TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 159
Previous part

Chapter: 16  
Verse: 1   Link to sept   ამისთჳსცა მსგამსად იტანჯნეს, ვითარცა ღირდეს, სიმრავლეთა მფრინველთა იგუემნეს.

Verse: 2   Link to sept   
რომელ ტანჯვისა წილ კეთილი უყავ ერსა შენსა, გულის-სათქუმელად ნებისა უცხოჲ გემოჲ საზრდელი . ..

Verse: 3   Link to sept   
რაჲთა მათ გული-უთქუმიდეს საზრდელისა მისთჳს, რომელი-იგი უჩუენა მათ მოსრული, და უსაქმარჱსსა მას ნებასა გარე-მოიქცენ; ხოლო ესენი ნაკლულევან იყვნეს მცირედსა, რაჲთა უცხოჲსა გემოჲსა ჭამონ.

Verse: 4   Link to sept   
რამეთუ ჯერ-იყო მათდა განურინებელი ნაკლულევანებაჲ მოწევნად მათ ზედა, რომელნი-იგი ჰმსძლავრობდეს მათ, ამათ რაჲთა უჩუენოს ხოლო, ვითარ-იგი მტერნი მათნი იტანჯებოდეს.

Verse: 5   Link to sept   
და რაჟამს-იგი მოუჴდა მათ ბოროტი მჴეცთა გულის-წყრომაჲ, კბენითა გულარძნილთა გუელთაჲთა განირყუნებოდეს; არავე სრულიად დაადგრა რისხვაჲ იგი.

Verse: 6   Link to sept   
სწავლისა მისთჳს მცირედ ჟამ შეძრწუნდეს, და თანა-შემწედ აქუნდა იგი ცხოვრებისა, მოსაჴსენებელად მცნებისა შჯულისა შენისა.

Verse: 7   Link to sept   
რომელ-იგი მოქცის, არა ხილულისა მისგან ცხონდებოდა, არამედ შენ მიერ, ყოველთაგან Page of ms. O: 291r  მაცხოვრისა.

Verse: 8   Link to sept   
და ამით ჯერითაცა აცნობევე მტერთა ჩუენთა, ვითარმედ შენ ხარ მჴსნელი ყოვლისაგან ბოროტისა:

Verse: 9   Link to sept   
რამეთუ მათ მკალთაჲ და მწერთაჲ მოჰსრვიდა კბენაჲ, და ვერ იპოვა კურნებაჲ სულთა მათთაჲ, რამეთუ ღირდეს-ვე ეგევითართა ტანჯვად.

Verse: 10   Link to sept   
ხოლო ძეთა შენთა არცა დევთა გესლოვანთანი ერეოდეს კბილნი, რამეთუ წყალობაჲ შენი თანა იყო და ულხინებდა მათ.

Verse: 11   Link to sept   
რამეთუ მოსაჴსენებელად სიტყუათა შენთა ეწერტებოდა, და მეყსეულად გან-ხოლო-იკურნებოდეს, რაჲთა არა სიღრმესა შეცჳვენ დავიწყებისასა, და განშოვრებულ იყვნენ შენისაგან ქველის-საქმისა.

Verse: 12   Link to sept   
რამეთუ არცა მწუანეთაგან, არცა სალბუნი ჰკურნებდა მათ, არამედ სიტყუაჲ შენი, უფალო, რომელი ყოველთა მკურნალი არს.

Verse: 13   Link to sept   
რამეთუ შენ ცხოვრებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ გაქუს: და შთაიყვანებ ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და აღმოიყვანი.

Verse: 14   Link to sept   
რამეთუ კაცი მოკუდების უკეთურებითა თჳსითა, და გამოვიდის სული, და არა კუალად-იქცის, და არცა მოიქცეს სული რომელი წარვიდის.

