TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 154
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to sept   და წარმართა საქმჱ მათი ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა.

Verse: 2   Link to sept   
და განვლეს უდაბნოჲ უშჱნი, და უვალთა ადგილთა აღჰმართეს კარვები.

Verse: 3   Link to sept   
წინა-აღუდგეს მბრძოლთა და მტერთა ერეოდეს.

Verse: 4   Link to sept   
სწყუროდა და გხადოდეს შენ, და მოეც მათ კლდისაგან მწარისა წყალი, და კურნებაჲ წყურიელისაჲ -- ლომისაგან ფიცხლისა.

Verse: 5   Link to sept   
რომლითაცა იტანჯნეს მტერნი მათნი, მითვე უპოვარებასა შინა კეთილი ეყოფვოდა მათ.

Verse: 6   Link to sept   
და წყაროჲსა წილ, მარადის მდინარისა, სისხლითა Page of ms. O: 283v  მძლაფრითა შეძრწუნდეს.

Verse: 7   Link to sept   
მამხილებელად ჩჩჳლთა მოწყუედისა ბრძანებისათჳს და მოეც (!) მათ უხუად წყალი თჳნიერ სასოებისა.

Verse: 8   Link to sept   
უჩუენე ამისთჳს წყურილითა მაშინ, ვითარ-იგი მტერნი სტანჯენ.

Verse: 9   Link to sept   
ოდეს-იგი გამოიცადეს და წყალობითაღა ისწავებოდეს, გულისხმა-ყვეს, ვითარ-იგი რისხვით ისაჯებოდეს და იტანჯებოდეს უღმრთონი.

Verse: 10   Link to sept   
რომელთამე, ვითარცა მამაჲ, ასწავებდ და გამოსცდიდ, ხოლო მათ, ვითარცა სასტიკი მეუფჱ, დასჯიდ და განიკითხევდ.

Verse: 11   Link to sept   
და შორიელნი და მახლობელნი ეგრე გოდებდეს:

Verse: 12   Link to sept   
რამეთუ მრჩობლმან შეიპყრნა იგინი მწუხარებამან და სულ-თქუმამან მოჴსენებისა მის წარსრულთამან.

Verse: 13   Link to sept   
რამეთუ ოდეს ესმა თჳსთაგან ტანჯვათა ქველის-ყოფასა მათსა აგრძნობდეს უფლისასა

Verse: 14   Link to sept   
რამეთუ რომელ-იგი ბოროტი მაშინ დაეცა მათ ზედა, განწირეს და ჰბასრობდეს, და უკუანაჲსკნელ მოწევნაჲ საქმეთაჲ მათ უკჳრდა, არა მსგავსად მართალთა მათ სწყუროდა.

Verse: 15   Link to sept   
ზრახვათა მათთჳს უგულისხმოთა სიცრუვისა მათისათა, რომელსა შესცთეს და ჰმსახურებდეს პირუტყუთა, ქუეწარმავალთა და მფრინველთა შეურაცხთა, მოუვლინა მათ სიმრავლჱ პირუტყუთა მჴეცთაჲ შურის-მგებელად,

Verse: 16   Link to sept   
Page of ms. O: 284r  რაჲთა ცნან, რამეთუ რომლითა ვინცა-ვინ ცოდის, მითაცა ისაჯებინ.

Verse: 17   Link to sept   
რამეთუ არა უპოვარ იყო ყოლად-ძლიერი ჴელი შენი, რომელმან დაჰბადე სოფელი უსახოჲსაგან ნივთისა, მოვლინებად მათ ზედა სიმრავლჱ დათუთაჲ და მძჳნვარჱ ლომი,

Verse: 18   Link to sept   
გინა ახლად-დაბადებული და გულის-წყრომითა სავსენი მჴეცნი უცნაურნი, გინა ცეცხლისა დანქრევაჲ და მობერვაჲ ხორშაკისაჲ, ანუ მყრალობაჲ განბნეული კუამლისაჲ, ანუ ბოროტი თუალთაგან ნაბერწყალთა ელვანი,

Verse: 19   Link to sept   
რომელთაჲ არა ხოლო ვნებაჲ შემძლებელ იყო მათდა შემუსრვად, არამედ ხილვაჲცა პირისაჲ, რომელი აშინებდა მოსლვად მათდა.

Verse: 20   Link to sept   
და თჳნიერ ამათსა ერთითა მობერვითი სულისაჲთა შემძლებელ იყო დაცემად, და საშჯელისაგან იდევნნეს, და განიბნინეს სულისაგან ძლიერებისა შენისა; არამედ ყოველი ზომით და რიცხჳთ და საწყაულით განაწესე.

Verse: 21   Link to sept   
რამეთუ დიდად ძლიერებაჲ შენი შენ თანა არს მარადის, და სიმტკიცესა მკლავისა შენისასა ვინ წინა-აღუდგეს?

Verse: 22   Link to sept   
რამეთუ ვითარცა წამი სასწორისაჲ, არას ყოველი სოფელი შენ წინაშე, უფალო, და ვითარცა ნაწუეთი ცუარისა ცისკრისაჲ, რომელი გარდამოვალნ ქუეყანად.

Verse: 23   Link to sept   
ხოლო სწყალობ ყოველთა; რამეთუ ყოველივე ძალ-გიც, და უგულებელს-ჰყოფ Page of ms. O: 284v  ცოდვათა კაცთასა სინანულისათჳს.

Verse: 24   Link to sept   
რამეთუ გიყუარს ყოველი, რომელი არს, და არარაჲ გძაგს, რომელი შეჰქმენ, რამეთუ არარაჲ საძულველი ჰქმენ.

Verse: 25   Link to sept   
ვითარმცა უკუე დაადგრეს, შენ თუმცა არა გინდა? და ანუ თუ არაწოდებული შენ მიერ ვითარმცა დაიმარხა?

Verse: 26   Link to sept   
ჰრიდებ ყოველსა, რამეთუ შენი არს ყოველი, უფალო სულთ-მოყუარეო.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.