TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 20
Previous part

Chapter: 31  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთაჲ, ვითარ-იგი იტყოდეს: მიგჳღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისაჲ და მამისა ჩუენისაჲთა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძუღუანდელსა დღესა. ჰრქუა უფალმან იაკობს: მიაქციე ქუეყანად მამისა შენისა და ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისასა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძუღუან. ხოლო ღმერთი მამისა ჩემისაჲ იყო ჩემ თანა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო მე და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის ყოფად ჩემდა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
და უკუეთუ თქუას: ჭრელი იგი იყავნ სასყიდლად შენდა, შობდენ ყოველნივე იგი ცხოვარნი ჭრელსა. Page of ms. O: 32v  უკუეთუ ესრე თქუას: იყავნ სპეტაკი სასყიდლად შენდა, შობდენ ყოველნი იგი ცხოვარნი სპეტაკსა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და მოუღო ღმერთმან ყოველივე ცხოვარი მამისა თქუენისაჲ და მომცა მე.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და იყო, რაჟამს მაკნდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრის ფერად სხურებული.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. და მე ვთქუ, ვითარმედ: რაჲ არს?

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და თქუა: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა ჭრელთა და ნაცრის ფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა მას ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ძეგლსა ჩემსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ ქუეყანად შობისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილი და სამკჳდრებელი სახლსა შინა მამისა ჩუენისასა?

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
ანუ არა ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩუენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი?

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა Page of ms. O: 33r  იყოს და შვილთა ჩუენთა. აჩ რაჲ გრქუა შენ უფალმან შენმან, ეგრეცა ყავ.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და წარიღო ყოველი მონაგები თჳსი და ყოველი ჭურჭერი მისი, რომელ მელ მოიგო შუვამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, და წარემართა მისლვად ისაკისა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანაანისა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
ხოლო ლაბან მივიდოდა რისუვად ცხოვართა თჳსთა. მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
ემალვოდა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა მას, ვითარმედ წარივლტის.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღმოჴდა მდინარესა და მიიმართა მთასა მას გალაადსა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა ვითარმედ წარივლტოდა იაკობ

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
და წარყვანნა მის თანა ყოველნი ძმანი მისნი და დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალაადისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
მოვიდა ღმერთი ლაბანისა ღამე ჩუენებით და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ფიცხელსა.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და ეწია ლაბან იაკობს. ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა ზედა, და ლაბან დაადგინნა ძმანი თჳსნი მთასა გალაადისასა.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ჰყავ ესე? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარე-ცა მე და წარმოიყვანენ ასულნი ჩემნი Page of ms. O: 33v  ვითარცა ტყუენი მახჳლითა.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
და თუ-მცა მითხარ მე, წარმომცა-გგზავნე შენ სიხარულითა და სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
და აწ შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის ყოფად შენდა. ხოლო ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და აწ უკუეთუ წარმოსრულ ხარ და გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახიდ მამისა შენისა, რაისათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რამეთუ შემეშინა და ვთქუ: ნუუკუე მიმიხუნე ასულნი შენნი და ყოველივე ჩემი. იცან, რაჲ-იგი არს შენი ჩემ თანა და მიიღე. და არარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა იცნნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩუენთა. არა უწყოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
შევიდა ლაბან და აღიხილა ყოველივე ლიაჲსი და არაჲ პოვა. გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არაჲ პოვა, და სახლნი ორთავე მჴევალთანი და არაჲ პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
ხოლო რაქელ Page of ms. O: 34r  მოიხუნა კერპნი იგი და ქუეშე შესხნა პალავანდთა აქლემთასა და დაჯდა მათ ზედა.

Verse: 35   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად, რამეთუ ჩუეულებასა დედათასა ვარ. აღიხილა ლაბან ყოველი სახლები და არა პოვნა კერპნი.

