TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 153
Previous part

Chapter: 10  
Verse: 1   Link to sept   მანვე პირველ-დაბადებული იგი მამაჲ სოფლისაჲ, მარტოჲ დაბადებული, დაიცვა და განარინა იგი შეცოდებისაგან თჳსისა.

Verse: 2   Link to sept   
და მოსცა მას ძალი პყრობად ყოველთა.

Verse: 3   Link to sept   
ხოლო განდგა იგი მისგან უსამართლოდ რისხვითა მისითა, ძმათ-მკლველთა თანა წარწყმდა გულის-წყრომითა.

Verse: 4   Link to sept   
რომლისათჳს და რღუნისაგან ქუეყანაჲ კუალად იჴსნა სიბრძნემან, შეურაცხითა ძელითა მართალი განარინა.

Verse: 5   Link to sept   
მანვე ერთობით ზრახვისა უკეთურებითა შეკრებულთა ნათესავთაჲსა იცნა მართალი იგი და დაუმარხა უბიწოდ ღმერთსა, და შვილთა ზედა მოწყალებით და ძლიერებით დაიცვა იგი.

Verse: 6   Link to sept   
მანვე მართალი იგი წარწყმედულთაგან უღმრთოთა იჴსნა, ოტებული სამეუფოჲსა ცეცხლისა ... ხუთქალაქისათა,

Verse: 7   Link to sept   
რომელი აწცა საწამებელად უკეთურებისა მკუმოლვარჱ ჰგიეს ოჴერი, ნაყოფად მოიხუნა ნერგნი ურწმუნოჲსა სულისაჲ Page of ms. O: 282v  და საჴსენებელად დგას ძეგლად მარილისა.

Verse: 8   Link to sept   
რამეთუ სიბრძნესა რაჲ თანა-წარჰჴდეს, არა თუ ხოლო ესე ევნო, რამეთუ ვერ ცნეს კეთილი, უგუნურებისაჲცა საჴსენებელი დაუტევეს სოფელსა ამას, რაჲთა რომელსა შინა შესცთეს, დავიწყებადცა ვერ უძლონ.

Verse: 9   Link to sept   
ხოლო სიბრძნემან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა,

Verse: 10   Link to sept   
მანვე მეოტი რისხვისაგან ძმისა მართალი წარმოუძღუა და მოიყვანა გზასა წრფელსა, და აჩუენა მას სასუფეველი ღმრთისაჲ, და გულისხმა-ყო ცნობაჲ წმიდათაჲ, და განამრავლნა შრომანი მისნი.

Verse: 11   Link to sept   
რომელნი-იგი ანგაჰრობით ჰმსძლავრობდეს მას, თანა-დაუდგა და განამდიდრა იგი,

Verse: 12   Link to sept   
და დაიცვა იგი მტერთაგან, და რომელნი უმზირდეს მას, შეიკრძალა იგი მათგან, და ღუაწლი ძლიერი დაუწინდა მას. რაჲთა ცნას, რამეთუ ყოვლისა უძლიერჱს არს სიბრძნჱ.

Verse: 13   Link to sept   
მანვე განსყიდული მართალი არა დაუტევა, არამედ ცოდვისაგან იჴსნა იგი.

Verse: 14   Link to sept   
და მის თანა შთავიდა ჯურღმულსა, და კრულებათა შინა არა უტევა იგი, ვიდრემდე მოართუა მას პატივი მეფობისაჲ და ჴელმწიფებაჲ მათ ზედა, რომელნი ჰმსთავრობდეს მას, და მტყუვრად გამოაჩინნა, რომელთა-იგი ბრალი დასდვეს მას, და მოსცა მას დიდებაჲ საუკუნოჲ.

Verse: 15   Link to sept   
მანვე ერი წმიდაჲ იჴსნა თესლისაგან მაჭირებელისა.

Verse: 16   Link to sept   
Page of ms. O: 283r  შევიდა სულსა მსახურისა უფლისასა და წინა-აღუდგა მეფეთა მრავალთა ნიშებითა და სასწაულებითა.

Verse: 17   Link to sept   
და მოსცა წმიდათა სასყიდელი შრომისა მათისაჲ. და უძღოდა მათ გზასა საკჳრველსა, და ეყო მათ საფარველ დღისი და ნათელ ვარსკულავთა -- ღამჱ

Verse: 18   Link to sept   
და წიაღ-მოიყვანნა იგინი ზღუასა მას მეწამულსა, და მოიყვანნა იგინი წყალთაგან მრავალთა.

Verse: 19   Link to sept   
ხოლო მტერნი იგი მათნი დაანთქნა; და სიღრმისაგან უფსკრულისა გამოსთხინა იგინი.

Verse: 20   Link to sept   
ამისთჳს მართალთა გამოტყუენეს უღმრთონი, და აქებდეს, უფალო, სახელსა შენსა წმიდასა; და უფროჲსღა მბრძოლსა ჴელსა შენსა აქებდეს ერთობით;

Verse: 21   Link to sept   
რამეთუ სიბრძნემან აღახუნა პირნი ყრმათანი... ... დასხნა მეტყუელად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.