TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 156
Previous part

Chapter: 13  
Verse: 1   Link to sept   რამეთუ ამაო არიან ყოველნი კაცნი, რომელთა თანა არა არს ღმრთისა სიბრძნჱ, და ხილულთაგან კეთილთა ვერ უძლეს ცნობად არსი იგი, არცაღა, რამეთუ ქმნულთა მათ არა ჰხედვიდეს, იხილეს ხუროჲ იგი.

Verse: 2   Link to sept   
არამედ ცეცხლი, გინა ქარი, ანუ მწრაფლი აერი, ანუ მწყობრებაჲ ვარსკულავთაჲ, ანუ სიმძაფრჱ წყლისაჲ, ანუ მნათობთა ცისათა, საწუნელთა სოფლისათა, ღმრთად ჰგონებდეს

Verse: 3   Link to sept   
Page of ms. O: 286v  რომელნი-იგი სიკეთესა მათსა განსცხრებიდეს და ღმერთ ეგონნეს, ცნედ, რავდენ უფროჲს ღმერთი მათი უმჯობჱს არს, რამეთუ კეთილისა საქმითა მთავარმან დაჰბადნა იგინი.

Verse: 4   Link to sept   
უკუეთუ ძალსა ზედა და ქმნულებასა განჰკრთეს, ცნედ მათგან, ვითარ-იგი რომელმან შექმნნა, უფროჲს გულისხმის-საყოფელ არს.

Verse: 5   Link to sept   
რამეთუ სამდიდრისაგან სიკეთისა დაბადებულთაჲთა შემსგავსებულად შექმნულთა მოქმედი იგი მათი იხილვების.

Verse: 6   Link to sept   
არამედ ეგრევე ამათ ზედა არს ბრალი მცირედი, და რამეთუ ესენი, ვინ უწყის, ცთებოდეს, და ღმერთსა ეძიებდეს და უნდა პოვნად:

Verse: 7   Link to sept   
რამეთუ ქმნულთა შინა მისთა იქცევიან და ეძიებენ, და ჰრწამს პირისა ხილვითა, ვითარმედ კეთილ არს ხილული ესე.

Verse: 8   Link to sept   
და არცა ესენი კუალად შენდობისა ღირს არიან,

Verse: 9   Link to sept   
ვინაჲთგან ესოდენ შეუძლეს ცნობად, რაჲთა უძლონ შემსგავსებად საუკუნოჲ ესე, ამათი იგი უფალი ვითარ არა უდარჱს პოვეს?

Verse: 10   Link to sept   
უბადრუკთა რომელთაჲ სასოებაჲ მათი მკუდართა თანა არს, და რომელთა ჰრქუეს ღმერთ ქმნულსა ჴელთა კაცთასა, ოქროჲ და ვეცხლი, ხუროებისა სწავლაჲ და მიმსგავსებაჲ საცხოვართაჲ და ქვასა უჴმარსა, ჴელით-ქმნულსა დასაბამისასა.

Verse: 11   Link to sept   
და უკუეთუ Page of ms. O: 287r  ვინმე ტყის-მკათელმან კეთილად მეორძი ნერგი განხერხა, და მოთალა სწავლულად ნაქურცენი მისი, და ჴელოვნებით შექმნა იგი შუენიერად საჴმარად ჭურჭრად, სამსახურებელად ცხოვრებისა,

Verse: 12   Link to sept   
ხოლო ნეშტი იგი საქმრისაჲ მის -- მოსამზადებელად საშნებელისა, შეჭამა და განძღა;

Verse: 13   Link to sept   
ხოლო მეტი იგი მისი მათგანი -- არარაჲ საჴმარ, ძელი, დრკუ და რტოჲთა შეტენილი, მოიღო და გამოჭრა იგი მოღუაწებითა უქმებისა მისისაჲთა, და მეცნიერებითა მოცალებისაჲთა გამოსახა იგი,

Verse: 14   Link to sept   
და მოწერა იგი წარნაქითა, და ძოწითა მეწამულ ქმნა ფერი მისი, და ყოველი ნაბრძჳრი მისი მას შინა მოგოზა თიჴითა,

Verse: 15   Link to sept   
და უქმნა მას ღირსი საყოფელი, კედელსა თანა დადგა იგი და დაემტკიცა იგი რკინითა.

Verse: 16   Link to sept   
რაჲთა არ დაეცეს იგი, წინაჲსწარ უზრუნა მას, უწყის, რამეთუ ვერ ძალ-უც თავსა თჳსსა შეწევნად, რამეთუ არს იგი ხატი და უჴმს მას შეწევნაჲ.

Verse: 17   Link to sept   
და მონაგებთა მისთათჳს და ქუეყანისა და შვილთა მისთათჳს ილოცავს, და არა ჰრცხუენის, რამეთუ უსულოსა ეტყჳს,

Verse: 18   Link to sept   
და სიცოცხლისათჳს უძლურსა ჰხადის, და ცხოვრებისათჳს მკუდარსა ევედრების, და გზისა სლვისათჳს -- მას, რომელსა ფერჴისა წარდგმადცა ვერ ძალ-უც.

Verse: 19   Link to sept   
და რეწვისათჳს Page of ms. O: 287v  და საქმისა და ჴელთა განმარჯუებისა მედგრისაგან ჴელთა სიმჴნესა ითხოვს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.