Verse: 36   Link to mcatLink to sept   
განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ, რამეთუ მდევნი მე,

Verse: 37   Link to mcatLink to sept   
და აღიხილე ყოველი ჭურჭერი სახლისა ჩემისაჲ? რაჲ ჰპოე ყოვლისაგან ჭურჭრისა სახლისა შენისაჲ? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა. და ძმათა ჩემთა და გუამხილედ ჩუენ ორთავე.

Verse: 38   Link to mcatLink to sept   
ესე ოცი წელი არს, ვინაჲთგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ;

Verse: 39   Link to mcatLink to sept   
ნამჴეცავი არასადა მოგართუ შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისა და ღამისასა;

Verse: 40   Link to mcatLink to sept   
შევიწუებოდე სიცხითა დღისაჲთა და ნეფხვითა ღამისაჲთა და განყენებულ იყო ძილი თუალთა ჩემთაგან.

Verse: 41   Link to mcatLink to sept   
ესე ოცი წელი არს, ვინაჲთგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ორთა ასულთა შენთათჳს ათოთხმეტ წელ და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ვყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.

Verse: 42   Link to mcatLink to sept   
არა თუ-მცა ღმერთი მამისა Page of ms. O: 34v  ჩემისა აბრაჰამისი იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერიმცა გამომავლინე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი იხილა ღმერთმან და გამხილა შენ გუშინ.

Verse: 43   Link to mcatLink to sept   
მიუგო ლაბან იაკობს და ჰრქუა: ასულნი ესე ასულნი ჩემნი არიან და ძენი ესე ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა შენ ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ჩემთათჳს რაჲ ვყო დღეს ?

Verse: 44   Link to mcatLink to sept   
აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შოვრის შენსა და ჩემსა. და თქუა: აჰა-ესერა არავინ არს ჩემ თანა, აჰა-ესერა უფალი არს მოწანე შოვრის ჩემსა და შენსა.

Verse: 45   Link to mcatLink to sept   
მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა ძეგლად.

Verse: 46   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღადგინეს ბორცჳ. და ჭამეს და სუეს ბორცუსა მას თანა.
Verse: 46_(48A)   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა ლაბან: ბორცჳ ესე მოწამე არს შოვრის ჩემსა და შენსა დღეს.

Verse: 47   Link to mcatLink to sept   
და უწოდა მას ლაბან ბორცჳ წამებისაჲ, ხოლო იაკობ-ბორცჳ მოწამჱ.

Verse: 48_(51)   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა-ესერა ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელ აჰმართე შოვრის შენსა და ჩემსა,
Verse: 48_(52A)   Link to mcatLink to sept   
წამებს ბორცჳ ესე და ძეგლი ესეცა წამებს.
Verse: 48_(B)   Link to mcatLink to sept   
ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ბორცჳ წამებისაჲ.

Verse: 49   Link to mcatLink to sept   
და ხილვაჲ იგი, რომელ იხილა, იხილენ ღმერთმან შოვრის ჩემსა და შენსა, რამეთუ განეეშორებით მოყუასი მოყუასსა.

Verse: 50   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ დაამ/დაბლნე Page of ms. O: 35r  ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არავინ არს ჩუენ თანა.

Verse: 52_(B)   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ მე არა წიაღმოვჴდე შენდა, ნუცა შენ წიაღმოხულ ჩემდა ბორცუსა ამას ჩემსა და ძეგლსა ამას ბოროტებით

Verse: 53   Link to mcatLink to sept   
ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შოვრის ჩუენსა.

Verse: 54   Link to mcatLink to sept   
და ფუცა იაკობ შიშსა მამისა თჳსისა ისაკისსა.

Verse: 54_(55)   Link to mcatLink to sept   
და შეწირა მსხუერპლი იაკობ მთასა მას თანა და ჰხადა ყოველთა ძმათა მისთა. და ჭამეს და სუეს და დაიძინეს.

Verse: 55_(32,1)   Link to mcatLink to sept   
და აღდგა ლაბან განთიად და ამბორს-უყო ძეთა მისთა და აკურთხნა იგინი და მიიქცა და წარვიდა ადგილად თჳსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.