TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 33
Previous part

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და უბრძანა იოსებ ეზოჲს მოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რავდენ ძალ-ედვას წარღებად, და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისაჲ პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა,

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და ბარძიმი იგი ვეცხლისაჲ შთაუდგთ ძაძასა მას უმრწემჱსისასა და სასყიდელიცა იფქლისა მისისაჲ. ხოლო მათ ყვეს სიტყჳსა მისებრ იოსებისა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და ვითარ განთენა ღამჱ იგი, წარგზავნნეს კაცნი იგი და კარაულნი მათნი.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და ვითარ განვლეს ქალაქი და არღა გან/შორებულ Page of ms. O: 58r  იყვნეს შორად, ჰრქუა იოსებ ეზოჲს მოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ? რაჲსათჳს მიმპარეთ ბარძიმი ჩემი ვეცხლისაჲ?

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ანუ არა ესე არსა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნინ მაგით? ბოროტი აღასრულეთ, რომელ-ესე ჰყავთ.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
ხოლო იგი ეწია და ჰრქუა სიტყჳსა მისებრ.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳ უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ სიტყჳსა მაგისებრ მონათა შენთა!

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ მონათა შენთა ჭურჭერთა ჩუენთა, მოვიღეთ შენდა ქუეყანით ქანაანისაჲთ, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ ანუ ვეცხლი?

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
რომლისა თანაცა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი, მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა!

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
... ხოლო თქუენ უბრალო იყვნეთ.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
იწრაფეს და გარდაჰჴადეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი და განჰჴსნა თითოეულმან ძაძაჲ თჳსი.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან ვიდრე უმრწემჱსისა და პოვა ბარძიმი იგი ტჳრთსა შინა ბენიამენისსა.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი Page of ms. O: 58v  კარაულსა და მიიქცეს ქალაქად.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა, ვიდრე სახლსა-ღა შინა თჳსსა იყო იოსებ, და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ იოსებ: რაჲ საქმე ჰქმენით ესე? არა იცითა, რამეთუ ზმნით იზმნინ კაცი ჩემ ვითარი?

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ჰრქნა მას იუდა: რაჲ-მე სიტყუაჲ მიგიგოთ უფალსა ჩუენსა. ანუ რასა ვიტყოდით ანუ რასა ვმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა. აჰა-ესერა ვართ ჩუენ მონანი უფლისა ჩუენისანი, ჩუენცა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა სიტყჳსაებრ მაგის! რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგიცა იყოს მონა ჩემდა, ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები, უფალო. იტყოდის მონაჲ შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ შემდგომ ფარაოჲსსა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
უფალო, შენ ჰკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ ანუ ძმაჲ?

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და გარქუთ უფალსა ჩუენსა, ვითარმედ: გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძჱ სიბერისა მისისაჲ, ძმაჲ ჩუენი. ხოლო ძმაჲ მისი მოკუდა და იგი დაშთა დედასა მისსა მარტოჲ და მამამან შეიყუარა იგი.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყვანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 59r  და ჩუენ გარქუთ უფალსა ჩუენსა: ვერ ჴელ-ეწიფების ყრმასა მაგას დატევებაჲ მამისაჲ: უკუეთუ დაუტეოს მამაჲ, მოკუდეს იგი.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ იგი თქუენი უმრწემჱსი, არღარა შესძინოთ ხილვად პირი ჩემი.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისა ჩუენისაჲ.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და მრქუა ჩუენ მონამან შენმან, მამამან ჩუენმან: წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არამედ [ძმა]ჲ თუ ჩუენი უმრწემჱსი შთამოავლინო ჩუენ თანა, შთავიდეთ, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირი კაცისაჲ მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემჱსი არა იყოს ჩუენ თანა.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შვნა იგინი ცოლმან ჩემმან;

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
და ერთი იგი წარწყმდა, გან-რაჲ-ვიდა ჩემგან, და სთქუთ, ვითარმედ: მჴეცმან შეჭამა იგი, და არღარა ვიხილე იგი.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
აწ ესე-ღა თუ წარიყვანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა და შთაავლინოთ სიბერჱ ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა?

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და აწ უკუეთუ აღვიდეთ მონისა Page of ms. O: 59v  შენისა, მამისა ჩუენისა, და ყრმაჲ ეგე არა იყოს ჩუენ თანა, რამეთუ სულნი მისნი გამოაბან სულსა მაგისსა,

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
და იყოს, რაჟამს იხილოს, ვითარმედ ყრმაჲ იგი არა არს ჩუენ თანა, მოკუდეს და შთავავლინოთ მონათა შენთა სიბერჱ მონისა შენისა მამისა ჩუენისაჲ, მწუხარებით ჯოჯოხეთა.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყვანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო მამისა ყოველთა დღეთა !

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
აწ ვდგე მე მონად შენდა ყრმისა ამის წილ კირთად უფლისა ჩემისა, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემჱსი ჩუენ თანა, ვერცა მე აღვიდე მამისა და რაჲთა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.