TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 157
Previous part

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   კუალად სიმდიდრისათჳს წარსრულისა (!) და განძჳნებულთა ღელვათა ზედა ვალს, რომელსა ძელსა იგი მიაქუს, მისსა უფატრჱსსა ძელსა უღაღადებს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იგი გულის-თქუმამან რეწვისამან მოიპოვა, არამედ ხუროებამანვე, სიბრძნისამან ქმნა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენი, მამაო, წინაჲსწარ განზრახვაჲ იღუეწის მას, რამეთუ მოეც ზღუასა ზედა გზაჲ და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი აჩუენენ,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ძალ-გიც ყოვლით კერძოვე ცხორებად, რაჲთა დაღათუ თჳნიერ ვინმე ხუროებისა შევიდეს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გნებავს, რაჲთა არა უქმად იყოს სიბრძნისა შენისა საქმჱ; ამისთჳსცა მცირესა ძელსა არწმუნიან კაცთა სულნი, და განვლნიან ღელვანი და ძელითა განვიდიან.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დასაბამსაცა წარწყმედასა მას ამპარტავანთასა სასოებაჲ სოფლისაჲ ძელსა შეევედრა, და დაუტევა საუკუნესა მას თესლი ნათესაობისაჲ, რომელი ჴელითა შენითა ცხონდა და განერა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა სიმართლჱ.

Verse: 8   Link to sept   
ხოლო ჴელით-ქმნული იგი -- წყეული, და მოქმედი მისი, რამეთუ რომელმან იგი ქმნა და მკუდავსა მას ღმრთად სახელ-სდვა.

Verse: 9   Link to sept   
რამეთუ სწორად საძულელ არიან ღმრთისა, რომელმან Page of ms. O: 288r  უღმრთოებაჲ ყო და უღმრთოებაჲ მისი;

Verse: 10   Link to sept   
რამეთუ ქმნული იგი მოქმედისა თანა იტანჯოს.

Verse: 11   Link to sept   
ამისთჳს კერპთა შორის წარმართთაჲსა მოხედვაჲ იყოს, რამეთუ დაბადებულთა შინა საძაგელ იქმნა, და საცთურ -- სულთათჳს კაცთაჲსა და საბრჴჱ -- ფერჴთა უგუნურთა.

Verse: 12   Link to sept   
რამეთუ დასაბამი განდგომისაჲ -- მოგებაჲ კერპთაჲ, და პოვნაჲ მათი -- განხრწნაჲ ცხორებისაჲ.

Verse: 13   Link to sept   
და არცა იყო სადა დასაბამითგან და არცა იყოს

Verse: 14   Link to sept   
რამეთუ უცნებაჲ კაცთაჲ შემოჴდა სოფლად, მის გამოცა მწრაფლი აღსასრული მათ ზედა მოივლინა.

Verse: 15   Link to sept   
რამეთუ უჟამოსა გლოვასა ზედა გოდებდა მამაჲ ადრე მიღებისათჳს შვილისა; ხატი შეექმნა, ოდესმე მკუდარსა კაცსა აწ, ვითარცა ღმერთსა, პატივ-სცემს, და მიჰსცა მის ქუეშე მყოფთა მათ საიდუმლოჲ და მსახურებაჲ.

Verse: 16   Link to sept   
და მერმე ჟამად-ჟამად დამტკიცნა უღმრთოებაჲ იგი, და ჩუეულებაჲ ესრჱთი, ვითარცა შჯული, დაიდვა, და მძლავრთა ბრძანებითა იმსახურებოდეს კერპნი.

Verse: 17   Link to sept   
რომელთა პირისპირ ვერ უძლეს პატივის-ცემად კაცთა შორის-ყოფითა, შორისა იგი პირი გამოსახეს; და ქმნეს გამოჩინებული ხატი მეფისაჲ, რაჲთა, ვითარცა მუნ მყოფთა, შორიელსა მას ექენებოდიან წრაფითა მით.

Verse: 18   Link to sept   
ბრძანებად შჯულისა ვითარცა უმეცართა Page of ms. O: 288v  ამისა შემდგომად ხუროჲსა პატივის-მოყუარებამან მოიყვანნა.

Verse: 19   Link to sept   
რომელსამე, ვინ უწყის, მთავრისაჲ მის უნდა სათნო-ყოფაჲ და იარებოდა ხუროებით მსგავსებისა უმჯობჱსად;

Verse: 20   Link to sept   
რაჲთა სიმრავლჱ იგი მოიზიდოს უკეთჱსითა მით საქმისაჲთა; უწინარჱს მცირედისა ჟამისა პატივ-ცემული კაცი სამსახურებელად შეერაცხა.

Verse: 21   Link to sept   
და ესე იქმნა სოფლისა ამის საცთურ, რამეთუ გინა ბოროტსა რასმე, გინა მძლავრობასა ჰმონებდენ კაცნი, უზიარებელი სახელი ქვათა და ძელთა დასდვეს.

Verse: 22   Link to sept   
მერმე კუალად ვერ კმა-ეყო საცთური ესე ღმრთისა თანა და მისა მიმართ უმეცრებისაჲ, არამედ დიდსა შინა ცხონდებოდეს უმეცრებსა ბრძოლასა, და ესოდენსა ბოროტსა მშჳდობა ჰრქჳან.

Verse: 23   Link to sept   
ანუ შვილთა კლვასა კერპთათჳს, ანუ ფარულსა საიდუმლოსა, ანუ სიცბილსა ცვალებულთა შჯულთა კრება-ჰყოფდეს.

Verse: 24   Link to sept   
არცა ცხოვრებასა, არცა ქორწილსა წმიდასა იმარხვენ, მერმე მოყუასი მოყუასსა ანუ შობასა მოჰკლავს, ანუ მრუშებით ელმის.

Verse: 25   Link to sept   
ყოველი აღრეულად აქუს: სისხლი, კაცის-კლვაჲ, პარვაჲ და ზაკუვაჲ, ჴრწნილებაჲ და უჴრწნელებაჲ, ცრუ ფიცებაჲ, შფოთი,

Verse: 26   Link to sept   
კეთილთა Page of ms. O: 289r  არა მოჴსენებაჲ, სულთა შეგინებაჲ; შესაქმისა ცვალებაჲ, ქორწილთა უწესოებაჲ, მრუშებაჲ და სიბილწჱ

Verse: 27   Link to sept   
რამეთუ უსახელოთა კერპთა მსახურებაჲ ყოვლისა ბოროტისა დასაბამი, ბრალი და დასასრული არს;

Verse: 28   Link to sept   
ანუ იხარებედ რაჲ, ცბიედ, ანუ წინაწარმეტყუელებედ ნაცილსა. ანუ ცხონდებიედ სიცრუვით. ანუ ცილსა ფუცვედ ზედაჲსზედა.

Verse: 29   Link to sept   
რამეთუ უსულოთა ესვენ კერპთა. ბოროტად ფუცვენ და ვნებასა არა მოელიედ.

Verse: 30   Link to sept   
ხოლო ორთავე მათ ერთბამად მოუჴდეს სამართალი: რამეთუ ბოროტად იზრახეს ღმრთისათჳს, ჰხედვიდეს რაჲ კერპთა, და ნაცილად ფუცვიდეს ზაკუვით და შეურაცხ-ყვეს სიღირსისა იგი მადლი.

Verse: 31   Link to sept   
რამეთუ არა რომელთა მიმართ ფუცვიდეს მათი ძალი, არამედ რომელნი ცოდვიდეს, საშჯელი მოუვალს მარადის ცრუთა მათ საშჯელისა გარდასლვისათჳს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.