TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 155
Previous part

Chapter: 12  
Verse: 1   Link to sept   რამეთუ უჴრწნელი სული არს ყოველსა შინა.

Verse: 2   Link to sept   
ამისთჳსცა შეცოდებულთა მცირედ-მცირედ ამხილებ, და რომელთა შინა ცოდვენ, მოაჴსენებ და სწავლი, რაჲთა განთავისუფლდენ ბოროტისაგან და ჰრწმენეს შენდამი, უფალო.

Verse: 3   Link to sept   
რამეთუ პირველთა მათ მკჳდრთა წმიდისა ქუეყანისა შენისათა; რომელნი მოიძულენ

Verse: 4   Link to sept   
საძაგელთა საქმეთათჳს და საქმეთა გრძნებისათა და კერპობათა არაწმიდებისათა,

Verse: 5   Link to sept   
შვილთა მოსრვისა უწყალოებისათჳს და ნაწლევთ-მჭამელთა კაცთათჳს ... სისხლისა მტკნარისასა შორის საიდუმლოთა საღმრთოთა შენთა,

Verse: 6   Link to sept   
და თავჴედთა მკლველთა სულთა შეუწევნელთასა -- ჰზრახე წარწყმედაჲ მათი ჴელითა მამათა ჩუენთაჲთა,

Verse: 7   Link to sept   
რაჲთა ღირსი მკჳდრობაჲ მოიღოს ღმრთისა მონათაჲ, რომელი შენ წინაშე უპატიოსნჱს არს ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 8   Link to sept   
არამედ ამათცა, რამეთუ კაცნივე იყვნეს, ერიდე, და წარავლინენ წინა/მორბედნი Page of ms. O: 285r  შენნი ბზიკნი, რაჲთა იგინი მცირედ-მცირედ მოსრნენ.

Verse: 9   Link to sept   
არა შემძლებელ იყო განწყობით უღმრთოთაჲ მართალთა ჴელთა მიცემად, გინა სიტყჳთა უწყალოჲთა ერთსა შინა ჟამსა შემუსრვად,

Verse: 10   Link to sept   
არამედ ჰშჯიდ და ჟამად-ჟამად ჰსცემდ ადგილსა სინანულისასა; არა უმეცარ იყავ, ვითარმედ ბორიოტ არს მყოფებაჲ მათი. და დანერგულ უკეთურებაჲ მათი, და რამეთუ არა იცვალნენ გულის-ზრახვანი მათნი. რამეთუ თესლი იყო დაწყეული დასაბამითგან, და არცა გეშინოდა ვისა, რომელსა ცოდვიდეს და მისთჳს შენ შეენდობასა ჰსცემდ.

Verse: 12   Link to sept   
ვინ-მე გრქუას შენ, ვითარმედ: "რაჲ-ესე ჰყავ შენ"? ანუ ვინ-მე წინა-აღუდგეს საშჯელსა შენსა? ანუ ვინ გაბრალოს შენ ნათესავთა წარწყმედისათჳს, რომელი შენ ჰყავ? ანუ ვინ საშჯელად წარმოგიდგეს შენ შურის-მეძიებელი ცრუთა კაცთათჳს?

Verse: 13   Link to sept   
არცაღა არს სხუაჲ ღმერთი, რომელსამცა ზრუნვაჲ რაჲმე ედვა ყოველთათჳს, რაჲთა აჩუენო; ვითარმედ არა ნაცილად დასაჯენ.

Verse: 14   Link to sept   
არცა მეფემან, არცა სხუამან მძლავრმან თუალთ-მიდგმად უძლოს შენდა, რომელთათჳს სტანჯენ იგინი.

Verse: 15   Link to sept   
რამეთუ მართალ ხარ და სიმართლით განაგებ მას; რომელი არა ღირს ტანჯვად და დაშჯად Page of ms. O: 285v  უცხოჲ იგი შენისაგან ძლიერებისა

Verse: 16   Link to sept   
რამეთუ ძლიერებაჲ შენი -- სიმართლისა დასაბამ, და ყოველთა ზედა უფლებაჲ შენი ყოველთა რიდებას გცემს შენ.

Verse: 17   Link to sept   
რამეთუ ძალსა აჩუენებენ, რომელი ვერ სარწმუნო არს ძალსა ზედა სრულებისასა, და მათ შორის, რომელთა იციან, სასტიკად ამხილებ.

Verse: 18   Link to sept   
ხოლო შენ უფლებ ძლიერებით და სახიერებით განიკითხავ, და მრავლითა შენდობითა განგჳგებ ჩუენ საცხორებელსა ჩუენსა, რამეთუ შენ თანა არს შეძლებაჲ, ოდეს ინებო.

Verse: 19   Link to sept   
რამეთუ შენ ასწავე ერსა შენსა ესევითართაგან საქმეთა, რამეთუ ჯერ-არს მართლისა, რაჲთა კაცთ-მოყუარე იყოს, და სასო-კეთილ ყვენ ძენი შენნი, რამეთუ ჰსცემდ ცოდვათათჳს სინანულსა.

Verse: 20   Link to sept   
უკუეთუ მტერთა მონათა შენთასა და თანა-მდებთა სიკუდილისათა ესევითარითა სტანჯევდ კრძალვითა და ვედრებით, მოჰსცემდ ჟამსა მარჯუესა; რაჲთა განერნენ ბოროტისაგან,

Verse: 21   Link to sept   
რავდენ უფროჲს სამართლითა განიკითხნე ძენი შენნი; რომელთა მამათა ფიცისათჳს და აღთქუმისა მოჰსცენ კეთილთა ანათქუემნი?

Verse: 22   Link to sept   
ჩუენ გუასწავლიდ, ხოლო მტერთა ჩუენთა ბევრ წილ სტანჯევდ, რაჲთა სახიერებასა შენსა ვზრუნვიდეთ განკითხვით, გან-რაჲ-ვიკითხნეთ, და მოველოდით წყალობასა

Verse: 23   Link to sept   
რომლისათჳს უგუნურებით Page of ms. O: 286r  ცხოვრებულნი იგი ცრუნი თჳსთა განსაგებელთა სტანჯევდ:

Verse: 24   Link to sept   
რამეთუ საცთურისა მათ გზათა უშორესად შესცთეს. ღმრთად ჰგონებდეს მათცა, რომელნი-იგი საცხოვართა შორის არიან მტერთანი შეურაცხნი, და ჩჩჳლთა უგუნურთა შეიტყუვნეს.

Verse: 25   Link to sept   
ამისთჳს, ვითარცა ყრმათა შეურაცხთა, საშჯელი სიმღერით მიუვლინე მათ. 26 ხოლო იგინი, რომელნი სიმღერით შერისხვასა მას ვერ განერნეს, ღირსი ღმრთისა საშჯელი გამოიცადონ.

Verse: 27   Link to sept   
რომელთა-იგი ზედა მათ ევნებოდა და განრისხნებოდეს, ამისთჳს, რომელთა-იგი ჰგონებდეს ღმრთად, მათ შინა იტანჯებოდეს, იხილეს, რომელსა-იგი პირველ უვარებდეს ცნობად ღმერთსა, იცნეს ჭეშმარიტი, ამისთჳს რამეთუ აღსასრული დასჯისაჲ მათ ზედა მოიწია.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.