TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 23
Previous part

Chapter: 34  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   Page of ms. O: 38r  გამოვიდა დინა, ასული იგი ლიაჲსი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და იხილა სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორელმან, მთავარმან მის ქუეყანისამან, მიიყვანა იგი და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისსა, და შეიყუარა ქალწული იგი და ეტყოდა გონებისაებრ ქალწულებისა თჳსისა.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
მიუგო სჳქემ ემორს, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: მომგუარე ყრმაჲ ესე ცოლად.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ესმა იაკობს, რამეთუ შეაგინა სჳქემ, ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი იაკობისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისი, იაკობისა სიტყუად მისა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს კაცნი იგი ფრიად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შოვრის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ჯერ-უჩნდა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: სჳქემ, ძემან ჩემმან. აღირჩია სულითა თჳსითა ასული თქუენი. მოეცით იგი მას ცოლად.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
გუემზახენით ჩუენ: ასულნი თქუენნი მოგუცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიათხოვენით ძეთა თქუენთა.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და დაემკჳდრენით ჩუენ შოვრის და აჰა-ესერა ქუეყანაჲ ფართო არს თქუენ წინაშე. დაეშჱნენით, ივაჭრობდით მას შინა და მოი/გებდით Page of ms. O: 38v  მას ზედა.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა წინაშე თქუენსა და რაჲ-იგი სთქუათ, მიგცე თქუენ.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
გინამრავლეთ საცხოვარი ფრიად და მიგცე, რაჲ-იგი მრქუათ მე, და მომეცით მე ყრმაჲ ესე ცოლად.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, და ჰრქუეს ზაკუვით, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი,

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინაჲსნი: ვერ ჴელ-გუეწიფების სიტყუაჲ ეგე ყოფად, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
ამით მსგავს ვიყვნეთ თქუენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შოვრის: უკუეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რაჲთა წინა-დაიცჳთოს ყოველმან წულმან თქუენმან,

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულთა თქუენთაგანნი მოვიყვანნეთ ჩუენ. და დავემკჳდრნეთ თქუენ შოვრის და ვიყვნეთ ვითარცა ნათესავი ერთი.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთა წინა-დაიცჳთოთ, წარვიყვანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და სთნდეს სიტყუანი ესე წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ მოსურვე იყო ასულისათჳს იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს სახლსა შინა მამისა მისისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 39r  მოვიდეს ემორ და სჳქემ ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ ქალაქისათა და ჰრქუეს:

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ქუეყანასა ზედა და ივაჭრობდენ მას ზედა. და ესერა ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყვანნეთ ჩუენდა ცოლად და ჩუენნი მივსცნეთ მათ.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
გარნა ამით გუემსგავსნენ ჩუენ კაცნი ესე დამკჳდრებად ჩუენ თანა, რაჲთა ვიყვნეთ ვითარცა ერთი ერი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან;

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
და საცხოვარი მათი და მონაგები მათი და ყოველი ოთხფერჴი მათი არა ჩუენი იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და ღაემკჳდრნენ ჩუენ თანა.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამოსავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისა მათისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცუეთილებასა მათსა ყოველი წული.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და იყო მესამესა დღესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა, მოიღეს ძეთა იაკობისთა სჳმეონ და ლევი, ძმათა დინაჲსთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად და მოსრეს ყოველი მამაკაცი.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
და ემორ და სჳქემ მოწყჳდნეს პირითა მახჳლისაჲთა და გამოიყვანეს დინა, Page of ms. O: 39v  დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი, ამისთჳს რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
ცხოვარი და ზროხაჲ მათი, ვირები და ყოველი, რავდენი იყო ქალაქსა მას შინა და რავდენი-რაჲ იყო ველსა ზედა, წარმოიღეს;

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
ყოველივე დედა-წული მათი და ყოველივე ჭურჭერი მათი და ცოლნი მათნი წარმოტყუენნეს, რავდენი იყო ქალაქსა შინა, და რავდენი იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რაჲთა ვიყო მე ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა ამის ქალაქისათა, ქანანელთა შოვრის და ფერეზელთა, და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.