TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 32
Previous part

Chapter: 43  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი Page of ms. O: 55v  ჭამად, რომელი მოიღეს ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი იყოს თქუენ თანა.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გუეტყოდა და გურქუა ჩუენ: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ თქუენი უმრწემჱსი იყოს თქუენ თანა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ კაცსა მას, ვითარმედ: გჳვის ჩუენ ძმაჲ?

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს: კითხვით მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა და თქუა: უკუეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ არს, ანუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ კითხვისა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქნას ჩუენ: მოიყვანეთ ძმაჲ თქუენი?!

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რაჲთა ვცხონდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენცა და შენცა და ვანიცა ჩუენი.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 56r  მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთაგან ჩემთა იძიე ეგე. უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე და დავადგინო შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა!

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
უკუეთუმცა არა დაგუეყოვნა, აწმცა მოქცეულ ვართ სამ გზის.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ ისრაჱლ, მამამან მათმან: ვინაჲთგან ესრჱთ არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭერთა თქუენთა და შთაართჳთ კაცსა მას ძღუენი: რეტინი და თაფლი, საკუმეველი და შტახსი, ბელეკონი და ნიგოზი.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა და ვეცხლი იგი, რომელ მოიქცა ჭურჭერთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანა, ნუუკუე უმეცრება რაჲმე არს.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და ძმაჲ თქუენი წარიყვანეთ, აღდეგით და წარვედით მის კაცისა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა და მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთვე უშვილო ვიქმენ.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი, ორი წილი მიიღეს მათ თანა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ Page of ms. O: 56v  იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲს მოძღუარსა მას თჳსსა: შეიყვანენ კაცნი ესე სახიდ და დაკალთ საკლველები და მზა-ყავთ, რაჲთა ჭამონ პური ჩემ თანა კაცთა მაგათ სამხრის.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და ყო ეგრჱთ კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ, და შეიყვანნა კაცნი იგი ვანად იოსებისა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და მათ ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყვანნა სახლსა იოსებისსა, თქუეს: ვეცხლისა მისთჳს, რომელი იპოვა ჭურჭერთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად ცილისა, დადებად ბრალისა და მიყვანებად მონად და კარაულთა ჩუენთა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
მოვიდეს კაცისა მის, რომელი-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა ბჭეთა ზედა სახლისათა,

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუეს მას: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა;

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა. ვეცხლი ჩუენი სასწორითა მოგჳღებიეს აწ ჴელთა ჩუენთა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა ვეცხლი იგი ძაძათა ჩუენთა.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა, ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა Page of ms. O: 57r  თქუენთამან მოგცა საფასჱ ჭურჭერთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს. და გამოჰგუარა მათ სჳმეონ.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და მისცა საჭმელი ვირთა მათთა.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ მომზადეს ძღუენი მოსლვად იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა, ვითარმედ ისადილებს მუნ.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
შევიდა იოსებ სახიდ თჳსი და შეართუეს მას ძღუენი, რომელი აქუნდა ჴელთა მათთა, და თაყუანის-სცეს მას თავით ქუეყანასა ზედა.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
ჰკითხა იოსებ და ჰრქუა მათ: ცოცხლებით არსა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, ცოცხალ არსა?

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ იგი შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ არს. თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ! და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს მას.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ნაშობი დედისა მისისაჲ, და თქუა: ესე არსა ძმაჲ იგი თქუენი მრწემი, რომლისაჲ სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუეს: ესე არს.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ შეიწუებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულვა ტირილდ. შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
და დაიბანა პირი თჳსი Page of ms. O: 57v  და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგებაჲ პურისაჲ.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეეგჳპტელთა მათ, რომელნი პურსა ერთნეს, თჳსაგან, რამეთუ ვერ ყელ-ეწიფების მეეგჳპტელთა მათ პურისა ჭამაჲ ებრაელთა თანა, რამეთუ საძაგელება არს მეეგჳპტელთა მათ.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემჱსი უმრწემჱსად. განუკჳრდებოდა კაცთა მათ ძმისა მიმართ თჳსისა.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
მიიღებდეს ბოძსა კაცად-კაცადი მისგან თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა. და სუეს ღჳნოჲ და დაითრვნეს მის თანა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.