TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 31
Previous part

Chapter: 42  
Verse: 16   Link to mcatLink to sept   Page of ms. O: 54r  ... ფარაოჲსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მათ მესამესა დღესა: ესე ყავთ და სცხონდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ ხართ თქუენ მშჳდობისანი, ძმაჲ ერთი თქუენი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და ძმაჲ იგი თქუენი მოიყვანეთ აქა ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი თქუენნი; უკუეთუ არა, მოსწყდეთ. და მათ ყვეს ეგრჱთ.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისა ჩუენისათჳს, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისაჲ. ოდეს გუევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳსცა მოიწია ყოველი ესე ჭირი ჩუენ ზედა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდეა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ძმასა მაგას ჩუენსა? და არა ისმინეთ ჩემი და აწ ესერა იძიების სისხლი მისი.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის ყოველი იგი იოსებს. რამეთუ თარგმანი დგა მათ შოვრის.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და მიიქცა გარე იოსებ მათგან და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე . და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 54v  და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭერნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადსა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა. და უყვეს მათ ეგრჱთ.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
და აჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
განჰჴსნა ერთმან ტჳრთსა, რაჲთამცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა შეკრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იდვა ზედა კერძო ძაძასა მისსა.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და აჰა იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. განჰკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ უფალმან?

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
და მოვიდეს იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანაანისა და უთხრეს მას ყოველი, რომელი შეემთხჳა მათ და იტყოდეს:

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისაჲ, ფიცხლად და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, ვითარცა მსტუარნი ქუეყანისანი.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
ათორმეტ ვიყვენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი და ერთი იგი არა შოვრის ჩუენსა არს, ხოლო ერთი იგი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანაანისასა

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, უკუეთუ Page of ms. O: 55r  მშჳდობისანი ხართ: ძმაჲ თქუენი ერთი ჩემ თანა დაუტევეთ და სყიდული, რომელ მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა [!] და წარვედით

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი მოიყვანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტუარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, და ძმაჲ ესე თქუენი მიგცე თქუენ და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდით.

Verse: 35   Link to mcatLink to sept   
იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა კაცად-კაცადისა ვეცხლი შეკრული ძაძათა მათთა. ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათ და, მამამან მათმან, შეშინდეს.

Verse: 36   Link to mcatLink to sept   
და თქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს... და ბენიამენ-ღა მიმიღოთ. ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი!

Verse: 37   Link to mcatLink to sept   
მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოწყდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.

Verse: 38   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძჱ ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს. . . და შთაავლინოთ სიბერჱ ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.