TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 56
Previous part

Chapter: 6 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რაჲ-იგი უყო ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყეა მათ?

Verse: 4  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელსაცა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.

Verse: 5  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი.

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყუანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდ-დიდითა.

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოგიყუანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:

Verse: 11  Link to oskijerLink to exakLink to sept   
შევედ შენ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 12  Link to oskijerLink to exakLink to sept   
იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო. რამეთუ მე უსიტყუ ვარ?

Verse: 13  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 14  Link to oskijerLink to exakLink to sept   
* და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი, ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი.

Verse: 15  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ესე არიან ნათესავნი რუბენისნი ** და ძენი სჳმეონისნი: იჱმუელ, და იამინ, და ოდ, და იაქიმ, და საარ და საულ, რომელი იყო ფინიკიელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.

Verse: 16  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ესე სახლები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ და კაათ და მერარი, და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოცდაათჩჳდმეტ წელ.

Verse: 17  Link to oskijerLink to exakLink to sept   
*** და ესე არიან ძენი გეთსონისნი: ლობენი და სემეი, სახლისა მამათმთავართა მათისანი.

Verse: 18  Link to oskijerLink to exakLink to sept   
**** და ძენი კათისნი: ამბრამ და ისაჰრ, ქებრონ და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ასოცდაათსამეტ წელ.

Verse: 19  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი, ესე სახლისა მამათმთავართა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.

Verse: 20  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოიყუანა ამბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას: აჰრონ, და მოსე და მარიამ, დაჲ მათი, ხოლო წელნი ცხორებისა ამბრამისნი ასოცდაათშჳდმეტ წელ.

Verse: 21  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ძენი ესაარისნი: კორე და ნაფეგ და ზექრი.

Verse: 22  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ძენი ოზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი.

Verse: 23  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოიყუანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი და დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ.

Verse: 24  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ - ესე შობანი კორესნი.

Verse: 25  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყუანა ასულთაგანი ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი მსგავსად შობისა მათისა.

Verse: 26  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით.

Verse: 27  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით. ესე არიან აჰრონ და მოსე.

Verse: 28  Link to oskijerLink to exakLink to sept   
დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაოდენი მე გრქუა შენ.

Verse: 29  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმა-წულილ ვარ და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.