Verse: 15   Link to sept   
რამეთუ ჴელისა შენისაგან სივლტოლად ვერ ჴელ-ეწიფების:

Verse: 16   Link to sept   
რამეთუ უვარ-გყოფენ შენ უღმრთონი, ძლიერებითა მკლავისაჲთა ... და უცხოჲთა წჳმითა და რღუნითა იდევნნეს განური/ნებელითა, Page of ms. O: 291v  და ცეცხლითა განლეულნი იტანჯებოდეს.

Verse: 17   Link to sept   
რამეთუ განსაკჳრვებელი იგი ყოველთაჲ -- დამშრეტელსა შინა წყალსა უფროჲსად განძლიერდებოდა ცეცხლი, რამეთუ შემწე არს სოფელი მართალთა.

Verse: 18   Link to sept   
ოდესმე დამშჳდნებოდა ალი იგი, რაჲთა არა შეწუნეს უღმრთოთა ზედა მომავალნი მჴეცნი, და რაჲთა იგინი ცხადად ჰხედვიდენ, ვითარმედ ღმრთისა საშჯელითა იდევნებიან.

Verse: 19   Link to sept   
და ოდესმე წყალსა თანა უფროჲს ცეცხლისა ძალისა შესწუავნ, რაჲთა სიცრუვისა ქუეყანისა ნაყოფი განრყუნეს.

Verse: 20   Link to sept   
რომელთა წილ ანგელოზთა საზრდელი აჭამე ერსა შენსა; და მზაჲ პური ზეცით მოეც მათ უშრომელად; რომელსა ყოველი გემოჲსა ძალი აქუნდა და ყოვლისა მიმართ ნაწევრისა გემოჲსა.

Verse: 21   Link to sept   
რამეთუ ძალი შენი სიტკბოებასა შვილთა შენთასა აჩუენებდა, და მოწევნულსა მას გულისთქუმასა მათსა ჰმსახურებდა, არა დაცვის უნდა, ეგრეცა გემო ექმნებოდა.

Verse: 22   Link to sept   
თოვლი და მყინვარი დაუთმობდა ცეცხლსა და არა დადნებოდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მტერთა ნაყოფსა განჰრყუნიდა ცეცხლი იგი, რომელ აღატყდებოდა. სეტყუასა თანა და ცჳმათა შინა ელვიდეს.

Verse: 23   Link to sept   
ესე კუალად რაჲთა იზარდებოდიან მართალნი Page of ms. O: 292r  და თჳსი იგი ძალი დაავიწყდეს.

Verse: 24   Link to sept   
რამეთუ ყოველი დაბადებული შენ შემოქმედსა, გმსახურებენ, და მისწუდების სატანჯველად ცრუთა, და დასცხრების ქველის-ყოფად შენთა მოსავთათჳს.

Verse: 25   Link to sept   
ამისთჳსცა ყოფად კერძო მიიცვალებოდა და ყოლად სახელსა შენსა ნიჭსა ჰმსახურებდა მვედრებელთა შენთაებრ ნებისა,

Verse: 26   Link to sept   
რაჲთა ისწავონ ძეთა შენთა, რომელნი შეიყუარენ, უფალო, რამეთუ არა ყოფანი ნაყოფთანი ზრდიან კაცსა, არამედ სიტყუაჲ შენი, რომელთა შენდამი ჰრწამს; მათ დაიცავს.

Verse: 27   Link to sept   
რომელ-იგი ცეცხლითა ვერ განჴურდებოდა, მცირითა მზის-თუალითა დადნებოდა.

Verse: 28   Link to sept   
რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ოდეს ჯერ-არს მზისა მოწევნაჲ სამადლობელად შენდა და აღმოსავალად ნათლისა შემთხუევად შენდა.

Verse: 29   Link to sept   
ხოლო უმადლოჲსა სასოებაჲ, ვითარცა ზამთრისა თრთჳლნი, დადნეს, და დიოდეს ვითარცა წყალი უჴმარი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.