TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 150
Previous part

Chapter: 7  
Verse: 1   Link to sept   რამეთუ მეცა კაცი ვარ მოკუდავი, სწორი ყოველთაჲ და ქუეყანით შექმნულისაჲ, ნაშობი პირველ-დაბადებულისაჲ.

Verse: 2   Link to sept   
მუცელსა დედისასა გამოვითალე ჴორცი და ათისა თთჳსა ჟამთა, დავჰყინდი სისხლისაგან Page of ms. O: 278v  მამაკაცისა და გულის თქუმითა ძილისა მოსლვითა.

Verse: 3   Link to sept   
მე რაჲ ვიშევ, მოვიღე ზოგადი აერი; და მსგავსსა ვნებასა კუალად განვვარდი ქუეყანად, პირველი ჴმაჲ, მსგავსი ყოველთაჲ, სწორი აღუტევე ტირილი.

Verse: 4   Link to sept   
სახუეველითა აღვიზარდე და ზრუნვითა.

Verse: 5   Link to sept   
რამეთუ არავის მეფეთაგანსა სხუაჲ აქუნდა შობისა დასაბამი.

Verse: 6   Link to sept   
ერთი არს ყოველთაჲ შემოსლვაჲ სოფლად და განსლვაჲცა სწორი.

Verse: 7   Link to sept   
ამისთჳს ვილოცე და სიბრძნჱ მომეცა მე, ეხადე და მოვიდა ჩემდა სული სიბრძნისაჲ.

Verse: 8   Link to sept   
უფროჲს აღვირჩიე იგი ჴელმწიფებისა და საყდართა, და სიმდიდრჱ არად შევჰრაცხე სწორებად მისა;

Verse: 9   Link to sept   
და არცა ვამსგავსე იგი ანთრაკთა პატიოსანთა, რამეთუ ყოველი ოქროჲ წინაშე მისსა -- ვითარცა მქჳშაჲ მცირედი, და ვითარცა მიწაჲ, შერაცხილ არს ვეცხლი წინაშე მისსა.

Verse: 10   Link to sept   
უფროჲს სიცოცხლისა და ხატკეთილობისა შევიყუარე იგი, რაჲთა მაქუნდეს ნათლის წილ, რამეთუ დაუძინებელ არს ამისგან ნათელი.

Verse: 11   Link to sept   
და მოვიდა ჩემდა ყოველი კეთილი მის თანა და ურიცხჳ სიმდიღრჱ ჴელთა შინა მისთა.

Verse: 12   Link to sept   
და განვიხარე ყოველთა ზედა, რამეთუ იგი შერაცხილ არს სიბრძნედ, უმეცარ ვიყავ მისა, ვითარმედ ქმნული არს იგი ამათი.

Verse: 13   Link to sept   
და უზაკუველად ვისწავე Page of ms. O: 279r  და უშურველად მივსცე სიმდიდრჱ მისი და არა დაუმალო,

Verse: 14   Link to sept   
რამეთუ უნაკლულოჲ საუნჯჱ არს კაცთა შორის; რომელთა იმსახურეს იგი, ღმრთისა მიმართ მიავლინეს სწავლაჲ, რამეთუ სწავლისაგან ნიჭისა განმტკიცნეს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე მომეცინ ღმერთმან სიტყუად ნებისაებრ და განზრახვად ღირსად თქუმულთა მათ, რამეთუ იგი თავადი სიბრძნისა წინამძღუარი არს და ბრძენთა განმგებელ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი; ყოველი გონიერებაჲ და საქმეთა მეცნიერებაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მან მომცა მე ყოფილთაჲ მათ ცნობაჲ უტყუველი, ცნობად შესაქმჱ სოფლისაჲ და შეწევნანი წესთანი,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
დასაბამი და დასასრული და განზოგებაჲ ჟამთაჲ, სახეთა ცვალებანი და ქცეულებაჲ ჟამთაჲ,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
წელიწადისა სრბაჲ და ვარსკულავთა დგომაჲ,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ბუნებანი საცხოვართანი და გულის-წყრომაჲ მჴეცთაჲ, სულთა სიმძაფრჱ და გულისზრახვანი კაცთანი, თითო-სახენი ნერგთანი და ძალნი ძირთანი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და რავდენი-რაჲ არს დაფარული და გამოჩინებული, ვცან მე, რამეთუ ყოველთა-ხურომან მასწავა მე სიბრძნჱ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არს მას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისაჲ, მრავალ-კერძო მწულილ და ვინაჲ-კერძო კეთილად იძრვის, წარჩინებულ და შეუგინებელ, უბიწო, Page of ms. O: 279v  განცხადებულ, კეთილის-მოყუარე, მალე, დაუყენებელ, ქველის-მოქმედ და კაცთ-მოყუარე;

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ და ყოვლად-ძლიერ და ყოვლისა-მსტუარ, და ყოველთა მიერ დაეტევის სულთა მეცნიერთა, წმიდათა, მწულილთა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამისა უმალჱს არს სიბრძნჱ, მისწუდების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ორთქლი არს იგი ღმრთისა ძლიერებისაჲ და ნაწრედი ყოვლისა-მპყრობელისაჲ, დიდებისა ჭეშმარიტებისაჲ; ამისთჳსცა არარაჲ შეირევის

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გამობრწყინვებული არს ნათლისა ამის სამარადიოჲსა და სარკჱ უბიწოჲ ღმრთისა შეწევნისაჲ და ხატი სახიერებისა მისისაჲ

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ერთი არს და ყოველივე ძალ-უც, და ჰგიეს მას შინა და ყოველსა განაახლებს, და ნათესავითი-ნათესავად სულთა ღირსთა მიეცემის, მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
არარაჲ ეგრჱთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელ სიბრძნესა შეყოფილ არიან.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არს იგი უშუენიერჱს მზისა და უფროჲს ყოველთა ვარსკულავთა დგომასა; ნათელსა შეტყუებულად იპოვოს უწინარჱს:

Verse: 30   Link to sept   
რამეთუ ამას ესხურების ღამჱ; ხოლო სიბრძნესა ვერ ჰმს/ძლავრობს Page of ms. O: 280r  ბოროტი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.