TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 147
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   უმჯობჱს არს უშვილოებაჲ სათნოებით, რამეთუ უკუდავება არს ჴსენებაჲ მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არს და კაცთა მიერცა.

Verse: 2   Link to sept   
აწინდელსა ჟამსა -- საბაძველ იგი Page of ms. O: 275r  და წარსრული -- სასურველ, და საუკუნესა მას გჳრგჳნოსნებით წარჩინებულ იყოს, შეუცოდებელთა თანა ღუაწლსა მას სძლო.

Verse: 3   Link to sept   
მრავალნაშობი იგი სიმრავლჱ უღმრთოთაჲ -- არად საჴმარ; და მრუშეთაგანმან ნაშობმან არა დაიბნეს სიღრმედ ძირნი, და არცა კრძალული სლვაჲ ფერჴთაჲ დაემტკიცოს.

Verse: 4   Link to sept   
დაღათუ რტოჲთა ჟამ ერთ აღმოსცენდენ, საბრკოლებელსავე ვალს, ქარისაგან შეირყიის, და სასტიკისაგან ქარისა ძირით აღიფხურის.

Verse: 5   Link to sept   
და მოემუსრნენ რტონი უსრულნი, და ნაყოფი მათი უჴმრად, და უჟამოდ საჭმლად არარად მარჯუჱ.

Verse: 6   Link to sept   
რამეთუ უშჯულოებისაგან ძილისა შვილნი შობილნი მოწამჱ არიან მამა-დედათა განკითხვასა მათსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მართალი თუ აღესრულოს. განსუენებასა იყოს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ;

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მჴცოვნებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის -- ცხოვრებაჲ უბიწოჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სათნო ღმრთისა იყო, და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა.

Verse: 11   Link to sept   
და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისხმის-ყოფაჲ მისი, ანუ ზაკუვამან აცთუნოს სული მისი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შური სიხენეშისაჲ Page of ms. O: 275v  დააბნელებს კეთილსა, და გურიობამან გულის-თქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი, ამისთჳს იწრაფა განსლვაჲ შორის უკეთურებისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს, და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ -- რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი -- ღირსთა მისთა.

Verse: 16   Link to sept   
და სჯოს მართალმან, რომელი დაშურა, ცოცხალნი უღმრთონი და ჭაპუკი, რომელი აღესრულა ადრე, მრავალწლისანი ბერნი ცრუნი;

Verse: 17   Link to sept   
რამეთუ იხილონ აღსასრული ბრძნისაჲ და ვერ ცნან, რაჲ იზრახა მისთჳს და რაჲსათჳს შეიკრძალა იგი უფალმან.

Verse: 18   Link to sept   
იხილონ და შეურაცხ-ყვნენ იგი, ხოლო უფალი ეცინოდის მათ; და იყვნენ ამისა შემდგომად დასაცემელ უპატივო და საგინებელ მკუდართა შორის საუკუნოდ;

Verse: 19   Link to sept   
რამეთუ განხეთქნეს უჴმონი ხერხვით და შეძრნეს იგინი საფუძველითგან დასასრულადმდე, მოოჴრდენ და იყვნენ იგინი სალმობასა შინა; და საჴსენებელი მათი წარწყმდეს.

Verse: 20   Link to sept   
და მოვიდენ განზრახვასა ცოდვათა მათთასა შიშით, და ამხილოს პირისპირ უშჯულოებამან მათმან.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.