TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 44
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to sept   და ამისა შემდგომად შევიდეს მოსე და აჰრონ და ჰრქუეს ფარაოს: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლიბე ერი ჩემი, რაჲთა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა ფარაო: ვინ არს, რომლისაჲ ვისმინო მისი, ვითარმედ განუტევნე ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი და არცა განუტეო ისრაჱლი.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთაჲ მიწესს ჩუენ, განვიდეთ, გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რაჲთა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შემემთხჳოს ჩუენ სიკუდილი ანუ მახჳლი.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ მეფემან ეგჳპტელთამან: რაჲსათჳს თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? წარვედით კაცად-კაცადი თქუენი საქმესა თჳსსა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to sept   
და თქუა ფარაო: აჰა-ესერა აწ გამრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისაჲ. არღარა შეუნდო მათ საქმისა მისგან.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to sept   
და უბრძანა ფარაო მას დღესა შინა საქმის მაწუეველთა მათ Page of ms. O: 77r  ერისათა [და] მწიგნობართა და ჰრქუა:

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to sept   
ნუღარა შესძინებთ ცემად ბზესა ალიზისა საქმარად, ვითარცა გუშინ და ძუღუან, იგინი წარვიდედ და შეკრიბედ თავისა თჳსისა ბზჱ.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ბრძანებული იგი ალიზი, რომელსა იქმან დღითი-დღედ, იგივე დასდევით მათ, ნუმცა რას დააკლებენ; რამეთუ სცალს და მისთჳს ღაღადებენ. და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა მსხუერპლი.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to sept   
დაუმძიმდინ საქმე კაცთა მათ და ზრუნვიდენ, და ნუ ზრუნვენ სიტყუასა ცუდსა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to sept   
ასწრაფებდეს მათ საქმის მაწუეველნი იგი ერისანი და მწიგნობარნი იგი და ეტყოდეს: ამას იტყჳს ფარაო: არღარა გცემ თქუენ ბზესა.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to sept   
თქუენ წარვედით და შეკრიბეთ ბზჱ, სადაცა ჰპოოთ, და არარაჲ დააკლოთ თქუენ დაწესებულისა მის არცაღა ერთ.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to sept   
და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to sept   
ხოლო საქმის მაწუეველნი იგი ასწრაფებდეს მათ და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმჱ თქუენი დაწესებული დღითი-დღედ. ვითარცა-იგი რაჟამს ბზჱ გეცემოდა თქუენ.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to sept   
და იტანჯებოდეს მწიგნობარნი იგი ნათესავისა მისგან ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი.იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოჲსთა: რაჲსათჳს არა აღასრულეთ Page of ms. O: 77v  დაწესებული ალიზისა საქმჱ თქუენი გუშინდელისა და ძუღუანდელისა დღისაჲ დღესცა ეგრევე?

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to sept   
შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი წინაშე ფარაოჲსსა და ეტყოდეს: რაჲსათჳს ესრჱთ უყოფ მონათა შენთა?

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to sept   
ბზესა არა გუცემ მონათა შენთა და ალიზსა მასვე გუეტყჳ საქმედ? და აჰა-ეგერა მონანი შენნი ტანჯულ არიან; ავნებ ეგრე ერსა შენსა.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ ფარაო: გცალს და მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to sept   
და აწ წარვედით და იქმოდეთ. ხოლო ბზჱ არა გეცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზი მოსცეთ თქუენ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to sept   
ვითარცა იხილნეს თავნი თჳსნი მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ ბოროტსა შინა არიან, ვითარ-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: არა დააკლოთ თქუენ გაწესებულსა მას მდღევრსა,

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to sept   
შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მი-რაჲ-ვიდოდეს მათა, ვითარ-იგი გამო-ოდენ-ვიდოდეს ფარაოჲსგან.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰრქუეს მათ: იხილენ ღმერთმან და საჯენ თქუენი, რამეთუ საძაგელ ჰქმენით სულნელებაჲ ჩუენი წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მათთა და მოკლვად ჩუენდა.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to sept   
მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რაჲსათჳს განაბოროტე ერი ესე და რაჲსა მომავლინე მე?

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to sept   
Page of ms. O: 78r  და ვინაჲთგან შევედ მე ფარაოჲსა სიტყუად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იჴსენ ერი შენი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.