს შეუძლოს კაცმან შესაქმედ ღმერთი.

Verse: 17   Link to sept   
რამეთუ მკუდავი არს და მკუდარი შექმნა ჴელითა უშჯულოჲთა რამეთუ უმჯობჱს არს იგი სამსახურებელთა მათ მისთა, რამეთუ ესე ოდესმე ცოცხალ იყო, ხოლო იგი არასადა.

Verse: 18   Link to sept   
და საცხოვართაცა საძაგელთა ჰმსახურებენ, რამეთუ უგუნურებასა შეტყუებული Page of ms. O: 289v  სხუათა არს უუძლურჱს.

Verse: 19   Link to sept   
და არცა ეგოდენ სასურველ, ვითარცა-იგი პირი საცხოვართაჲ, უკეთჱს არს, რამეთუ განერა ღმრთისაცა ქებასა და კურთხევასაცა მისსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.