TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 30
Previous part

Chapter: 41  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და იყო შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთაჲსა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და აჰა-ესერა ვითარმცა მდინარისაგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანენი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა მის კიდესა.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და სხუანი შჳდნი ზროხანი Page of ms. O: 50v  აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერვე მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა მდინარის კიდესა მას.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და რჩეულნი ჴორცითა. განიღჳძა ფარაო.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და მეორედ ჩუენებასა იხილვიდა: და აჰა-ესერა შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ზედა ერთსა, რჩეულნი და კეთილნი.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და აჰა კუალად მერმე შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათ თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და შეჭამნეს შჳდთა მათ თავთა წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი რჩეულნი, სავსენი და კეთილნი განიღჳძა ფარაო და აჰა-ესერა იყო იგი ჩუენებაჲ.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
და ვითარ განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი. და არავინ იყო მათგანი, რომელმანმცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და ეტყოდა ღჳნის მნჱ იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴ/სენო Page of ms. O: 51r  დღეს.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარაულთ მოძღურისასა, მე და მეპურეთ მოძღუარი.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან, კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ერთი ებრაელი, მონაჲ მზარაულთ მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და მან განგჳმარტა ჩუენ

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და ვითარცა-იგი მან განგჳმარტა, ეგრეცა იყო და შეგუემთხჳა ჩუენ: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
მიუვლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყვანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკუეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს სამოსელი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსსა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არავინ არს, ვინმცა განმიმარტა იგი. ხოლო მე მასმიეს შენთჳს: ვითარ თქჳან ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ მაცხოვარებასა ფარაოჲსსა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა,

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და ვითარმცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს Page of ms. O: 51v  შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და მერმე კულად შჳდნი სხუანი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ არასადა მეხილნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
შევიდეს მუცელთა მათთა და არარაჲ გამოჩნდა, ვითარ შევიდეს მუცელთა მათთა. და პირნი მათნი ეგრევე საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ. განვიღჳძე და კუალად დავიძინე.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და ვიხილევდ მერმე ჩუენებასა: და ვითარმცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
და მერმე კუალად შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა, წულილთა და ხორშაკეულთა, შჳდნი იგი თავნი, სავსენი და კეთილნი. უთხარ ესე გამომეტყუელთა ამათ და არავინ არს, რომელმანმცა მითხრა მე.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენებაჲ ფარაოჲსი ერთ არს: რავდენი Page of ms. O: 51v  ეგულების ღმერთსა ყოფად, უჩუენა ფარაოს.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი თავნი ჴუვილისანი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსი ორივე იგი ერთ არს.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
და შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი -- იყოს შჳდი წელი სიყმილი.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
ხოლო სიტყუაჲ იგი, რომელ ვარქუ ფარაოს, რავდენი ეგულების ღმერთსა, უჩუენა ფარაოს.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
აჰა შჳდნი წელნი მოვლნ ნაყოფიერებისანი დიდნი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა, დაავიწყოს ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
და არღარა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისაგან, რომელი იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
ხოლო მეორედ დაქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსისა ორ გზის, რაჲთა ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისა მიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
აწ უკუე იხილე კაცი ბრძენი და მეცნიერი და დაადგინე იგი ყოველსა ზედა [ქუეყანასა] ეგჳპტისასა.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 51v  და ყავნ ესრჱთ ფარაო და დაადგინენინ ადგილთა მთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღედ ყოვლისაგან ქუეყანისა ეგჳპტისაჲ[სა] შჳდთა ამათ წელთა ნაყოფიერებისათა

Verse: 35   Link to mcatLink to sept   
და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთაჲ მომავალთა კეთილთაჲ და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოჲსსა. საზრდელი ქალაქთა შინა დამარხულ იყავნ.

Verse: 36   Link to mcatLink to sept   
და იყავნ საზრდელი დამარხულ ქუეყანისათჳს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანაჲ საყმილითა.

Verse: 37   Link to mcatLink to sept   
ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე ყოველთა მონათა მისთა.

Verse: 38   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინაჲ ვპოოთ ჩუენ კაცი სხუაჲ ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ?

Verse: 39   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ფარაო იოსებს: რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი, არავინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმის-მყოფელეს შენსა.

Verse: 40   Link to mcatLink to sept   
შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა საყდრითა ხოლო გმატდე მე შენ.

Verse: 41   Link to mcatLink to sept   
და აჰა-ესერა დამიდგინებიე მე შენ დღესით დღითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 42   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 53r  და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისაგან თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებისსა და შეჰმოსა სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲ[საჲ] ყელსა მისსა.

Verse: 43   Link to mcatLink to sept   
და აღსუა იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ჴმობდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 44   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ფარაო იოსებს: მე ფარაო გეტყჳ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 45   Link to mcatLink to sept   
და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფონთოფარნექ და მისცა მას ასენექ, ასული პატეფრესი, მღდელისა მის მზის ქალაქისაჲ, მისა ცოლად.

Verse: 46   Link to mcatLink to sept   
იოსებ იყო ოც და ათის წლის, რაჟამს ჩარდგა წინაშე ფარაოჲსსა, მეფისა ეგჳპტელთაჲსა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსისა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.

Verse: 47   Link to mcatLink to sept   
და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.

Verse: 48   Link to mcatLink to sept   
და შეკრიბა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა საზრდელი, რომელ-იგი იყო ნაყოფი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთაჲ ქალაქისა მის გარემოჲსთაჲ და დადვა მას შინა.

Verse: 49   Link to mcatLink to sept   
და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ Page of ms. O: 53v  დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერღარა ეძლო აღრაცხად, რამეთუ არა იყო რიცხჳ.

Verse: 50   Link to mcatLink to sept   
ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან.

Verse: 51   Link to mcatLink to sept   
და უწოდა იოსებ პირმშოსა მისსა მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველივე მამისა ჩემისაჲ.

Verse: 52   Link to mcatLink to sept   
და მეორესა მას უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.

Verse: 53   Link to mcatLink to sept   
წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელნი იყვნეს ქუეყანასა მას ეგჳპტისასა,

Verse: 54   Link to mcatLink to sept   
და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, ხოლო ქუეყანასა ეგჳპტისასა არა იყო პური.

Verse: 55   Link to mcatLink to sept   
და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად -ყო ყოველმან ერმან პურისათჳს წინაშე ფარაოჲსსა. ჰრქუა ფარაო მეეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და, რაჲ გრქუას მან, იგიცა ყავთ.

Verse: 56   Link to mcatLink to sept   
და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. განახუნა იოსებ ყოველნი საუნჯენი იფქლისანი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა.

Verse: 57   Link to mcatLink to sept   
და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ...

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.