TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 148
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მაშინ დადგეს მართალი დიდითა განცხადებულებითა წინაშე პირსა Page of ms. O: 276r  მაჭირებელისა მისისასა და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მისნი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულსა მას ცხოვრებასა მისსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იტყოდიან გულთა თჳსთა სინანულითა და იწროებითა სულისაჲთა სულთ-ითქუმიდენ: "ესე არს იგი, რომელი ოდესმე გუაქუნდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა ჩუენ უგუნურთა

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ცხოვრებაჲ მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი -- უპატიოდ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვითარ შეირაცხა ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის არს ნაწილი მისი?

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
შე-მე-ვსცეთითა გზისაგან ჭეშმარიტისა? და სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგჳბრწყინდა ჩუენ,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისაჲთა, და ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, ხოლო გზაჲ უფლისაჲ არა ვცანთ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რაჲ მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რაჲ შემეწია ჩუენ სიმდიდრჱ იგი სილაღისაჲ?

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
წარჴდა იგი ყოველი, ვითარცა აჩრდილი, და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა ნავი, ღელვასა ზღჳსასა რომელი წარვიდის, და კუალი არღარა იპოვის და არცა ალაგი სლვისა მისისაჲ ღელვათა ზედა;

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
გინა ვითარცა მფრინველი რაჲ განფრინდის ჰაერსა და არა იპოვის სახჱ სლვისაჲ; გუემითა ნაწევართა Page of ms. O: 276v  ფრთეთაჲთა იტანჯებინ და ქარსა სულმცირესა აპებნ ძლით, მძლაფრიად ძრავნ ფრთეთა და განვლის, და ამისა შემდგომად არა იპოვის სასწაული განსლვისა მისისაჲ;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ანუ ვითარცა ისარი, განტყორცებული განსა; განაპის აერი და მეყსეულად მუნვე შეირწყჳს, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვაჲ მისი;

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ეგრეცა ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით; და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲმცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვლიენით".

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთაჲ, ვითარცა მტუერი, ქარისაგან მოღებული, და ვითარცა ნეფხვაჲ მწულილი, არმურისაგან წარიდევნა, და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია, და ვითარცა ჴსენებაჲ მდგურისაჲ ერთ დღისაჲ, წარვიდა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო მართალნი საუკუნოდმი ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს -- მაღლისა მიერ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფლისა; რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მოიღოს ყოველი -- საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა;

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუთად საშჯელი Page of ms. O: 277r  შეუორგულებელი,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მოიღოს თორნჱ უძლეველი -- სიწმიდჱ,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვითარცა კეთილი -- სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და კლდისაგან -- საისრითა გულისწყრომითა სავსჱ დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და წინა-აღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვითარცა არმურნი -- განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის-საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.