TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 45
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to sept   ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილე, რაჲ-იგი უყო მე ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მისით.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to sept   
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to sept   
რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთაჲ ღმერთი მე ვარ, და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყე მათ.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to sept   
და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანაჲ იგი ქანანელთაჲ. ქუეყანასა მას, რომელსა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მესმნეს სულთ-თქუმანი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებდეს მათ, და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to sept   
წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყვანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთაჲსა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და საშჯელითა დიდითა.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოგიყვანნე თქუენ ერად ჩემდა და მე ვიყო თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავოებისაგან ეგჳპტელთაჲსა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to sept   
Page of ms. O: 78v  და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to sept   
ეტყოდა მოსე ესრჱთ ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისაგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს:

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to sept   
შევედ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რაჲთა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to sept   
იტყოდა მოსე წინაშე ღმრთისა და თქუა: აჰა-ესერა ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო, რამეთუ მე უტყუ ვარ?!

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა და უბრძანა მათ ფარაოჲსა მიმართ მეფისა ეგჳპტელთაჲსა, რაჲთა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი: ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი. ესე არიან ნათესავნი რუბენისნი.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to sept   
ძენი სჳმეონისნი: იემოელ და იამინ და იუდ, იაქიმ და სარ და საულ, რომელი ესუა ზღჳს-კიდელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ესე სახელები არს ძეთა ლევისთაჲ ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ, კაათ, მერარი. და წელნი ცხორებისა ლევისნი ას ოც და ჩჳდმეტ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ესე არიან Page of ms. O: 79r  ძენი გეთსონისნი: თობელი და სელმეი, სახლისა მამულისა მათისანი.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to sept   
ძენი კაათისნი: ამბრამ და ისარ, ქებრო და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ას ოც და ათ წელ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to sept   
ძენი მერარისნი: მოლი და ომოსი. ესე სახლისა მამულისა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოიყვანა ამრამ იოქაბეტ, ასული მამის ძმისა თჳსისაჲ, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი. ხოლო წელნი ცხორებისა ამრამისნი ას ოც და თექუსმეტ წელ.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to sept   
ძენი ისაარისნი: კორე და აფეკ და ზიქრი.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to sept   
ძენი იოზიელისნი: მისალ, ელისაფან და სეგრი.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოიყვანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი, დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნაბად და აბიუდ, ელიაზარ და იოთარამ.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to sept   
ძენი კორესნი: ასირ, ელნანა და აბიათარ. ესე შობანი კორესნი.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყვანა ასულთაგან ფოტიელისთაჲ თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევისთანი მსგავსად შობისა მათისა.

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to sept   
ესე არიან მოსე და აჰრონ, რომელთა-იგი ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ Page of ms. O: 79v  ძეთა ისრაჱლისათაჲ ეგჳპტით ძალითურთ მათით.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to sept   
ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა. და გამოიყვანნეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით, ესე არიან აჰრონ და მოსე.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to sept   
დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს ქუეყანასა ეგჳპტისასა

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა: მე ვარ უფალი; ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რაოდენი გრქუა შენ.

Verse: 30   Link to exakLink to sept   
და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა-ესერა მე ჴმა-წულილ ვარ. ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.