TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 26
Previous part

Chapter: 37  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   [ხოლო დაეშჱნა იაკობ] ქუეყანასა მას, სადაცა მკჳდრ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა ქანაანისასა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და ესე შობანი არიან იაკობისნი: იყო იოსებ აჩჳდმეტ წლის და Page of ms. O: 43v  მწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა. ყრმაღა იყო ძეთა თანა ბალაჲსთა და ძეთა თანა ზელფაჲსთა, ხარჭთა მამისა თჳსისათა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
ხოლო იაკობს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა. რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალ-ფერი.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ უყუარს მამასა უფროჲს ყოველთა ძმათა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მისთჳს რაჲთურთით.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა: ისმინეთ ჩუენებაჲ ესე, რომელ მეჩუენა:

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულთა შოვრის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულთა ჩემთა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ჰრქუეს მას ძმათა მისთა: აწ მეფობით ჰმეფობდეა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდეა ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისა ჩუენებათა მათთჳს მისთა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა თჳსსა და ძმათა და ჰრქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ Page of ms. O: 44r  სხუაჲ, ვითარმედ მზჱ და მთოვარჱ და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს მე.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
შეჰრისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ესე ჩუენებაჲ, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუე მოსლვით მოვიდეთა მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და ეშურებოდეს ძმანი მისნი. ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და წარვიდეს ძმანი მისნი მწყსად ცხოვართა მამისა მათისათა სჳქემდ.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: ანუ. არა ძმანი შენნი მწყსიანა სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ. ხოლო მან ჰრქუა მას: აჰა აქა ვარ.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ისრაჱლ: წარვედ და იკითხენ ძმანი შენნი, ვითარ-ძი ცოცხლებით არიან, და ცხოვარნი და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისათა და შევიდა სჳქემდ.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა. ჰკითხა კაცმან მან: ვის ეძიებ?

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა მას: ძმათა ჩემთა ვეძიებ; მითხარ მე: სადა აძოებენ?

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმდ. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა მისთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
მათ წინაჲსწარ იხილეს იგი მიმავალი შორით Page of ms. O: 44v  და ვიდრე მიახლებადმდე მათა განიზრახვიდეს ბოროტსა მოკლვად მისა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა ჩუენების მხილველი იგი მოვალს.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ ერთსა ჯურღმულსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲ-ძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ხოლო ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელთაგან ძმათა თჳსთაჲსა და ჰრქუა მათ: არა მოვკლათ იგი მოკლვით.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მათ: ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა ამას უდაბნოჲსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რაჲთამცა განარინა იგი და მისცა მამასა თჳსსა.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა თანა, განსძარცუეს იოსებს სამოსელი იგი ჭრელი, რომელი ემოსა,

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და მიიყვანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო და წყალი არა დგა.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და დასხდეს იგინი ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილეს და აჰა-ესერა მოგზაურნი ისმაიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალაადით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა და შთახსითა და მკურის კევითა და შთავიდოდეს ეგჳპტედ.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იუდა ძმათა Page of ms. O: 45r  თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვკლათ ძმაჲ ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
მოვედით და მივჰყიდოთ იგი ისმაიტელთა ამათ, ხოლო ჴელნი ჩუენნი ნუ მიიყოფიედ მას ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
და წარვიდეს კაცნი იგი ვაჭარნი მადიანიტელნი, და აღმოიყვანეს იოსებ ჯურღმულისა მისგან და მიჰყიდეს იოსებ ისმაიტელთა მათ ოც დრაჰკნის და შთაიყვანეს იგი ეგჳპტედ.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
მოიქცა რუბენ და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას შინა და დაიპო სამოსელი თჳსი

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და მიიქცა ძმათა თჳსთა და ჰრქუა: ყრმაჲ იგი არა არს აქა და მე ვიდრე-მე ვიდე?

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იგი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
და მიუძღუანეს სამოსელი იგი ჭრელი და შეართუეს მამასა მისსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისაჲ არს, ანუ არა.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისაჲ არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
და დაიპო იაკობ სამოსელი და შეიმოსა ძაძაჲ წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.

Verse: 35   Link to mcatLink to sept   
შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი Page of ms. O: 45v  და ასულნი მისნი და მოვიდეს ნუგეშინის-ცემად მისა. და მას არა უნდა ნუგეშინის-ცემის და თქუა, ვითარმედ: შთავიდე მე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთა. და სტიროდა მას მწარედ.

Verse: 36   Link to mcatLink to sept   
ხოლო ისმაიტელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა მატაკარანსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.