TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 27
Previous part

Chapter: 38  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და იყო მას ჟამსა ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათაგან თჳსთა და მივიდოდა იგი კაცისა ვისსამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა იარას.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავა, მოიყვანა იგი და შეირთო.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და მიუდგა და შვა ძჱ და უწოდა სახელი ჱრ.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და მიუდგა მერმე და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი ავნან.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
შესძინა მერმე და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა ესენი.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და მოჰგუარა იუდა ცოლი ჱრს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და იყო ჱრ, პირმშოჲ იგი იუდაჲსი, უკეთუო წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ხოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
გულისხმა-ყო ავნან, ვითარნედ არა მისა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა Page of ms. O: 46r  იგი ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმჱ ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა იგიცა უფალმან.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდე განმწჳსნეს სელომ, ძჱ ჩემი, რამეთუ თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავა, ცოლი იგი იუდაჲსი, და ნუგეშინის-იცა გლოვისაგან იუდა და მივიდა მრისუველთა ცხოვართა თჳსთა თანა და იირას, მწყემსი იგი მისი ოდოლამელი, თამნად.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: აჰა-ესერა მამამთილი შენი აღვალს თამნად რისუვად ცხოვართა თჳსთა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და განიძარცუა სამოსელი იგი საქურიოჲ და შეიმოსა სამოსელი და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა ზედა ენანისათა, რომელ არს თანა-წარსავალსა თამნაჲსასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განმწჳსნა სელომ, ძჱ მისი, და მან არა მისცა მას იგი ცოლად.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და იხილა იგი იუდა და აგონა, ვითარმედ მეძავი ვინმე არს, რამეთუ დაებურა პირი და ვერ იცნა იგი.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
და მოიქცა იგი მისა გზისაგან და ჰრქუა მას: მიტევე და შემოვიდე Page of ms. O: 46v  შენ თანა. რამეთუ ვერ იცნა, ვითარმედ ძის ცოლი მისი არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა?

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და იუდა ჰრქუა მას: მე მიგიძღუანო შენ თიკანი თხათაჲ სამწყსოჲთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუნებადმდე შენდა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
ხოლო იუდა ჰრქუა მას: [რაჲ] წინდი მიგცე შენ? და მან ჰრქუა: ბეჭედი შენი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა მას და შევიდა მისა და მიუდგა მისგან.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და იგი აღდგა და განიძარცუა სამოსელი იგი მისგან და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
ხოლო იუდა მიუძღუანა მას თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა თჳსისაჲთა რაჲთა მოიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ჰკითხა კაცთა მის ადგილისათა სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენუნს გზასა ზედა? და თქუეს: არავინ არს მეძავი აქა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და მიიქცა მწყემსი იგი იუდაჲსა და ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს, ვითარმედ: არავინ არს აქა მეძავი.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას! არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ. მე მიუძღუანე თიკანი და შენ არა ჰპოვე იგი.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და იყო სამისა თჳსა შემდგომად უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ: ისიძვა თამარ Page of ms. O: 47r , სძალმან შენმან, და მიდგომილ არს სიძვით. თქუა იუდა გამოიყვანეთ და დაწჳთ იგი ცეცხლითა.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და ვითარცა მიჰყვანდა იგი, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცისა მისგან, რომლისაჲ არს ესე წინდი, მიდგომილ ვარ; და იცან ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ ვიდრე-ღა მე, რამეთუ არა მივეც იგი სელომს, ძესა ჩემსა. და არღა შესძინა მერმე ცნობად მისა.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
... ერთმან მან გამოყო ჴელი. მოიღო ამქუმელმან მან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა და თქუა: ესე პირველად გამოვიდეს.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
და ვითარ შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და ამქუმელმან მან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღონე ? და რომელი-იგი პირველად გამოვიდა, უწოდა სახელი მისი ფარეზ.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და შემდგომსა მას... ზარა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.