TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 498
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1  Link to oskijerLink to sept   რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ, მცირედ ცხორებული და სავსე რისხვითა,

Verse: 2  Link to oskijerLink to sept   
* გინა თუ ვითარცა ყუავილითა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა, ვითარცა აჩრდილი.

Verse: 3  Link to oskijerLink to sept   
ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა?

Verse: 4  Link to oskijerLink to sept   
** ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა.

Verse: 5  Link to oskijerLink to sept   
და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ, ჟამადმდე დასდევ და არა გარდაჴდეს.

Verse: 6  Link to oskijerLink to sept   
განეშორე მისგან, რათა დაყუდნეს და სათნო იყოს ცხორებაჲ თჳსი ვითარცა მორეწემან,

Verse: 7  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ არს ხისა სასოება, უკუეთუ მოიკუეთის, კუალად აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდეს.

Verse: 8  Link to oskijerLink to sept   
და-ღა-თუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა დაეცეს ძირი იგი მისი,

Verse: 9  Link to oskijerLink to sept   
სულისაგან წყლისა ყუაოდისვე და ყოს ფურცელი, ვითარცა ახალნერგმან.

Verse: 10  Link to oskijerLink to sept   
ხოლო კაციღა აღესრულა, წარჴდა, დაეცა კაცი და არღა რა იყოს,

Verse: 11  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარეღა განირყუნა, განჴმა.

Verse: 12  Link to oskijerLink to sept   
კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს, ცაჲ იყოსღა, არა შეიმოსოს და არცა განიღჳძონ ძილისაგან მათისა,

Verse: 13  Link to oskijerLink to sept   
უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო,

Verse: 14  Link to oskijerLink to sept   
უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე.

Verse: 15  Link to oskijerLink to sept   
და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ,

Verse: 16  Link to oskijerLink to sept   
* რამეთუ აღრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი.

Verse: 17  Link to oskijerLink to sept   
დაჰბეჭდდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შიდა და დაისწავენ იგინი, რომელნი უნებლებით გარდაჰჴდეს.

Verse: 18  Link to oskijerLink to sept   
ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით.

Verse: 19  Link to oskijerLink to sept   
ლოდნი მოაწრფელნეს წყალთა და წარღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე.

Verse: 20  Link to oskijerLink to sept   
აჭენე მას სრულიად და წარწყმდა, მიაქციე მას პირი შენი და განავლინე.

Verse: 21  Link to oskijerLink to sept   
გან-ღა-თუ-მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე უწყის,

Verse: 22  Link to oskijerLink to sept   
ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა.

Section:  

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.