TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 149
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to sept   ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისხმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა!

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა!

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფლისა მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ -- მაღლისა მიერ,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რომელმან განიკითხნეს საქმენი თქუენნი და ზრახვანი გამოიძინეს.

Verse: 5   Link to sept   
რამეთუ მსახურნი იყვენით მისისა სამეუფოჲსანი და არა ჰშჯიდით მართლ; არცა დაიმარხეთ შჯული და არცა ნებისაებრ ღმრთისა ხჳდოდეთ.

Verse: 6   Link to sept   
შეძრწუნებით და მწრაფლ მოგადგეს თქუენ, Page of ms. O: 277v  რამეთუ საშჯელი უწყალოჲ მთავართა ზედა მოვიდეს.

Verse: 7   Link to sept   
რამეთუ უმრწამესი იგი შესანდობელ არნ წყალობად, ხოლო ძლიერნი იგი ძლიერად განიკითხნენ

Verse: 8   Link to sept   
რამეთუ არა ერიღოს პირსა ყოველთა-უფალი და არცა შეიკდიმოს დიდთათჳს; რამეთუ მცირჱ და დიდი მან შექმნა; ეგრეთვე წინაჲსწარ უზრუნავს ყოველთა;

Verse: 9   Link to sept   
ძლიერთა მათდა ძლიერი ეწიოს გამოძიებაჲ.

Verse: 10   Link to sept   
თქუენდა მიმართ არიან, მძლავრნო, სიტყუანი ჩემნი. რაჲთა ისწავოთ სიბრძნჱ და არა თანა-წარჰჴდეთ.

Verse: 11   Link to sept   
რომელთა ღირსად დაიცვან სიღირსჱ, ღირსად ღირს იყვნენ, რომელმან ისწავლნეს, მან პოვოს სიტყჳს-გებაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
გული გითქუემდინ თქუენ სიტყუათა ჩემთათჳს, გსუროდენ მათთჳს და განისწავლნეთ.

Verse: 13   Link to sept   
ბრწყინვალე და უჭნობელ არს სიბრძნჱ და ადვილად იხილვების მოყუარეთა მისთაგან;

Verse: 14   Link to sept   
მიიწიის მათდა, რომელთა გული უთქუამს მისთჳს წინაჲსწარ ცნობად.

Verse: 15   Link to sept   
და რომელმან აღიმსთოს მისი, არა დაშურეს, რამეთუ დადგრომილად პოვოს იგი წინაშე ბჭეთა მისთა.

Verse: 16   Link to sept   
რამეთუ გულსა -- მოსლვაჲ, მისთჳს გონიერებისაჲ არს სრულისაჲ და რომელი იღჳძებდეს მისა ადრე, უზრუნველ იქმნეს.

Verse: 17   Link to sept   
რამეთუ ღირსთა მისთა თჳთ იგი მიმოვალს და ეძიებს, და ალაგთა მათთა ეოცების მათ მხიარულებად, და ყოველთა განზრახვათა შეემთხუევის მათ.

Verse: 18   Link to sept   
Page of ms. O: 278r  რამეთუ დასაბამი მისი სწავლულებისა გულის-თქუმაჲ არს ჭეშმარიტი, და სწავლულებისა ზრუნვაჲ სიყუარული არს,

Verse: 19   Link to sept   
... -- დამარხვაჲ შჯულისა მისისაჲ ხოლო კრძალვაჲ შჯულისაჲ -- სიმტკიცჱ უჴრწნელებისაჲ,

Verse: 20   Link to sept   
ხოლო უხრწნელებამან მახლობელ ყვის ღმრთისა:

Verse: 21   Link to sept   
რამეთუ გულის-თქუმამან სიბრძნისამან აღიყვანის სასუფეველსა

Verse: 22   Link to sept   
უკუეთუ გნებავს საყდართა და ტომთა ზედა, მთავარნო ერისანო, პატივ-ეცით სიბრძნესა, რაჲთა საუკუნოდ ჰმეფობდეთ.

Verse: 23   Link to sept   
ხოლო რაჲ არს სიბრძნჱ და ვითარ იყო, გითხრა თქუენ, არა დაგიმალო თქუენ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არამედ დასაბამითგან ყოფისაჲთ გამოვიკულიო და დავდვა განცხადებულად ცნობაჲ მისი. და არა თანა-წარვჰჴდე ჭეშმარიტებასა,

Verse: 24   Link to sept   
და არცა შურსა დადნობილსა თანა-უვიდოდე, რამეთუ ესევითარი არა ეზიარის სიბრძნესა.

Verse: 25   Link to sept   
ხოლო სიმრავრლჱ ბრძენთაჲ -- ცხოვრებაჲ სოფლისაჲ, და მეფჱ გონიერი -- დაწყნარება ერისა.

Verse: 26   Link to sept   
რაჲთა განისწავლნეთ სიტყჳთა ჩემითა და სარგებელ გეყოს თქუენ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.