TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 24
Previous part

Chapter: 35  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და უშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთავე მისთანათა: აღიხუენით კერპნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შოვრის, და განიწმიდენით და შეცვალეთ სამოსელი Page of ms. O: 40r  თქუენი.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა, და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და მოვიდა იაკობ სიკიმაჲთ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქსა მას მათსა ზედა გარემოჲს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისთა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა მას ქანაანისასა, ესე არს ბეთელი, იგი და ყოველი ერი მის თანა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი ბეთელი, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ძმისა თჳსისა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
მოკუდა დებორა, მზარდული რებეკაჲსი, და დაეფლა ქუეშე მუხასა მას. და უწოდა სახელი მუხასა მას მუხაჲ გლოვისაჲ.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდოდა შუვამდინარით ასურეთისაჲთ. აკურთხა იგი ღმერთმან

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას: სახელი შენი იაკობ არღარა გერქუას, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი Page of ms. O: 40v  შენი, აღორძნდი და განმრავლდი. ნათესავნი და შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წყვილთაგან შენთა გამოვიდენ.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და ქუეყანაჲ, რომელ მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, შენდა იყოს იგი და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და აღმაღლდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და აღჰმართა იაკობ ძეგლი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა მის თანა ღმერთი, ძეგლი ქვისაჲ, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და უწოდა იაკობ სახელი ადგილისაჲ მის, სადა ეტყოდა მას ღმერთი, ბეთელ.

Verse: 16_(21)   Link to mcatLink to sept   
და აღდგა კარავი მისი მუნ მიერ კერძო გოდოლსა მას გადერისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
იყო, რაჟამს მიეახლა იგი ქაბრათად მისლვად ქუეყანად ევფრათად, შვა რაქელ და შობასა მისსა ძნიად შობდა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და იყო ფიცხლად შობასა მისსა ჰრქუა მას ყრმისა აღმქუმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძჱ გესუა შენ.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და იყო აღმოსლვასა სულისა მისისასა, რამეთუ მოკუდებოდა, [უწოდა] სახელი მისი ძჱ სალმობისა ჩემისაჲ. ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და მოკუდა რაქელ და დაეფლა გზასა ზედა ევფრათას, ესე-იგი არს ბეთლემი.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და აჰმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლ/ავისა Page of ms. O: 41r  რაქელისი ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 21_(22)   Link to mcatLink to sept   
და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ მას ქუეყანასა, მივიდა რუბენ და დაწვა გალაჲს თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა. ესმა ისრაჱლს ესე და ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
იყვნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
ძენი ლიაჲსნი: პირმშოჲ იაკობისი რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბილონ.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
ძენი ბალაჲსნი, მჴევლისა რაქელისნი: დან და ნეფთალემ. ძენი ზელფაჲსნი, მჴევლისა ლიაჲსნი: გად და ასერ.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
ესე ძენი იაკობისნი, რომელ ესხნეს მას შუვამდინარეს ასურეთისა.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა. ქალაქად მამბრედ ველისა, ესე-იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანაანისასა, სადა-იგი დაემკჳდრნეს აბრაჰამ და ისაკ.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
იყვნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა, ას ოთხმეოც.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსჱ დღითა. და დაჰფლეს ძეთა მისთა ესავ და იაკობ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.